1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ადამიანის პირველი გაფრენა კოსმოსურ სივრცეში

რა მოხდა დღევალდელ დღეს? 12 აპრილს?

1961 წლის 12 აპრილს გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით “ვოსტოკ-1” და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი “ვოსხოდ-1” გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, 1966-იდან ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.

ტრაგიკულად დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს ვლადიმირის ოლქის სოფ. ნოვოსიოლოვოსთან (დაღუპვის შესახებ არსებობს სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსიები). დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად სმოლენსკის ოლქის ქ. გჟატსკს დაერქვა ქ. გაგარინი და სმოლენსკის ოლქის გჟატსკის რაიონს გაგარინის რაიონი. ი. ა. გაგარინის სახელი მიეკუთვნა წითელდროშოვან კუტუზოვის ორდენოსან სამხედრო-საავიაციო აკადემიას მონინოში. გაგარინის სახელი ეწოდა მთვარის ერთ-ერთ კრატერს, აგრეთვე ერთ-ერთ მცირე ცთომილს.

1968 წელს ავიაციის საერთაშორისო ფედერაციამ (ფაი) დააწესა ი. გაგარინის სახელობის ოქროს მედალი.

ცოტა რამ იური გაგარინის შესახებ, რომელიც დაიბადა 1934 წლის 9 მარტს, სოფელ კლეშინოში, გჟატსკის რაიონი, სმოლენსკის ოლქი და გარდაიცვალა 1968 წლის 7 მარტს.

იური ალექსის ძე გაგარინი პირველი ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (14 აპრილი, 1961). 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი და მუშა ახალგაზრდობის სკოლა, 1955 სარატოვის ინდუსტრიული ტექნიკუმი. ამ ტექნიკუმში სწავლისას გადადგა პირველი ნაბიჟები ავიაციაში. 1957 დაამთავრა მფრინავთა ჩკალოვის I სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და მსახურობდა წითელდროშოვანი ჩრდილოეთის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის ნაწილებში. 1960 წელს გაგარინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მამაცი გამანადგურებელი მფრინავი, ჩაირიცხა კოსმონავტთა რაზმში. 1968 წლის თებერვალში წარჩინებით დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია მოსკოვში.

გამოყენებულია ვიკიპედია.

აქვე მინდა ვნახოთ დოკუმენტური ფილმი სახელად “First Orbit”, რომლის პრემიერაც დღეს ანუ 2011 წლის 12 აპრილს გაიმართა:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ძველი სამედიცინო ინსტრუმენტები

DU