1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი V

სახლი, რომელშიაც ნატალია დევიძე ცხოვრობდა, სადღეღამისო თვალთვალქვეშ იქნა აყვანილი. ბალანჩივაძემ ისე გაანაწილა ოპერატიული მუშაკები, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა თავიდან აცილებული ყოფილიყო. სახლს ორი შესასვლელი ჰქონდა –სადარბაზო და ეზოდან.მეორე სართულის 2 ფანჯარა სხვა ქუჩაზე გადიოდა და გამორიცხული არ იყო, საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ფანჯრებით ესარგებლათ ბოროტმოქმედთ.
ეს მხარე ბურდულსა და ჩრდილელს ებარათ. პოლკოვნიკმა პირველად თავი შეიკავა ჩრდილელის კანდიდატურაზე, მაგრამ ბურდულმა, რომელიც ახლა ჯგუფის უფროსად იყო დანიშნული, თვითონვე დაბეჯითებით მოითხოვა ჩრდილელისთავის ჯგუფში ჩარიცხვა.
ჩიკვაიძის დაღუპვას ჩრდილელი ძალზე მტანჯველად განიცდიდა. პარტორგანიზაციის კრებაზე, სადაც მისი საკითხი რიგგარეშე მსჯელობის საგანად იქცა , კაპიტანს ერთი სიტყვითაც არ უმართლებია თავი, თვითონვე აღიარა შეცდომა. არც ის გაჰკვირვებია, რომ ოპერატიულმა მუშაკებმა დაუზოგავად გააკრიტიკეს და მისი მკაცრად დასჯა მოითხოვეს. იჯდა სირცხვილით იწვოდა და ღიმილით უსმენდა ამხანაგების მკაცრ სიტყვებს. იქ კი, სადღაც გულის კუნჭულში, მისდაუნებურად მაინც სწყინდა, რომ არავინ, არც ერთმა ამხანაგმა, არ ისურვა გამოსარჩლებოდა, ოდნავ მაინც გაემართლებინა მისი მოქმედება. ყველამ, ერთხმად, ყოყოჩად გამოაცხადა იგი. განსაკუთრებით გული ატკინა ბურდულმა,მისმა მეგობარმა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან.
– ჩრდილელი, – თქვა მან, – თავისთავში ზედმეტად დარწმუნებული კაცია, მას რატომღაც მიაჩნია, რომ სხვაზე მეტად ოპერატიულია და გამომძიებლის რაღაც ზებუნებრივი ნიჭით არის დაჯილდოვებული. თავბრუ დაასხა ორიოდე საქმის წარმატებით გამოძიებამ, თავი ლეკოკად წარმოუდგენია და ხშირად ანგარიშს არ უწევს ამხანაგების რჩევას. საბჭოთა გამომძიებლისთვის შეუფერებელია თვითდარწმუნება და ყოყოჩობა, ჩრდილელი კი ამ „სიკეთიდან„ თავისუფალი არ არის.
– ის, რაც მას მოუვიდა, შეცდომა როდია, არამედ ყოყოჩობის შედეგია. ტყუილად ცდილობდა ამხანაგი მინდელი თავის თავზე აეღო ჩრდილელის დანაშაული. როგორ, განა მილიციის ოპერატიულმა მუშაკმა, რომელიც თითქმის6 წელია საგამომძიებლო საქმიანობას ეწევა. ასეთი შეცდომა უნდა დაუშვას? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩრდილელმა გადაწყვიტა ყველასთვის გაესწრო „ოპერატიულობაში„ და ელვისებურად გაეხსნა ტყეშელაიძის მკვლელობი საქმე. ხოლო რა შედეგი მოჰყვა ამას, ჩვენ უკვე ვიცით. ის მკაცრად უნდა დაისაჯოს და ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს, რომ ყოყოჩობით საქმე არ გაკეთდება.
დიდი კამათის შემდეგ ბალანჩივაძის წინადადებით ჩრდილელს საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფის უფროსობიდანაც მოხსნეს.
კრებიდან გამოსულს ბურდული თითქმის პირად მტრად მიაჩნდა და თუმცა ძალზე ესიამოვნა, გაუკვირდა, როდესაც სწორედ ბურდულმა და არა სხვამ ითხოვა მისი ამ მეტად სერიოზულ ოპერაციაზე გაშვება.
ღამის 12 საათზე ბურდული და ჩრდილელი დევიძის სახლის წინ მდებარე ბარში ისხდნენ, ლუდს შეექცეოდნენ და საუბრობდნენ. ბარში თბილოდა, თამბაქოს ბოლი ბუღივით ტრიალებდა და ხანგამოშვებით გაღებულ კარებში ბოლქვა–ბოლქვად იჭრებოდა გარეთ. საკმაოდ ბევრ ხალხში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ ოპერმუშაკებს მაინც და მაინც არავინ არ აქცევდა ყურადღებას. კუთხის მაგიდასთან მოკალათებულნი თვალს არ აშორებდნენ დევიძის ბინის ჩაბნელებულ ფანჯრებს.
ღამის 11 საათზე ბარში ოთხი კარგად ჩაცმული ახალგაზრდა შემოვიდა. ხმაურით დაიკავეს შემაღლებული მაგიდა და კონიაკი, ლუდი და ცხელი ხინკალი დაუკვეთეს. ოფიცრებმა ძალაუნებურად ყურადღება მიაქციეს მხიარულ ახალგაზრდებს, რომლებიც მაგიდის ირგვლივ ფეხზე მდგარი ზედიზედ ცლიდნენ კონიაკის ჭიქებს და ლუდს აყოლებდნენ. მალე საკმაოდ შეხურდნენ და მთვრალი კაცის დამახასიათებელი დაუდევრობით ხმამაღლა საუბარი გამართეს.
– ბიჭებო, – დაიწყო მაღალმა, გამხდარმა ახალგაზრდამ, – მოდი ანზორის შესანდობარი დავლიოთ. ღმერთმა აცხონოს, თუ რაიმე არსებობს იმ ქვეყნად, მე რომ დღეს დედამისის საცოდაობა ვნახე, ზეზეურად გავთავდი კაცი.
– გაუმარჯოს, – უპასუხა მეორემ, – ხსოვნა იყოს საწყალი ანზორის.
ოთხივემ სულმოუთქმენლად გადაჰკრა.
– მაინც, ნეტავ ვინ მოჰკლა საწყალი ბიჭი? – იკითხა მესამემ.
– ვინ მოჰკლა, ეგ არ ვიცი, მაგრამ კლავას რომ გადააყოლა თავი , ეს ნაღდია. – უპასუხა პირველმა.
ბურდულმა და ჩრდილელმა ერთმანეთს გადახედეს, ყურადღება გაამახვილეს და არც კი შეუმჩნევიათ, როგორ წამოადგათ თავზე უფროსი ლეიტენანტი კურცხალია.
– ბარიდან გადით. გარეთ მინდელი გიცდით, ნელა ჩაილაპარაკა კურცხალიამ და შემდეგ ხმამაღლა შეეკითხა:
– შეიძლება ჩამოვჯდე?
– დაბრძანდით, ჩვენ უკვე მივდივართ, – უპასუხა ბურდულმა და წამოდგა.
ჩრდილელმა დანახარჯი გადაიხადა.
ოფიცრებმა ბარი დატოვეს.
კურცხალიამ ტოლჩა ლუდი დაუკვეთა. ნელ–ნელა წრუპავდა და შეუმჩნევლად ახალგაზრდებს ათვალიერებდა.
– კლავა რა შუაშია? – იკითხა ახალგაზრდამ.
– იმ შუაშია , რომ ფულით ვერ მოპირა, – უპასუხა პირველმა და განაგრძო: – ანზორა სიკვდილამდე ორი დღის წინ შემხვდა. დანა კბილს არ უხსნიდა.
– ვინ არის ეგ ვიღაცა კლავაა? – იკითხა მეოთხემ, დაბალმა შავგვრემანმა ახალგაზრდამ.
– ერთი რესტორნის ოფიციანტკაა.
– ლამაზია?
– ისე რა, ანზორა დელფინივით ჰყავდა გამოჭერილი, თვითონ თქვა,მე კლავას ვერ მოვშორდებიო.
– უყვარდა? – ისევ იკითხ დაბალმა.
– რა ვიცი, ალბათ უყვარდა, – მიუგო მეორემ და დაცლილი ჭიქები ისევ კონიაკით შეავსო, – დავლიოთ! – დაუმატა მანვე.
– მოიცა , დათო, მე მაინც ვერ გავიგე, რა დამოკიდებულება აქვს ამ ამბავს ანზორის მკვლელობასთან? – იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა მესამე ახალგაზრდამ.
– რა და, როდესაც ფული გჭირდება, სადმე უნდა იშოვო, უფულოდ კლავა ანზორას კი არა, მზეჭაბუკსაც არ იკარებს. ანზორას მისი სამყოფი ფული სად ჰქონდა. პოკერს თამაშობდა. ყოველთვის ხომ არ მოიგებდა, ჰოდა, ვინ იცის, რა მოხდა… გაგვიმარჯოს.
კვლავ შეავსეს ჭიქები.
– მე შენზე ნაწყენი ვარ, დათო, – შესცვალა საუბრის თემა შავი რატინის მოკლე პალტოში ჩაცმულმა ახალგაზრდამ.
– რა გაწყენინე? – გაუკვირდა თამადას.
– კიდევ მეკითხები?რატომ მომატყუილე ამ სამი დღის წინ და დამტოვე ქორწილში წაუსვლელი?
– აკი გითხარი…
– არაფერიც არ მითხარი. წეღან ანზორის პანაშვიდიდან რომ გამოვედით, იქაც გკითხე და სიტყვა ბანზე ამიგდე. რატომ არ მოხვედი?
– ხომ გითხარი, მანქანა გაფუჭდა–მეთქი.
– ჰოდა, ტყუილი მითხარი. კიარ გაგიფუჭდა, სადღაც იყავი.
– ღმკრთმანი არა, ზურაბ.
– როგორ თუ არა როცა მანქანა სახლში არ გყავდა და თვითონაც ორი დღე დაიკარგე, სად იყავი?
– მაგას კარგი დღე დაადგა შენი მოტყუებისათვის. გაიცინა დაბალმა.
– კარგი ახლა, – იწყინა თამადამ.
– მოიცა, დათო, დასამალი რა არის, – კვლავ გაიცინა დაბალმა და განაგრძო, – ვიღაც ძმაკაცს წაცყვა მგონი სამტრედიაში საქეიფოდ, ჰოდა კარგადაც ჟეჟეს და ორი დღე მანქანაც გზაში ჰყავდა დაყენებული.
– ჟეჟეს? – გაუკვირდა ზურაბს.
– მერე როგორ მანქანის ჩიხოლი სისხლით იყო შეღებილი, კიდევ კარგი, დედამისს არ გაუგია, გარეცხეს, – დაამთავრა დაბალმა და გადაიხარხარა.
– კარგი ერთი, მორჩი, – დათომ სავსე ჭიქა ასწია, მეგობრები ადღეგრძელა.
კურცხალია წამოდგა, ლუდის საფასური გადაიხადა, შემდეგ პაპიროსი ამოიღო, ხელში მოსრისა და ასანთი მოძებნა. ყველა ჯიბე მოიჩხრიკა, მაგრამ ვერ იპოვა. მთვრალებთან მივიდა, ზრდილობიანად სთხოვა პაპიროსს მომიკიდეთო. ახალგაზრდებმა კოლოფი მიაწოდეს, კურცხალიამ გაჰკრა, მოუკიდა.
– ერთი ჭიქა დაგვილიეთ, – შეეპატიჟა დათო.
– მობრძანდით, დაგვლოცეთ, – სთხოვეს სხვებმაც
– გმადლობთ, არ ვსვამ, – იუარა კურცხალიამ
– როგორ გეკადრებათ უარის თქმა, ქართველი კაცი არა ხართ? დაგვილიე ერთი ჭიქა, – კვლავ შეეპატიჟა დათო.
კურცხზალიამ განგებისად კიდევ უთხრა უარი. მაგრამ რომ აღარ მოეშვნენ, ჭიქა აიღო, ახალგაზრდები მოკლედ ადღეგრძელა და გადაჰკრა. მწველმა სითხემ საამო სითბო ჩაუღვარა სხეულში.
დაცლილი ჭიქა ხელმეორედ შეუვსეს. ზურაბმა ცხელი ხინკალი მიაწოდა.
კურცხალიამ მადლობა გადაუხადა, ჩამოართვა და მადიანად შეუდგა ჭამას.
– აბა ერთიც და კიდეც წამოგეწევი, კვლავ მიაწოდა სავსე ჭიქა თამადამ.
კურცხალიამ გადაჭრით იუარა, ღვიძლი მტკივა და მაწყენსო.
– რა ღვიძლი, რომელი გული, ხომ ხნდავ როგორ ყინავს. სახლამდე არც კი მიგყვება–წააქეზა დაბალმა.
– ვერა ძმაო, ვერ დავლევ, დილის შვიდ საათზე ქარხანაში უნდა ვიყო, დავთვრები და სამუშაოზე დამაგვიანდება, – იუარა უფროსმა ლეიტენანტმა.
– რა დროის ქარხანაზე ლაპარაკია. დიდი ამბავი ერთი საათით თუ დააგვიანე, – არ ეშვებოდა თამადა.
– მაშინ ლუდს დავლევ, – დათმობაზე წავიდა კურცხალია.
– არა კონიაკი დალიეთ. ლუდი დასაყოლებლად არის კარგი, – ჩაება დავაში მეორე.
კურცხალიამ მეორე ჭიქაც გადაკრა. შემდეგ ლუდის ტოლჩა აიღო, ცოტა მოსვა და ხინკალი დააყოლა.
– აი ასე! – კმაყოფილებით წარმოთქვა დათომ, – რა ქართველები ვართ, თუ ორი ჭიქა კონიაკიც ვეღარ დავლევთ, – შემდეგ ახალი ბოთლი გახსნა, მცირე ჭიქები შეავსო და ახალი სადღეგრძელო წამოიწყო…
ოციოდე წუთის შემდეგ ახალგაზრდებთან „დაძმობილებული„ კურცხალია ბარიდან გამოვიდა. მან უკვე იცოდა მოქეიფეთა ვინაობა. ბარის წინ გაჩერებული „პობედა„ შეათვალიერა. კარგად დაიხსომა ნომერი და ნელი ნაბიჯით წავიდა გაჩერებისაკენ, სადაც მინდელი და მილიციის ოფიცრები სხვებთან ერთად ტროლეიბუსს ელოდებოდნენ.
ქუჩაში ხალხის მოძრაობა შეთხელებულიყო. ყინავდა. ქვაფენილზე დარჩენილი თოვლი ელექტროშუქზე ქათქათებდა.
ტროლეიბუსი ჩამოდგა, მგზავრები ჩამოვიდნენ, მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს.
ოფიცრები ტროლეიბუსიდან ჩამოსულებში გაერივნენ, მინდელმა რამდენიმე სიტყვა უთხრა კურცხალიას და ტროლეიბუსში შევიდა. ქუჩაში დარჩენილებმა კარგად დაინახეს, როგორ ჩაჯდა სავარძელში გამომძიებელი. ხმაურით დაიკეტა კარები და კრიალა მანქანა დინჯად გაცურდა თოვლისაგან გაწმენდილ ქუჩაზე.
ოპერმუშაკებმა რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს, შემდეგ გვერდით ქუჩაში შეუხვიეს და გაჩერდნენ.
– ახალი ხომ არაფერია? – ჰკითხა კურცხალიამ და ამხანაგებს პაპიროსი მიაწოდა.
– არაფერი,ფანჯრები კვლავ ჩაბნელებულია, – ჩრდილელმა ასანთი გაკრა, პაპიროსს მოუკიდა და დაუმატა: – დაადგინე ვინ არიან?
– დავადგინე „დავმეგობრდით„ კიდეც თუმცა მათი გაცნობა კინაღამ დათრობად დამიჯდა. მე ხომ არა ვსვამ, აქ კი ორი ჭიქა კონიაკი ერთბაშად გამოვცვალე. ვინ იცის, რა გზით ნაშოვნი ფულებით ლოთაობენ, თანაც ქართველობით ამაყობენ და ვაჟკაცობას ჩემულობენ.
– აი, ჩვენ უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ. ომისაგან განადგურებული ქვეყანა ჩვენი სტუდენტობის წლებში უკვე აღდგენილი იყო. ხალხს აღარ უჭირდა, ყველაფერი იშოვებოდა, მაგრამ მეორე კოსტიუმი სწავლის დამთავრების წინ ძლივს შევიკერეთ. სოფლიდან გამოგზავნილ მჭადს ვაცხობდით და ხშირად სამი დღის ლობიოთიგაგვქონდა თავი. ესენი კი… ჩაცმაში მოდას წინ უსწრებენ. რესტორანში ქეიფობენ, „პობედებს„ დააქროლებენ… საიდან? აი ის, თამადა, ქალაქის მთავარი უნივერმაგის დირექტორის შვილია. გავიქაჩე, ერთ ბოთლ კონიაკს მეც ვიყიდი–მეთქი, თავი კინაღამ მოიკლა „ჩემს სუფრაზე კაპეიკს ვერავინ დახარჯავსო„, თქვა ამაყად, ცხადია,მამამისი ხელფასით არ ცხოვრობს.
– ისინი ბარში დასტოვე? – შეაწყვეტინა ჩრდილელმა.
– ბარში, ძალზე მთვრალები არიან – „პობედა„ გარეთ უცდით, გამოვლენ, მიუჯდებიან საჭეს და კიდევ კარგია თუ არავინ იმსხვერპლეს. ვერ იქნა ვერ აღვკვეთეთ რესტორნების წინ მანქანების დგომა. ამის შესახებ პოლკოვნიკს უნდა მოვახსენოთ.
– საქმისათვის საჭირო გაიგე რამე? – იკითხა ბურდულმა.
– ჯერ ვერ გეტყვი. მე მათ მინდელის დავალებით ტყეშელაიძის სახლიდან გავყევი. იქ მანქანაზე ლაპარაკობდნენ რაღაცას. შემდეგ ბარში წასვლა გადაწყვიტეს. მინდელი დაინტერესდა მათი ვინაობით, მეც იმიტომ შემოვედი იქ.
– აინთო! – უეცრად წამოიძახა ჩრდილელმა და ხელი გაიშვირა. ბურდულმა და კურცხალიამ იქით გაიხედეს, საითაც ამხანაგი ანიშნებდა.
დევიძის ბინის იმ ოთახებში, რომლებიც ცოლ–ქმარ ზავიალოვებს ეჭირათ, შუქი კიაფობდა. ბურდულმა საათს დახედა, პირველი სრულდებოდა. ქუჩაში ბარის წინ ხმაური გაისმა, კურცხალიამ ფრთხილად გაიხედა. დათო და მისი მეგობრები სიცილ–ხარხარით მანქანაში სხდებოდნენ. მანქანის კარები მძლავრი ხმაურით მიხურეს და იმავე წამს თავბრუდამხვევი სისწრაფით ჩაიქროლა „პობედამ„.
– აბა მე წავედი, – აჩქარდა კურცხალია, – მანქანა შორს ვერ წავა. ხიდთან ინსპექტორს დაახვედრებს მინდელი, საბაბიც შესაფერისია დაკავებისათვის, მთვრალები უსხედან საჭეს, – უფროსი ლეიტენანტი ნისლივით გაქრა. ყრუ შესახვევში ორნი დარჩნენ.
– მაშ ასე, – ჩაილაპარაკა ბურდულმა, – დევიძის საიდუმლო მდგმურები ადგილზე არიან და ღამის პირველ საათზე იწყებენ „საქმიანობას„
– ახლა როგორ მოვიქცეთ? – იკითხა ჩრდილელმა.
– ველოდოთ. შენ აქ დარჩი, მე ბიჭებისაკენ გავივლი, გავაფრთხილებ. ახლა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ჭაღარასთან ან უკვე მოვიდა ვინმე, ან უნდა მივიდეს. შესაძლოა შუქი საამისო სიგნალიც იყოს, – უპასუხა ბურდულმა. შემდეგ მთავარი ქუჩა მოათვალიერა, პალტოს საყელო აიწია და მთვრალი კაცის დამახასიათებელი ნაბიჯით გასწია.
ჩრდილელს უნებურად გაეღიმა. ბურდული ისეთნაირად იქნევდა ტანს და ბარბაცებდა, რომ კინაღამ მასაც შეეპარა ეჭვი. შესმულმა ორმა ტოლჩა ლუდმა ხომ არ დაათროო.
ბურდული თვალს მოეფარა.
ქუჩაში გამვლელები აღარ ჩანდნენ. ხანგამოშვებით მსუბუქი მანქანა ან ტროლეიბუსი თუ ჩაიქროლებდა, მხოლოდ.
ღამე და ყინვა მეფობდა ქალაქში.
ჩრდილელმა პაპიროსი ამოიღო, პალტოს შიგენით დიდი სიფრთხილით მოუკიდა, შემდეგ ორთავე ხელის მუჭში მოიმწყვდია და მადიანად მოსწია.
თოვლის სითეთრე ღამეს ებრძოდა. ღამის ჩრდილში შეფარებული ჩრდილელი ისე აკვროდა ელექტრობოძს, ერთი შეხედვით მისი განუყოფელი ნაწილი ეგონებოდაგამვლელს. ის იდგა სიცივეში, ყინვაში, მთელი დღის ნაშრომი, დაღლილი, წუთები კი მძიმედ მიდიოდა ამ დაუსრულებელ ზამთრის ღამეში.

§ § §

დათო ქავჟარაძის დაკავების ამბავი როგორღაც დილითვე გაიგო ჩიკვაიძის დედამ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩხრეკის შედეგად ქავჟარაძის გარაჟში მანქანის სისხლიანიშალითები იქნა ნაპოვნი. ვიღაცამ გამწარებულ დედას ისიც ჩააწვეთა, ორი თვის წინ ქავჟარაძესა და ანზორს რომ ჩხუბი მოსვლოდათ და ნაცემი დათო მოკვლით დამუქრებია გამლახველს. ყოველივე ამან ისე გადარია, ისედაც სანახევროდ შეშლილი ქალი, რომ ორი მიცვალებულის ჭირისუფალი ქალები სისხამ დილით მილიციაში მივარდნენ.
– მიჩვენეთ მკვლელი! გამოათრიეთ ჩემი ოჯახის დამღუპველი, დამანახეთ, რომ კბილებით დავგლიჯო, თვალები ამოვკაწრო! – ცივი ხმით კიოდა ის.
ვერაფრით ვერ შეძლეს გაშმაგებული ქალის დაწყნარება, ანზორის დედას არაფრის გაგონება არ სურდა და დაჟინებით მოითხოვდა მკვლელის ნახვას, ხოლო ორთავე მკვლელობა რომ ქავჟარაძის მიერ იყო ჩადენილი, ამაში არ მას და არც თინა ტყეშელაიძეს ეჭვი აღარ ეპარებოდათ.
სამმართველოს პასუხისმგებელი მორიგე დააფრთხო ჩიკვაიძის დედის შემოტევამ. ქალმა არც კი მოუსმინა მის მუდარას, გამომძიებლის ან სამმართველოს უფროსის მოსვლას დალოდებოდა. უეცრად ღონემოცემული გააფრთებული ქალი ძუ ვეფხვივით ბრდღვინავდა და ქავჟარაძის დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვდა.
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მორიგე ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა გამომძიებლისათვის დაერეკა და სამმართველოში მოსვლა ეთხოვა.
ისედაც ღამენათევი მინდელი სასწრაფოდ მოვიდა. ძაძებში ჩაფლულ ქალებს დაუყვავა, ყველაფრის გარკვევას შეჰპირდა. გამომძიებლის მშვიდმა ტონმა უფრო გააცოფა ქალები.
– რის გამორკვევა, რა გამოძიება, მკვლელი, ორი კაცის მკვლელი გვიჩვენეთ, ჩვენი ხელით უნდა დავკლათ, ფრჩხილებით დავფლითოთ! – საშინელი ხმით კივოდნენ დები და თვალებიდან ღვლეფს ისროდნენ.
9 საათზე ხომერიკიც მოვიდა სამმართველოში, პროკურორმა და გამომძიებელმა ძლივს შეძლეს გაცოფებული ქალების ოდნავ დამშვიდება და სახლში გასტუმრება.
ის იყო ქალები გაიყვანეს, რომ ბალანჩივაძეც შემოვიდა. თანაგრძნობით შეხედა უძილობისა და ნერვიულობისაგან მოქანცულ მინდელს.
– დაიქანცე? – შეეკითხა ღიმილით.
მინდელმა რაღაც გაუგებრად ჩაიბურტყუნა. სამთავენი ბალანჩივაძის კაბინეტში შევიდნენ. პოლკოვნიკმა პალტო გაიხადა, კაჩხაზე მიკიდა, შემდეგ მეგობრულად მხარზე ხელი მიუთათუნა გამომძიებელს.
– რას იზამ, ძვირფასო ადამიანების ასე ტრაგიკულად დამკარგავ ქალებს ბევრი ეპატიებათ, უნდა მოუთმინოთ, არა გიორგი?
– ცხადია – დაუდასტურა ხომერიკმა.
– მესმის,პატივცემულო დავით,მაგრამ დამიჯერეთ, იმდენი შრომა, რაც მე მათ დასამშვიდებლად გავწიე, ორი საქმის გამოძიებას მაინც უდრის ბალანჩივაძემ გაიღიმა.
– მკვლელობაა, ძმაო. ორი მკვლელობა. ეს კი ქალს კი არა მრავალ ჭირგამოვლილ ვაჟკაცსაც დაუკარგავს გონს.
პოლკოვნიკმა პაპიროსის კოლოფი გახსნა, ერთი ცალი ამოიღო.
– მომკლა ამ ოხერმა, – ჩაილაპარაკა უგემურად და ასანთს მოუკიდა.
მინდელი მდუმარედ იდგა ფანჯარასთან.
– დაკითხე ქავჟარაძე? – შეეკითხა პოლკოვნიკი.
– არა წუხელ ძალზე მთვრალი იყო, დღეს კი… თქვენც ნახეთ, აქამდე ქალების დამშვიდებას მოვუნდი.
– მაშ დავკითხოთ.
პოლკოვნიკმა სერჟანტი გამოიძახა და ქავჟარაძის ამოყვანა უბრძანა. შემდეგ ტელეფონზე დარეკა.
– გრძელიძე ბრძანდებით? სალამი , ბატონო გივი! პოლკოვნიკი ბალანჩივაძე ვარ.
დიახ, გამოიცანით. ძალიან გვჭირდბით… 6 საათზე? კარგი, იყოს, გელოდებით!
კაბინეტის კარი გაიღო. თავდახრილი ქავჟარაძე უხერხულად აიტუზა კარებთან.
– ახლოს მოდით, დაჯექით! – უთხრა ხომერიკმა და კუთხეში მდგომ სკამზე ანიშნა.
ქავჟარაძე უხმოდ ჩამოჯდა.
ბალანჩივაძემ დაკვირვებით შეათვალიერა თავჩაღუნული ახალგაზრდა. წინაღამით ნაბახუსევს სახე შეშუპებოდა, თვალები ჩათლურჯებოდა, გაფითრებულ შუბლზე დაუვარცხნელი, გაწეწილი ქერა თმები ჩამოჟყროდა.
– დიდი ხანია მანქანა გაქვთ? – ჰკითხა მინდელმა.
ქავჟვრვძემ თავი ასწია.
– სამი წელიწადია, – უპასუხა უღიმღამოდ.
– რატომ ჯდებით მთვრალი საჭესთან? ქავჟარაძე დუმდა.
– სად იყავით წუხელ ბარში შესვლამდე? – განაგრძო მინდელმა.
– ანზორ ჩიკვაიძის პანაშვიდზე ვიყავი, – მიუგო წყნარად დათომ.
– იცნობდით ჩიკვაიძეს?
– დიახ, ვიცნობდი.
– როგორი დამოკიდებულება გქლნდა მასთან?
– ჩვეულებრივი, – უპასუხა განცვიფრებულმა ქავჟარაძემ.
– რაიმე უკმაყოფილება ხომ არ მოგსვლიათ?
– მე და ჩიკვაიძეს? – უფრო განცვიფრდა ქავჟარაძე – არა!
– რატომ სტყუით? – შენიშნა მინდელმა მკაცრად.
– ვსტყუი? მე არ ვსტყუი, მაგრამ რა კავშირი აქვს თქვენს კითხვებს ჩემს მიერ მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა უფრო განცვიფრებულმა პატიმარმა.
– მიპასუხეთ! კითხვებს აქ მე ვიძლევი.
– არავითარი უკმაყოფილება არ მქონია ჩიკვაიძესთან, – მიუგო ჯიუტად ქავჟარაძემ.
– ამ ორი თვის წინათ რატომ იჩხუბეთ?
პატიმარი აირია.
ვიჩხუბეთ… მერე რა რომ ვიჩხუბეთ. მაინც ამხანაგები ვიყავით, მტრები ხომ არა.
– კარგი, ასე იყოს, – დათანხმდა გამომძიებელი და განაგრძო: – აბა კარგად მოიგონეთ და მიპასუხეთ, სად იყავით თქვენი მანქანით ამაწლის 12 იანვარს?
– 12 იანვარს? თვალები გაუფართოვდა დათოს. – დიახ , თორმეტ და ცამეტ იანვარს! – დააზუსტა მინდელმა ქავჟარაძემ წამით იყუჩა.
– არ მახსოვს… –ჩაილაპარაკა გაუბედავად.
– უნდა გაიხსენოთ, თქვეს პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ქავჟარაძე გამომცდელად მიაჩერდა მინდელს, შემდეგ ჩუმად მყოფ ბალანჩივაძეს და ხომერიკს შეავლო თვალი და მიხვდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვა ამჟამად რაღაც წვრილმანი იყო და გამომძიებელს რაღაც სხვა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი აინტერესებდა.
– მიპასუხეთ!
– არ მახსოვს, ვერ მოვიგონე, – მიუგო დაფანტულად.
– კარგი, რატომ არის მანქანის შალითა სისხლით მოსვრილი?
ქავჟარაძე უეცრად გაფართოებულ თვალებში შიში ჩაუდგა.
– რა სისხლი! არავითარი სისხლი და საერთოდ…
– ჩვენ უკვე ვნახეთ, მოქალაქე ქავჟარაძე, – მკაცრად შეაწყვეტინა მინდელმა და დარეკა: – შემოიტანეთ წუხანდელი ჩხრეკის შედეგად ქავჟარაძის სახლიდან წამოღებული შალითა! – უბრძანა შემოსულ სერჟანტს.
პატიმარი მიცვალებულივით გაფითრდა, უენცრად დაუგრძელდა სახე და ხელები აუკანკალდა.
მინდელს არ გამოპარვია, რა გავლენაც მოახდინა პატიმარზე სისხლიანი შალითის ხსენებამ და გადაწყვიტა ესარგებლა ქავჟარაძის შეკრთომით.
– უარყოფას აზრი აღარ აქვს დათო, – დასძინა მტკიცედ ქავჟარაძე გამოერკვა.
– რა გინდათ ჩემთან? რას მაბრალებთ? – ჰკითხა შიშით და ცუდად დაფარული მძულვარებით.
– ჩვენ არაფერს გაბრალებთ. გვინდა გვითხრა, სად იყავით 12 და13 იანვარს ღამით, – მშვიდად შენიშნა მინდელმა.
– ამას თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, – უპასუხა მკვახედ.
გამომძიებელს ცივად გაეღიმა.
სერჟანტმა თოკი შეხსნა , გაშალა,ლამაზ დეკორატიულ ქსოვილს უხვად აჩნდა სისხლის ლაქები.
– თქვენია შალითა ? – შეეკითხა პრლკოვნიკი.
ქავჟარაძე დუმდა.
– შეხედეთ და გვიპასუხეთ! – სიმკაცრე დაეტყო პრლკოვნიკი.
პატიმარმა თავაუწევლად შუბლს ქვემოდან შეათვალიერა ქსოვილი.
– ჩემია, – ჩაიჩურჩულა წყნარად,
– ვისი სისხლით არის დასვრილი? – განაგრძო მინდელმა.
– არ ვიცი.
– როგორ თუ არ იცით ? – გაიკვირვა ბალანჩივაძემ ესე იგი არ იცით, ვისი სისხლით არისდასვრილი თქვენი მანქანის შალითა?
ქავჟარაძე კვლავ დუმდა.
– მიპასუხეთ! – ხმას აუწია პოლკოვნიკმა.
– არ ვიცი! – გაიმეორა ჯიუტად პატიმარმა.
– თავს ნუ ისულელებთ, ქავჟარაძე, თქვენთვისვე ჯობს სიმართლე თქვათ.
– აკი გითხარით, არ ვიცი – მეთქი, – გაიმეორა დათომდა უტეხად შეხედა ბალანჩივაძეს.
მინდელს ბრაზი მოერია, მაგრამ თავი შეიკავა პაპიროსს მოუკიდა.
– ქავჟარაძე, – ჟდაიწყო მან წყნარად, – თქვენ უნდა გესმოდეთ , რომ ეგ პასუხი არ არის, შალითა თქვენია ჩვენ ის წუხელ ჩხრეკის შედეგად ამოვიღეთ თქვენი სახლის სარდაფიდან, გესმით? სარდაფიდან და არა გარაჟიდან! და ის ვინც შალითა დამალა, დაინტერესებული იყო არავის ენახა მასზე სისხლის ლაქები!
– ეს სერიოზული სამხილია და თქვენც მისი უარყოფა არ შეგიძლიათ, – დასძინა ხომერიკმა.
ქავჟარაძე არ განძრეულა.
– არ გსურთ მიპასუხოთ?
– მე გითხარით, არ ვიცი სად დაისვარა შალითა.
– მანქანას თქვენს გარდა ატარებს ვინმე?
– დიახ მამაჩემი.
– 12 იანვარს მამათქვენს ჰყავდა მანქანა წაყვანილი?
– არა, არა! რას ამბობთ, მამაჩემმა არც კი იცის, თუ …
– არ დაამთავრა სათქმელი ქავჟარაძემ.
– თუ რა? დაამთავრეთ!
ქავჟარაძე შეყოყმანდა, მუდარით შეაჩერდა გამომძიებელს.
– თუ მე სახლში არ ვიყავი, – ამოღერღა ბოლოს.
– მაშ მოიგონეთ?, რომ სახლში არ იყავით? კარგია! ახლა სთქვით, სად იყავით? – კვლავ ძველ კითხვას დაუბრუნდა გამომძიებელი.
ქავჟარაძე წამით დუმდა, შემდეგ თავი ასწია. გაბედულად შეხედა გამომძიებელს.
– ვხედავ,რაღაცას მაბრალებთ, მაგრამ მე არ მეშინია, რადგან ვიცი, არავითარი ბოროტება არ ჩამიდენია. რაც შეეხება 12 იანვარს, გითხარით, რომ არ მახსოვს, მაგრამ თუ სადმე ვიყავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიჩხუბე და რაიმე დანაშაული ჩავიდინე.
მინდელი გააკვირვა ქავჟარაძის პასუხმა, მისმა ტონმა. „დამნაშავეა თუ არა?„ – გაუელვა ფიქრმა და გამომცდელად, ჩაციებით მიაჩერდა პატიმარს.
ქავჟარაძეს პირველმა შიშმა გაუარა. მშვიდად იჯდა სკამზე და ჯიუტად შეკრულ წარბებ ქვეშიდან გულმოსულად შეჰყურებდა გამომძიებელს.
– ასე ფონს ვერ გახვალთ, ქავჟარაძე, – დაარღვია დუმილი გამომძიებელმა, – თქვენ არ გინდათ თქვათ სად იყავით 12–13 იანვარს ღამით, არ გინდათ თქვათ, რა ვითარებაში დაისვარა სისხლით თქვენი მანქანა, სისხლიანი შალითა სარდაფში დამალეთ. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სწორედ თქვენს მიერ არის ჩადენილი დანაშაული.
– რა დანაშაული? – ბრაზიანად ჩაიხიხინა ქავჟარაძემ.
– მკვლელობა! – ცივად მოჰკვეთა მინდელმა.
– მკვლელობაა?! ვისი მკვლელობა? – ძლივს ამოილაპარაკა დათომ.
– ჩიკვაიძის,ანზორ ჩიკვაიძის მკვლელობა, – განუმარტა პოლკოვნიკმა.
ქავჟარაძე ელდანაცემი წამოიჭრა სკამიდან, გაფითრდა. შემდეგ უეცრად მოწოლილმა სისხლმა წითელი ლაქებით აუფორაჯა მოგოძო სახე, ციებიანივით აუცახცახდა ნიკაპი.
– თქვენ… თქვენ გაგიჟდით თუ ხუმრობთ? – იყვირა გაშმაგებით.
– აქ სახუმარო ადგილი როდია, – შენიშნა პოლკოვნიკმა.
ქავჟარაძემ უაზროდ შეხედა ორთავეს. გამომძიებლისა და პოლკოვნიკის ცივმა, მოღუშულმა გამოხედვამ დაარწმუნა დაკავებული, რომ არავითარ ხუმრობას ადგილი არ ჰქონდა და, მოცელილივით დაეცა სკამზე.
– დედა! ვაიმე, დედა! – დაიგმინა მან და ხმამაღლა ატირდა.
მინდელმა და ბალანჩივაძემ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ დათოს მიაპყრეს მზერა, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო და მხრები უცახცახებდა.
კაბინეტში გამეფებულ დუმილს ქავჟარაძის ზლუქუნი არღვევდა მხოლოდ.
ასე გავიდა რამოდენიმე წუთი.
ქავჟარაძე ოდნავ დამშვიდდა, თავი ასწია,ცრემლიანი თვალებით გამომძიებელს მიაჩერდა.
მინდელი დუმდა და ელოდა როდის ალაპარაკდებოდა იგი.
– ბატონო, გამომძიებელო მე… მე არ მეგონა, გეფიცებით… მწამდა რომ მეხუმრებოდით. მე მკვლელი? როგორ იფიქრეთ…
– სად იყავით 12 იანვარს ღამით? – გააწყვეტინა მინდელმა.
– ვიყავი სხვაგან, ვიყავი, მაგრამ მანქანა… თან არ მყოლია… ის სხვას ვათხოვე.
– ვის ათხოვეთ?
– არ ვიცი ესე იგი გვარი არ ვიცი, ვახტანგის ეძახიან, სახეზე ვიცნობ, – ამოილუღლუღა ქავჟარაძემ.
– მანქანა უცნობს ათხოვეთ? – იჭვნეულად შეეკითხა გამომძიებელი.
– გეფიცებით, ნამდვილად უცნობს ვათხოვე, ორი დღით სამტრედიაში იყო წასული, დამიჯერეთ.
– რატომ ათხოვეთ?
– გეტყვით ყველაფერს, გეტყვით. ვახტანგის ფული მემართა 1000 მანეთი, ჰოდა უარი ვერ ვუთხარი, მითხრა თუ მანქანას მათხოვებ, ვალს გადახდილად ჩაგითვლიო და…
– დაუჯერებელს ლაპარაკობთ, ქავჟარაძე! უცნობს მანქანა ათხოვეთ, უცნობისაგან ფული ისესხეთ, ისიც ამოდენა თანხა. გესმით რა სისულელეა?
– მე, მე არ მისესხებია… ეს ფული ისა… წავაგე… ზარში წავაგე… – ამოღერღა მან.
მინდელი გამომცდელად მიაჩერდა.
– წააგეთ? როდის წააგეთ?
– ზაფხულში… თბილისში. შემთხვევით გადავეყარე. მას შემდეგ ახლოს არ გავკარებივარ თამაშს. დასანახად შემძულდა კამათლები. შევპირდი ფულს ჩავუტანდი. ვერ ვიშოვე, შიშით თბილისში ვერ ჩავდიოდი. 10 იანვარს მოულოდნელად აქ, ქუთაისში, გადავეყარე, შემეშინდა, უარი ვერ ვუთხარი. დამიჯერეთ სიმართლეს გეუბნებით.
– ვინ იცის, რომ მანქანა გაანათხოვრეთ?
– არავინ, არვისთვის მითქვამს. სახლიდანაც იმიტომ წავედი, რომ მანქანის განათხოვრება არ გაეგოთ.
– სად არის ახლა ის ვიღაც ვახტანგი? – ჩაერია პოლკოვნიკი.
– არ ვიცი, ალბათ თბილისში. მე ასე მითხრა, თბილისში მივდივარო ამაღამ.
– როდის გითხრათ?
– 13 იანვარს, როცა მანქანა მოიყვანა.
– ვინ არის ვახტანგი და რა საქმიანობას ეწევა?
– არ ვიცი, არაფერ არ ვიცი. შემთხვევით შევხვდი,სახეზე ვიცნობ მხოლოდ, არაფერი ვიცი მის შესახებ.
– სად გაასისხლიანეთ მანქანა?
– მე არა, დილით ვნახე, რომ შალითა სისხლიანი იყო,შემეშინდა, არავინ გაიგოს–მეთქი, იმიტომ დავმალე,რას ვიფიქრებდი თუ…
– გრძელიძეს იცნობთ? – ახალი კითხვა დასვა მინდელმა.
– ვინ გრძელიძეს?…
– ქირურგს.
– არ ვიცი ვინ არის.
– ნატალია დევიძეს?
– არც მას.
– კარგი, ამჟამად კმარა. გაიყვანეთ! – უბრძანა მინდელმა ზარის ხმაზე შემოსულ სერჟანტს.
ქავჟარაძე წამოდგა, მუდარით შეხედა გამომძიებელს.
– მე… მე თავისუფალი ვარ? შეიძლება სახლში წავიდე? – იკითხა ჩავარდნილი ხმით.
– მინდელმა გაკვირვებით შეხედა
– ის, რაც თქვენ მიამბეთ, ჯერჯერობით მხოლოდ უაზრო ზღაპარს ჰგავს. ვიდრე არ შევამოწმებთ, აქ დარჩებით, გაჰყევით.
მინდელი, ხომერიკი და ბალანჩივაძე მარტოდ დარჩნენ.
– რას იტყვით, ლევან? – დაარღვია დუმილი პოლკოვნიკმა.
– ჯერ ვერაფერს, ვნახოთ რას გვეტყვის ქავჟარაძე შემდეგ დაკითხვაზე. თუ ყველაფერი ის, რაც მან ახლა გვიჩვენა მოგონილია, მე კი მგონია, მართლაც მოგონილია, შემდეგ ჩვენებაში იოლად აერევა დეტალები. ორ–სამ დღეში მის პიროვნებას შევისწავლი, სხვა საკითხებსაც გავარკვევ. ახლა კი, უნდა გითხრათ, საქმის ყველა მონაცემი მის წინააღმდეგ ლაპარაკობს. ეჭვს არ იწვევს, რომ ამ მანქანით წაიყვანეს ბოროტმომქმედებმა დაჭრილი ბანდიტი, სისხლიც უთუოდ მისია, ამავე მანქანით არის გატაცებული გრძელიძე, ალბათ თვითონაც ამოიცნობს. მე კი წუხელ ღამითვე შევამოწმე ქავჟარაძის მანქანის უკანა სავარძლის მარცხენა კუთხის ზამბარა დაზიანებული აქვს. ახლა მთავარია, რას გვეტყვის თვითონ გრძელიძე. არა მანქანის ამოცნობაზე, ამაში ეჭვი არ მეპარება, თვით ქავჟარაძის შესახებ. საჭესთან მჯდომი დამნაშავის გარეგნობა, რაც გრძელიძემ აგვიწერა, ნაწილობრივ ემთხვევა ქავჟარაძის ნიშნებს. ასე რომ, ჯერჯერობით ფაქტები ქავჟარაძის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს.
პოლკოვნიკი ჩაფიქრდა.
– თქვენ მართალი ხართ, შეკრებილი სამხილები ქავჟარაძის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბრალდება თითქმის დამტკიცებულია, მაგრამ მისი ქცევა…
– ქავჟარაძის ჩვენება რაღაც უაზრო ზღაპარს ჰგავს, – დაფიქრებით წარმოთქვა ხომერიკმა. – შემდეგ… სისლიანი შალითა, გრძელიძის მოტაცება, სავარძლის დაზიანებული ზამბარა–ყველა ეს, დანაშაულის დამადასტურებელი რგოლია. თუ გრძელიძემ მანქანა ამოიცნო, ქავჟარაძის დაპატიმრება მოგვიწევს
– უსათუოდ –ფიქრიანად დაუდასტურა გამომძიებელმა.
კაბინეტის კარები გაიღო, ზღურბლზე ბურდული გამოჩნდა.
– შეიძლება? – იკითხა მორიდებით.
– შემოდით, შემოდით! – პოლკოვნიკი წამოდგა, ბურდულს ხელი ჩამოართვა.
– როგორაა საქმე? – ჰკითხა ღიმილით.
– კარგად,ამხანაგო პოლკოვნიკო.
ბურდული სხვებსაც მიესალმა და მაგიდასთან შეჩერდა.
– დაჯექით! – შეეპატიჟა პოლკოვნიკი, – დაჯეგით და გვიამბეთ, როგორ გაიარა ღამემ.
– როგორც ნაბრძანები გვქონდა, – დაიწყო ბურდულმა, – ჩვენ დევიძის სახლზე სამი მხრიდან დავაწესეთ თვალთვალი. თვითოეულ საგუშაგოზე ორი ამხანაგი მივამაგრე. ერთ–ერთ პუნქტად, თქვენი რჩევით, ამხანაგო პოლკოვნიკო, ლუდის ბარი გამოვიყენეთ, სითბოშიც ვიყავით და ჩვენს საქმესაც შეუმჩნევლად ვაკეთებდით. მაგრამ, – ბურდულმა ღიმილით გადახედა მინდელს, – ლევანმა მალე გამოგვაბრძანა იქიდან. ერთ ხანს გაჩერებასთან ვიდექით, როგორც ტროლეიბუსის მომლოდინე მგზავრები, შემდეგ, როდესაც მინდელი წამოვიდა და ქუჩაშიც ხალხის მოძრაობა შემცირდა, იქვე ჩიხში შევედით. ზუსტად პირველ საათზე ზავიალოვების ოთახებში ელექტროშუქი აინთო. ჩრდილელი ჩიხში დავტოვე. მე კი დანარჩენები გავაფრთხილე შუქის ანთების შესახებ და ჩემს ადგილზე დავბრუნდი. ასე გავათენეთ მთელი ღამე. დევიძის სახლიდან არავინ გამოსულა. არც იქით წვევია ვინმე, – დაამთავრა ბურდულმა.
– შუქი დიდხანს ენთო? – იკითხა პოლკოვნიკმა.
– ზუსტად 40 წუთი. შემდეგ ჩაქრა და აღარ ანთებულა.
– დარწმუნებული ხართ, რომ სინათლე ზავიალოვების ოთახიდან გამოდიოდა?
– სავსებით,ამხანაგო ლევან. დევიძის სახლის ჩიხისაკენ 5 ფანჯარა აქვს, აქედან უკანასკნელი სამი ფანჯარა ზავიალოვების ოთახებისაა. სწორედ აქ აენთო შუქი. წინა ორ ფანჯარაში კი სინათლე დაღამებიდანვე იყო ანთებული, – განმარტა ბურდულმა.
– კეთილი , მაგრამ იქნებ გამოგეპარათ რაიმე, იქნებ ვერ შეამჩნიეთ მომსვლელი ან წამსვლელი? – ბალანჩივაძემ გამომცდელად შეხედა ბურდულს.
– არა, ამხანაგო პოლკოვნიკო, სახლის ყველა მისასვლელი ჩვენ განუწყვეტელ თვალთვალიში იმყოფებოდა. სათვალთვალო პუნქტები საიმედო ადგილზე ჯერ კიდევ დღისით შევარჩიეთ. არც ეზოდან, არც სადარბაზო შესასვლელიდან დევიძის სახლში არავინ შესულა, არც იქიდან გამოსულა ვინმე, – მტკიცედ უპასუხა.
– სინათლის ანთების შემდეგ არც ვინმე შეჩერებულა დევიძის სახლთან?
– არავინ! მხოლოდ პირველ საათსა და 40 წუთზე ვიღაც კაცმა ჩაიარა, მაგრამ ის იქვე მეორე სახლის ეზოში შევიდა, ალბათ იქ ცხოვრობს.
პოლკოვნიკს გაეღიმა.
– ეგ „კაცი„ უეჭველად დევიძეს ესტუმრა, უდავოა სინათლე სიგნალი იყო, რომ მისვლა უხიფათოა. ჭაღარამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა, რომ გამოცდილ დამნაშავეებთან გვაქვს საქმე.
– ესე იგი ბანდიტებმა უკვე იციან, რომ ვუთვალთვალებთ? – შეშფოთდა ბურდული.
– არა, – კვლავ გაიღიმა პოლკოვნიკმა, – ეგ გამორიცხულია. უცნობს რომ ოდნავ ეჭვიც შეპარვოდა, სათოფედაც არ მიუახლოვდებოდა დევიძის სახლს. მან მხოლოდ სიფრთხილე გამოიჩინა და დევიძის სახლში შესვლა მეზობლის ეზოს წინასწარ შეგულვებულ ადგილიდან აირჩია. თუმცა ეგ არაფერი, – განაგრძო პოლკოვნიკმა, რაკი შეამჩნია, რომ ბურდული დანაღვლიანდა, – კიდეც რომ გაგეთვალისწინებინათ ის, რაც ვერ შეამჩნიეთ, ამით არაფერი შეიცვლებოდა. თქვენ ხომ ის გქონდათ ნაბრძანები, სახლიდან გამოსული დაგეკავებინათ, სახლშიკი დაუბრკოლებლად გაგეტარებინათ ყველა მიმსვლელი.
– დიახ, მაგრამ… მაინც…
– არავითარი მაინც… თუ ის უცნობი დევიძის სახლში მივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფთ კიდევ ერთი ბოროტმომქმედი შეემატათ. პატიოსანი კაცი სხვის ეზოზე ქურდულად გავლით არ მიდის სტუმრად მაშასადამე, მაშასადამე ხაფანგში ერთი ვირთხით მეტი შევიდა. ახლა სათაგურის კარი ისე უნდა დაიკეტოს, რომ ვირთხები ყველანი შიგ აღმოჩნდენ. ამისათვის კი საჭიროა ეს საიდუმლო სავალიც ჩვენი თვალთვალის ქვეშ მოექცეს. იქ, სადაც შესვლა შეიძლება, გამოსვლაც არ არის შეუძლებელი. გასაგებია?
– დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო!
– კეთილი,სხვები სად სრიან?
– ყველანი აქ არიან, ამხანაგო უფროსო.
– რომელ საათზე შეგცვალეს?
– 8 საათზე
– ვინ უთვალთვალებს ახლა დევიძის სახლს?
– დავიდოვი, ჟორჟოლიანი, ჩაფიძე და ჭანტურია. დღისით მეტი არ არის საჭირო,რადგან ერთმანეთთან კავშირი აქვთ.
– დევიძე სახლშია?
– ალბათ, გუშინ ის არ მუშაობდა. ჩვენს შეცვლამდე სახლიდან არ გამოსულა, ხოლო თუ გამოვა, როგორც ნაბრძანებია „გააცილებენ„
პოლკოვნიკმა საათს დახედა.
– კეთილი, – წარმოთქვა მან, – ახლა 12 საათია. ვინც წუხელ მორიგეობდით, შეგიძლიათ წახვიდეთ, დაისვენოთ, 4 საათზე კი აქ იყავით. საღამოს ალბათ ყველა ჩვენგანს საკმაო სამუშაო ექნება.
– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკოვნიკო.
ბურდული სხარტად გატრიალდა და კაბინეტიდან გავიდა.
პოლკოვნიკი წამოდგა.
– მაშ ასე ჩემო ლევან, – გაიღიმა მან, – რკალი თანდათან ვიწროვდება, კიდევ ცოტა და საშუალება გვექნება პირისპირ ვესაუბროთ ზოგიერთებს.
მინდელმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, რადგან გარეთ, მოსაცდელში რაღაც ხმაური ატყდა.
– ალბათ ისევ ჩიკვაიძის დედაა – წაილაპარაკა ხომერიკმა.
– არა მგონია, – უპასუხა ბალანჩივაძემ და ყური მიუგდო.
ხმაური გაძლიერდა.
„უფროსთან გიჩივლებ, ნახავ თუ გაგივა შარი პატიოსან…„ – გარკვევით გაიგონა ორთავემ, მაგრამ დანარჩენი სიტყვები ვეღარ გაარჩიეს, რადგან კარი გაიღო და კაბინეტში ლეიტენანტი ჭანტურია შემოვიდა.
– ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, – მიმართა პოლკოვნიკს
– რაშია საქმე, ვინ ყვიროდა? – შეეკითხა პოლკოვნიკი.
– ახლავე მოგახსენებთ.
– როგორც თქვენთვის ცნობილია, დევიძის სახლის თვალთვალი დილის 8 საათიდან ჩემს ჯგუფს დაევალა. 9 საათსა და 45 წუთზე დევიძე სახლიდან გამოვიდა მე ჩაფიძეს, შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურამდე უნდა მიგვეცილებინა იგი, გავყევით.
დევიძე რუსთაველის ქუჩაზე ტროლეიბუსში ჩაჯდა, ჩვენც მის უკან თავისუფალ სავარძელში მოთავსდით. კიროვის ქუჩაზე ნატალია ტროლეიბუსიდან ჩამოვიდა და იქვე ქუჩის მარჯვენა მხარეს გასტრონომიულ მაღაზიაში შევიდა. ნახევარი კილოგრამი ძეხვი და ერთი ბოთლი არაყი იყიდა.
ჩვენ ორ გარემოებას მივაქციეთ ყურადღება. თუმცა სალაროსთან არავინ იყო, დევიძემ ჩეკი რატომღაც არ აიღო, პირდაპირ ძეხვეულის სექციას მიადგა და გამყიდველ ქალს შეეკითხა იოსკა ხოტოველი თუ მუშაობსო. ახლავეო, უპასუხა ქალმა. შემდეგ ხმამაღლა გასძახა: „იოსებ!„ „აქა ვარ!„ – მოისმა ხმა მაღაზიის შიგა სათავსოდან და ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც მაღალი, მწითური კაცი გამოვიდა.
„რა იყო? – იკითხა მან.
„თქვენ გკითხულობენ„. – ქალმა თვალით უჩვენა დევიძეზე.
„რა გნებავთ ქალბატონო? –– დავადგინე „დავმეგობრდით„ კიდეც თუმცა მათი გაცნობა კინაღამ დათრობად დამიჯდა. მე ხომ არა ვსვამ, აქ კი ორი ჭიქა კონიაკი ერთბაშად გამოვცვალე. ვინ იცის, რა გზით ნაშოვნი ფულებით ლოთაობენ, თანაც ქართველობით ამაყობენ და ვაჟკაცობას ჩემულობენ.დევიძის ბინის იმ ოთახებში, რომლებიც ცოლ–ქმარ ზავიალოვებს ეჭირათ, შუქი კიაფობდა. ბურდულმა საათს დახედა, პირველი სრულდებოდა. ქუჩაში ბარის წინ ხმაური გაისმა, კურცხალიამ ფრთხილად გაიხედა. დათო და მისი მეგობრები სიცილ–ხარხარით მანქანაში სხდებოდნენ. მანქანის კარები მძლავრი ხმაურით მიხურეს და იმავე წამს თავბრუდამხვევი სისწრაფით ჩაიქროლა „პობედამ„. მიუბრუნდა იოსები შემოსულს.
„ნახევარი კილოგრამი ახოტნიჩი კალბასი და ერთი ბოთლი არაყი გთხოვათ ვახტანგმა.„
„ახოტნიჩი ახლა არა გვაქვს, სხვას მოგართმევთ, არაყს კი გაგატანთ„
„რა გაეწყობა„ – მიუგო ქალმა, საფულე გახსნა, 50 მანეთიანი ამოიღო და გაუწოდა.
იოსებმა დაკვირვებით დახედა ფულს, შემდეგ ჯიბეში ჩაიდო, მარჯვედ შეახვია არყის ბოთლი ქაღალდში და ვიდრეგადასცემდა, ზრდილობიანად იკითხა:
„ძეხვი ქუთაისის ნაწარმი მოგართვათ თუ…„
„წყალტუბოსი, უსათუოდ წყალტუბოსი, ასე გთხოვათ ვახტანგმა„, – არ დაამთავრებინა ქალმა.
„კეთილი ჩემთვის სულ ერთია„ – მიუგო გამყიდველმა. შემდეგ თაროდან ძეხვი გადმოიღო, ასწონა და ისიც ქაღალდში გაახვია. ხურდა არ დაუბრუნებია, არც დევიძეს მოუთხოვია. შეხვეული ჩამოართვა და მაღაზიიდან გავიდა.
დაყოვნება არ შეიძლებოდა, ჩაფიძემ დევიძე გააცილა. როგორც კი ისინი მაღაზიას საკმაო მანძილით დაშორდნენ, გადავწყვიტე მემოქმედნა. იმ წუთში გამოვაცხადე ხოტოველს, იოსკა ამ გვარს ატარებს და ბრალი დავდე მომხმარებლის მოტყუებაში. გამყიდველმა ერთი ამბავი დამითია, როგორ მიბედავთ, ან მოტყუილებული სად არისო. მე აქტის შედგენა დავაპირე, მან კი საბუთი მომთხოვა. ვუთხარი მასწავლებელი და საზოგადო კონტროლი ვარ – მეთქი. ყვიროდა, ერთი ვნახოთ, სადაური რევიზორი ხარო, თან უკვე მოგროვილ ხალხს შესჩიოდა, უყურეთ, რა დილის შარი გამომეცხადაო.
ხალხმაც მას დაუჭირა მხარი, რადგან დაზარალებული არ ჩანდა. ერთ სიტყვით ვერ აღმოვჩნდი კარგ მდგომარეობაში. ჩემთვის მთავარი ის იყო, ხოტოველი ერთი წუთით მარტო არ დამეტოვებინა, შემდეგ გვიანღა იქნებოდა. საბედნიეროდ, მაღაზიაში მილიციელი ჯიბლაძე შემოვიდა. ვანიშნე არ გაემჟღავნებინა ჩემი ვინაობა, გამიგო და ორთავენი მილიციაში წამოგვიყვანა. აქ კი, მორიგემ ჩემი თხოვნით იოსებს ყველა ფული, რაც გააჩნდა, საბუთებთან ერთად, ჩამოართვა, თვითონ ხოტოველი კი მდგომარეობის გარკვევამდე მოსაცდელ ოთახში გააჩერა, მაგრამ არ მოიცადა,თქვენთან გამოიქცა. ძლივს დააკავეს სერჟანტმა და მორიგემ.
ჭანტურიამ პოლკოვნიკის მაგიდაზე დააწყო საბუთები და ფული 200 მანეთი და 35 კაპიკი. შემდეგ ფულიდან ერთი ცალი 50 მანეთიანი გამოჰყო, პოლკოვნიკს გაუწოდა და დაუმატა: აი ეს ფული გადასცა დევიძემ გამყიდველს.
ბალანჩივაძემ ფული ჩამოართვა და ინტერესით დაუწყო დათვალიერება.
ჩვეულებრივი 50 მანეთიანი ბანკნოტი იყო, საკმაოდ ნახმარი, ცოტა შეცრეცილიც. მაგრამ პოლკოვნიკს ფულის ნამდვილობაში როდი შეეპარა ეჭვი, ის სულ სხვა რამემ დააინტერესა: 50 მანეთიანის ერთ კუთხეში ქიმიური ფანქრით ციფრები და ტირეები იყო აღნიშნული, იქვე სახელიც იყო მიწერილი.„ 407–16/1/10 таниа-„.
ბალანჩივაძემ გულდასმით დაათვალიერა ბანკნოტი. შემდეგ საწერი მაგიდის უჯრიდან საშუალო ზომის გამადიდებელი შუშა ამოიღო და ახლა მისი საშუალებით დაუწყო სინჯვა, მაგრამ ფულს, გარდა ზემოაღნიშნულისა, არავითარი წარწერა არ ჰქონდა.
პოლკოვნიკმა 50 მანეთიანი და გამადიდებელი შუშა უსიტყვოდ გადასცა ხომერიკს. ახლა პროკურორმა და გამომძიებელმა დაუწყეს ფულს კირკიტი.
ბალანჩივაძე დუმდა.
დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ეს 50 მანეთიანი გადასცა დევიძემ გამყიდველს? – ჰკითხა მინდელმა ჭანტურიას და დაუმატა: – აქ კიდევ 3 ცალი 50 მანეთიანია.
– დარწმუნებული ვარ. ხოტოველმა დევიძისაგან მიღებული ფული შარვლის მარჯვენ ჯიბეში ჩაიდო, ამ ჯიბიდანვე ამოიღო სამორიგეოში, დანარჩენი კი, ხურდა ფულის გარდა, კოსტუმის გულისჯიბეში ჰქონდა.
– რატომ დაგაინტერესა ფულმა? – ჰკითხა ჭანტურიას ხომერიკმა.
– საქმე იმაშია, რომ დევიძის სახლთან რამდენიმე მაღაზიაა. ძეხვისა და არაყის ყიდვა იქაც შეიძლება, ნატალიას კი ამ მაღაზიებში არც კი შეუხედავს. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, დევიძემ ფული სალაროში კი არ გადაიხადა, სექციონერ ქალსაც არ თხოვა პროდუქტი, მაინცა და მაინც ამ იოსებისაგან ისურვა ყიდვა. ყოველივე ამან მაფიქრებინა , გამყიდველზე გადაცემული ფული რაღაც პირობით ნიშანს გამოხატავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატალია, თუ ის მართლაც სამსახურში მიდიოდა, გზას არ გაიმრუდებდა.
– სწორედ მოქცეულხართ, – შეაქო პოლკოვნიკმა, – აქ არის რაღაც და ის რაც თქვენ მოგვახსენეთ, უეჭველად ყურადღების ღირსია. შესაძლოა ეს ვიღაც იოსები, თუ იოსკა დაკავშირებული იყო ჭაღარასთან, თუმცა ამის დამადასტურებელი ჩვენ არაფერი გვაქვს, გარდა დევიძის ხოტოველთან მისვლისა და ამ ფულისა… ჯერჯერობით ეს წარწერაც ბევრს არაფერ ნიშნავს. ფულზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა წარწერები, ზოგი გვარს აწერს, ზოგიც სახელს. შეიძლება ესეც შემთხვევის ამბავია და არავითარ პირობით ნიშანს არ გამოხატავს, თუმცა ვინ იცის, აქ ქალის სახელი წერია.ექსპერტის დასკვნით კი ტყეშელაიძის სახლში ლურსმანზე შერჩენილი ძაფებიც ქალის ხელთათმანია…
– ეს ფული სხვა რამესაც გვეუბნება, – ხომერიკმა 50 მანეთიანი აიღო, დიდხანს სინჯავდა გამადიდებელი შუშით, – ხელწერა ქალის არ არის, არც ბავშვის. ასეთი წერა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ეს ერთი, მეორე, სახელი„ტანიას„ დამწერი რუსი არ არის. ამ ერთი სიტყვის დაწერაში ორი შეცდომაა დაშვებული, რაც მისი დამწერის რუსული ენის უცოდინარობაზე მიუთითებს.
– სწორია! – დაეთანხმა ბალანჩივაძე
– ყოველ შემთხვევაში, ფული მის პატრონს უნდა დავუბრუნოთ. ის ალბათ თვითონვე დაგვეხმარება ამ რთული რებუსის ამოხსნაში.
პოლკოვნიკმა ყურმილი აიღო, ლაბორატორიის გამგე გამოიძახა.
მალე კაბინეტში 23–25 წლის გამხდარი ქერათმიანი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა.
– ოთარ, – მიმართა პოლკოვნიკმა შემოსულს და ფული გაუწოდა, – ეს ორმოცდაათ მანეთიანი ქიმიურად დაამუშავე, ფოტო ასლიც გადაიღე და ერთ საათში შედეგი მომახსენე.
– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო, – ახალგაზრდამ ბანკნოტი გამოართვა და კაბინეტიდან გავიდა.
ბალანჩივაძემ ჭანტურიას მიერ მაგიდაზე ლდაწყობილი საბუთები გადაათვალიერა, შემდეგ ზარის ღილაკს დააჭირა თითი.
– გადაეცით მორიგეს, ჩემთან ამოიყვანოს სამორიგეოში მყოფი ხოტოველი, – თავაუღებლივ უბრძანა შემოსულ სერჟანტს.
ხუთიოდე წუთის შემდეგ განყოფილების პასუხისმგებელი მორიგე კაბინეტში მაღალი ტანის მწითურ მამაკაცს შემოუძღვა.
– დაჯექით! – მიმართა შემოსულს პოლკოვნიკმა, როგორც კი მორიგემ კარები გაიხურა.
ხოტოველი კაბინეტში ამდენ ხალხს არ ელოდა. ოდნავ აირია და უხერხულად, ცალი გვერდით ჩამოჯდა სკამზე შემდეგ ყველანი შეათვალიერა. მზერა ჭანტურიაზე შეაჩერა და უეცრად წამოხტა, იყვირა:
– უფროსო, მიშველე რამე, რა უნდათ, რას მერჩიან,ვისთვის რა დამიშავებია! არ მიქურდნია, არ მიყაჩაღნია,მოვიდა ეს ვიღაცაა, ხურდა დააკელიო, შარი მომდვა, აქტი უნდა შეგიდგინოვო. აბა ერთი მითხრას ვის დავაკელი, რა დავაკელი, ამნაირი შარი გაგიგონია? კაცს სამუშაო მიმატოვებინეს, მილიციაში მომიყვანეს. ახლა მემუქრება, დაგიჭირავო. საქმეა ეს? ძველი დრო ხომ არ არის, უდანაშაულო კაცი ციხეში ჩამაგდონ; ვეღარ გაიგო, ეს ვიღაცაა, უდანაშაულო კაცის დამჭერს, რო თითონვე იჭერენ? – სხაპასხუპით დაუშინა ხოტოველმა, შემდეგ ხომერიკისაკენ შებრუნდა და იმასაც ტყვიამფქვრევივით წააყარა: – ეს ჩემი შარის მომდები ძლივს მოვაყვანინე აქამდე მილიციას, წამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ მეც არ მოვეშვი, ხოდა , ახლა თქვენ იცოდეთ და კანონსამართალმა, ერთი ისე გააგებინეთ, რაც საჭიროა, რო სულ დაეკარგოს შარის მადა. გაგონილა?! ხურდა არ დაუბრუნეო… დააკელიო… ახლა ჩემი ბრალი ხო არ არის, მაგან მტყუანისა და მართალის გარჩევა არ იცოდეს და შარზე დადიოდეს, მე ხო…
– მოიცათ, მოქალაქე, – შეაწყვეტინა სიტყვა ბალანჩივაძემ აქაქანებულ ხოტოველს, – დაჯექით და დამშვიდდით, ყველაფერს გავარკვევთ, თუ უდანაშაულო ხართ, გაგიშვებთ. ჯერ გავარკვიოთ რაშია საქმე. ასე რომ ყვირით, ხომ არ გავიწყდებათ სადა ხართ?
– არა,უფროსო, არ მავიწყდება, მაგრამ გამწარებული ვარ. ახლა რო თქვენ არ იყოთ, ვინ იცის, კამერაში რამდენხანს შემინახამდენ, წადი მერე და უყარე კაკალი! მე რომ ერთი დღეც ჩამსვან, ერთი დღეც, ცოცხალი ვერ გადავრჩები, ავადმყოფი კაცი ვარ, გული მტკივა, გვერდები არ მივარგა, ღვიძლი გასიებული მაქვს, ფეხზე ძლივს ვდგავარ, რევმატიზმები მჭირს, – ისევ აქაქანდა ხოტოველი.
– დაჯექით–მეთქი! – სიმკაცრე დაეტყო პოლკოვნის ხმას, – აქ საექიმო კომისია როდია, ამდენი დაავადება რომ ჩამოთვალეთ, თუ ავად ხართ, ექიმს მიმართეთ, აქ სულ სხვა რამეზე ხართ მოყვანილი და უაზრო ყვირილი საჭირო არ არის.
ხოტოველი გაჩუმდა. მაგრამ სკამზე არ დაჯდა.
– დაჯექით! აკი ამბობთ, ავად ვარო. ფეხზე დგომა გავნებთ, არ ნერვიულობა მოგიხდებათ. ახლავე გავარკვევთ საკითხს, – დასძინა ხომერიკმა.
ხოტოველი დაჯდა.
– აბა, რაშია საქმე, რატომ დააკავეთ მოქალაქე?
– დღეს ვიღაც მოქალაქემ მაღასიაში ამ კაცისაგან არაყი და ძეხვი იყიდა, წონაშიც დააკლო და ფასიც ზედმეტი გადაახდევინა, მე იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვუყურე ყოველივეს, – განმარტა „მასწავლებელმა„
– ტყუილია! – წამოვარდა ისევ ხოტოველი, – არავისთვის არ დამიკლია არც წონაში და არც სხვა რამეში, რაც ერგებოდა, მივეცი. შარს მდებს, ტყუილა მღუპავს და ცოლშვილსაც მიღუპავს ეგ ამოსაწყვეტი.
– ვინ არის დაზარალებული? – შეეკითხა ჭანტურიას ხომერიკი.
– ხო, ვინ არი! აბა ერთი მოიყვანე, რომ ამ პატიოსან ხალხში თქვას, თუ რამე დავაკელი! – ისევ აყვირდა ხოტოველი, – სად არის, რატომ არ მოიყვანე უფროსთან?
– დაწყნარდით! – შეუტია ბალანჩივაძემ ხოტოველს და შემდეგ ჭანტურიას მიუბრუნდა: – დაზარალებული რა გვარია?
– არ ვიცი, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– როგორ თუ არ იცით? – გაუკვირდა პოლკოვნიკს, – ესე იგი გვარი არ იცით?
– არა, ამხანაგო პოლკოვნიკო, არც გვარი ვიცი, არც სახელი, არც მისამართი. არ მეგონა, თუ საჭირო იყო. მე ის არც კი შემიჩერებია მაღაზიაში, ხოტოველი კი უარს ვერ იტყვის, რომ ფასშიც დააკლო და წონაშიც.
– გადამრევს ე ვიღაცა არი! შარს მდებს და ახლა უფროსებსაც ატყუებს. თუ ხურდა არ მივეცი, ის თითონ არ მომთხოვდა? სასწორს არ უყურებდა, რო ვწონიდი? შენ იქ სულ არ ყოფილხარ, ძალად გინდა დამღუპო, მაგრამ ამნაირი უფროსები კი არა გვყავს ჩვენ, რო შარიან ხალხს დაუჯერონ და პატიოსანი ხალხი ციხეში ჩააგდონ, – შეუტია ხოტოველმა ჭანტურიას.
– ეგრე როგორ შეიძლება, ამხანაგო, დაზარალებული არ შეგიჩერებიათ, არ გიკითხავთ, რამდენი მიიღო ხურდა, ძეხვი არ აგიწონიათ. აბა, რაღაზე ადგენთ აქტს? – მკაცრად მიმართა ბალანჩივაძემ ჭანტურიას.
– აშენდა, უფროსო, შენი ოჯახი, დაუდგა შენ ცოლ–შვილს კაი წელიწადი! – გაუხარდა ხოტოველს.
– ხელს ნუ მიშლით! – გაწყრა პოლკოვნიკი.
– ბოდიში, უფროსო.
– მე არ მეგონა თუ ეს საჭირო იყო.
– როგორ თუ არ გეგონათ, თქვენ სად მუშაობთ ან აქტის შედგენის უფლება ვინ მოგცათ?
– მასწავლებლად ვმუშაობ, თან საზოგადო კონტროლიორი ვარ, – უპასუხა ჭანტურიამ.
– დიდი ხანია?
– არა სულ 10 დღეა. დღეს ამ ამბავს შემთხვევმთ წავაწყდი. არ მეგონა, თუ მყიდველი საჭირო იყო, თორემ წამოვიყვანდი. ხოტოველი კი ტყუის, განა ფული ჯიბეში არ აღმოაჩნდა?
– ჩემ ფულთან შენ რა ხელი გაქვს, შენთვის ხომ არ მომიპარავს. მე ჯიბეში 300 მანეთამდე მქონდა, მორიგემ თვითონ დათვალა, აბა, ყველა იმ ქალს ხომ გადავახდევინე?– ისევ აყვირდა ხლტლველი.
– ყველა არა,50 მანეთი კი ნამდვილად, და ის ფული ცალკე გქონდა ჯიბეში – წაუდგა პირში ჭანტურია.
– ეგ არაფერს არ ნიშნავს, ცალკე ჰქონდა თუ სხვა ფულთან ერთად, ასეთი რამ მეორედ არ მოგივიდეთ, – შეესიტყვა ჭანტურიას პროკურორი.
– ასეთი მონაცემებით ჩვენ ხალხს არ ვაპამტირებთ, ამხანაგო. რას გავს ეს? არც დაზარალებული, არც მოწმე! რა უფლება გქონდათ ასე მოქცეულიყავით? – უსაყვედურპ პოლკოვნიკმა ჭანტურიას.
– სწორია უფროსო, აშენდა შენი ოჯახი, – დაუდასტურა და დალოცა ხოტოველმა პოლკოვნიკი.
ბალანჩივაძეს გაეცინა, მზერა ხოტოველს მიაპყრო და წარმოთქვა:
– ამჯერად თქვენ თავისუფალი ხართ, მაგრამ ფრთხილად იყავით, პატიოსნად იმუშავეთ, თორემ აქტის სწორად შემდგენებიც გამოჩნდებიან და მაშინ ყვირილი და ლოცვა არ გიშველით, წადით, ფულსა და საბუთებს მორიგე გადმოგცემთ.
– გმადლობთ, უფროსო! იცოცხლეთ, უფროსო! კარგად იყავით, სულ რო ამნაირ შარიან ხალხს არ უჯერით და ერთი შეხედვით სცნობთ ჩემნაირ პატიოსან კაცს! – წამოხტა ხოტოველი სკამიდან.
– ჰო,კარგი, კარგი თავისუფალი ხართ. თქვენ კი ამხანაგო, ჯერ უნდა გაარკვიოთ, როგორ უნდა და შემდეგ ებრძოლეთ ვაჭრობის წესების დამრღვევთ. განა საამისო ინსტრუქტაჟი სავაჭრო განყოფილებაში არ მოგცეს?
– გასაგებია, ამხანაგო პროკურორო, – ჩაილაპარაკა ჭანტურიამ.
– შეიძლება, უფროსო, წავიდე? – იკითხა ხოტოველმა.
– წადით,მორიგეს ახლავე მივცემ განკარგულებას,დაგიბრუნოთ ფული და საბუთები.
– დიდი მადლობელი ვარ უფროსო. შენ რომ არ ყოფილიყავი ტყუილა მღუპავდა, მაგას დაუდგა შავი წელიწადი! მიაწყევლა ჭანტურიას და სწრაფად გავიდა კაბინეტიდან.
– ლოცვაც ბევრი დაგვიტოვა და წყევლაც, – გაიცინა ბალანჩივაძემ.
– აგრეთვე სამუცნობიანი ამოცანაც, – დაუმატა ხომერიკმა.
ყველას გაეცინა.
– ამოცანის ამოხსნაში ხოტოველი დაგვეხმარება, მაგრამ თუ ფულზე სხვა რამ არ აღმოჩნდა, გასაღები წარწერაში უნდა ვეძებოთ. მიაქციეთ ყურადღება? ხოტოველმა ერთხელაც არ ახსენა დევიძე ან მისი გამომგზავნი ვახტანგი. სხვა შემთხვევაში გამყიდველი თვითონვე დაასახელებდა ნაცნობ მყიდველს, მოითხოვდა მის მოყვანას, დაკითხვას და სწრაფად დაუმტკიცებდა „მასწავლებელ„ ჭანტურიას, რომ ფასფასები არ დაუმახინჯებია, არც წონაში მოუტყუებია მომხმარებელი.
– სწორია! კვერი დაუკრა მინდელმა, – ხოტოველმა არა თუ დაასახელა დევიძე, ისიც კი არ თქვა, რომ ნაცნობისაგან იყო გამოგზავნილი. ყოველივე ამის დაფიქრება და ღრმა ანალიზი ჭირდება დრო კი ცოტა გვაქვს, ბანდიტებს ყოველ წუთს შეუძლიათ დასტოვონ ბუნაგი.
– საშიში არაფერია. დევიძის სახლში მოკალათებული ბანდიტები ჩვენს ხელთ არიან და თუ რომელიმე მათგანმა ან ხოტოველმა არ მიგვიყვანა ახალ ბუნაგამდე, ჩვენ მათ სათითაოდ ავკრიფავთ; თუ ხოტოველი მათთან დაკავშირებულია და დევიძისაგან რაიმე დავალება მიიღო, მით უკეთესი, იგი ცხადია, შეეცდება დავალების შესრულებას და ამით კიდევ უფრო გაგვიადვილებს ბანდის ლიკვიდაციას, – უპასუხა პოლკოვნიკმა.
კაბინეტში მელოტი მაიორი შემოვიდა.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, თქვენი დავალება შესრულებულია, – მაიორმა სათვალე ამოიღო, მოირგო. შემდეგ საქაღალდე გახსნა და განაგრძო:გიორგაძე ალექსანდრე გაიოზის ძე ოთხჯერ არის ნასამართლევი კვალიფიციური ქურდობისათვის, უკანასკნელად ხუთი წლის წინათ ძარცვისათვის 15 წლის პატიმრობა აქვს შეფარდებული. სისხლის სამართლის დამნაშავეთა სამყაროში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და კვალიფიციურ დამნაშავეთა შორის დიდი გავლენით სარგებლობს. ამჟამად სასჯელს ჩვენი ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში შრომა–გასწორებითი კოლონიაში იხდის. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის ქუთაისის მკვიდრია, ექთანი, უკვე 12 წელია №1 საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობს. მასზე რაიმე კომპრმასალა არ მოგვეპოვება, წყნარ ცხოვრებას ეწევა; მისი შემოსავლის წყაროს ხელფასი და გაქირავებული ოთახების საფასური შეადგენს. საავადმყოფოს ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს.
– შეამოწმეთ მუშაობდა თუ არა 12 იანვარს ღამით? – შეეკითხა პოლკოვნიკი.
– დიახ, სწორედ ამიტომ შემაგვიანდა დავალების შესრულება რამდენიმე საათით. გამოირკვა, რომ დევიძემ 12 იანვარს საღამოს 6 საათზე დაამთავრა მუშაობა, მაგრამ ღამით კვლავ მისულა საავადმყოფოში. მე ვესაუბრე ღამის ცვლის ექთანს. მისი გადმოცემით, დევიძე საავადმყოფოში დაახლოებით ღამის სამ საათზე მისულა. მორიგე ექთანს ძლიერ გაჰკვირვებია ასე გვიან სტუმრობა, მაგრამ დევიძეს აუხსნია №4 პალატაში მძიმე ავადმყოფი, ჩემი შორეული ნათესავი წევსო და იმისი ამბავი უკითხავს. უთხოვნია კიდეც მისთვის გაეგო ავადმყოფის მდგომარეობა. მორიგეს თხოვნა შეუსრულებია, რის შემდეგ დევიძე საავადმყოფოდან წასულა.
– დიდხანს დარჩენილა საავადმყოფოში დევიძე? – იკითხა ხომერიკმა.
– დაახლოებით 10–15 წუთი, – უპასუხა მაიორმა და განაშრძო: ის მძიმე ავადმყოფი მართლაც მისი ნათესავია, მაგრამ დევიძე პალატაში არ შესულა. იქ მორიგე ექთანი გაუგზავნია, თვითონ კი სამორიგეოში დაუცდია.
– გასაგებია, დევიძემ მორიგე ექთანი ავადმყოფის დასახედავად გაგზავნა, თვითონ კი ისარგებლა მისი იქ არ ყოფნით და სისხლის გადასხმის აპარატი წამოიღო,ხოლო დილით ადრე უკანვე მიიტანა და შეუმჩნევად დასდო თავის ადგილზე, – დაასკვნა მინდელმა.
– სწორია, – დაეთანხმა პოლკოვნიკი, – მაგრამ აქედან კიდევ ერთი საინტერესო დასკვნაც უნდა გავაკეთოთ: დაჭრილი თუ ჭაღარა დევიძის ძალზე ახლობელი პიროვნება უნდა იყოს. სხვანაირად მათ დევიძე სახლში არ მიიღებდა და არც დანაშაულს დაფარავდა. ცხადია, მან იცის , ვინ არის მისი სტუმრები; ისიც იცის რომ ერთი მათგანი რაღაც ისეთ რამეზე დაიჭრა, რომლის გამხელაც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრუნებდა დაჭრილის საავადმყოფოში მოსათავსებლად. ეს უდავოა! ვფიქრობ აგრეთვე, მანვე მისცა ბანდიტებს ქირურგ გრძელიძის მისამართი, თუ რა თქმა უნდა, ერთ–ერთი მომტაცებელთაგანი ქუთაისელი არ არის.
– შეიძლება ბანდიტთაგან ერთი დევიძის მეუღლეა – ვარაუდი გამოთქვა ხომერიკმა.
– შეიძლება, – დაეთანხმა პილკოვნიკი და შემდეგ მაიორს მიუბრუნდა, – დღესვე გადაეცით დაშიფრული დეპეშა კოლონიას, შეამოწმეთ ადგილზე იმყოფება თუ არა პატიმარი გიორგაძე. გამორიცხული არ არის, რომ ის გაიქცა საპატიმროდან, ისევ ქუთაისს ეწვია და ამჟამად თავის სახლში არალეგალურად იმყოფება დაუყოვნებლივ ამოიღეთ კარტოტეკიდან გიორგაძის ფოტოსურათი. შესაძლებელია გრძელიძემ ამოიცნოს მასში ? ჭაღარა„, მით უმეტეს, ასეთი სტაჟის მქონე ქურდი–რეციდივისტი ახალგაზრდა არ უნდა იყოს. რამდენი წლისაა ახლა გიორგაძე?
მაიორმა თან მიტანილი ქაღალდები გადაფურცლა.
– გიორგაძე ამჟამად ორმოცდარვა წლის სრულდება.
– წლოვანება თითქმის ემთხვევა თითქმის გრძელიძის ვარაუდს, – დასძინა ხომერიკმა.
– აგრეთვე მოქმედების მეთოდიც. იშვიათად შეხვდები ისეთ დანაშაულს, სადაც ბოროტმოქმედი ასეთ მცირე კვალს ტოვებს, – დაუმატა მინდელმა.
ბალანჩივაძე სავარძლიდან წამოდგა, რამდენჯერმე დაფიქრებით გაიარა კაბინეტში.
– დღეს საღამოთი, – წარმოთქვა მან ცოტა ხნის შემდეგ, – რესპუბლიკის სამძებროგანყოფილების უფროსი,პოდპოლკოვნიკი ძიძიგური ჩამოვა, სამინისტროში მეტად შეშფოთებულნი არიან ამ ორი მკვლელობით. ჰო, მართლა, – მიუბრუნდა მაიორს, – სასტუმროს საკითხი მოაგვარეთ? უადგილედ არ დაგვრჩეს კაცი.
– მოგვარებულია, ამხანაგო უფროსო, ძიძიგურისათვის მესამე სართულზე 207–ე ნომერია დაჯავშნული.
– მაიორმა ფურცელი გაუწოდა.
– კეთილი, წადით და დაუყოვნებლივ შეასრულეთ დავალება! – პოლკოვნიკმა ქაღალდი ჩამოართვა და მაგიდის კუთხეში დასდო. მინდელმა მექანიკურად გადაავლო თვალი: „207–16/1„ – წაიკითხა.
მაიორი კაბინეტიდან გავიდა.
– ორასშვიდი, ორასშვიდი! – რამდენჯერმე გაიმეორა მინდელმა, შემდეგ უეცრად წამოვარდა სკამიდან, – დღეს რა რიცხვია? – იკითხა მოუთმენლად, – 15 იანვარია ხომ?
– რა მოგივიდათ? – განცვიფრდა პოლკოვნიკი.
მინდელს არაფერი გაუგონია კარებს ეცა და კაბინეტიდან გავარდა.
ბალანჩივაძემ გაკვირვებით გადახედა პროკურორს, ხომერიკმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მას თვითონაც ვერ აეხსნა, რა მოუვიდა მუდამ დინჯსა და აუჩქარებელ მინდელს ან რას მოასწავებდა მისგან რამდენჯერმე განმეორებული სიტყვები, მაგრამ ვიდრე რაიმეს იტყოდა, კაბინეტის კარებში კვლავ მინდელი შემოვარდა, რომელსაც ხელში ჯერ ისევ სველი ფოტოქაღალდი ეჭირა, თვალები სიხარულით უბრწყინავდა. უკან გაკვირვებული ლაბორატორიის გამგე მოსდევდა.
„როგორ იწერება რუსულად „ტანია„? – იკითხა მინდელმა კაბინეტში შესვლისთანავე.
– რას ქვია როგორ იწერება? – შეეკითხა განცვიფრებული ხომერიკი.
– მაპატიეთ, გიორგი ასლანიჩ, მაგრამ მე მგონი, აქ სწორად არ უნდა იყოს დაწერილი ეს სახელი, – აჩქარებით წარმოთქვა მინდელმა და სველი ფოტო ქაღალდი გაუწოდა.
– არაფერი მესმის, – წარბები შეიკრა ბალანჩივაძემ, – შენ რა ლევან, საკუთარ თავს რუსული ენის გრამატიკის ცოდნაში ცდი?
– თითქმის, დავით ილიჩ. მე მგონია, აქ შეცდომაა,უეჭველი შეცდომა.
– დავუშვათ, მერე რა?
– მერე ის, რომ სახელი რუსის დაწერილი არ არის, ხოლო დამწერი რუსული მართლწერის ცოდნით ვერ დაიკვეხნის.
– ეგ მე წეღანვე შევამჩნიე და კიდევაც გითხარით, მაგრამ ვერ გამიგია, რისი თქმა გსურს – ჩაურთო ხომერიკმა.
– ჯერ მეც არ ვიცი, გიორგი ასლანიჩ, მაგრამ ერთი იდეა დამებადა და უნდა შევამოწმო, – უთხრა მინდელმა
– რა იდეა?
– ჯერ ვერა, ჯერ ვერ გეტყვით, იქნებ ვცდები, მაგრამ მაინც უნდა შევამოწმო, აუცილებლად შევამოწმო.
– რა უნდა შეამოწმო?
– ჩემი მოსაზრება. და თუ სწორი აღმოვჩნდი, მაშინ გეტყვით, – მინდელმა უხერხულად გაიღიმა.
– კარგი, – გაეცინა ბალანჩივაძეს, – ცნობისმოყვარეობას არ გამოვიჩენთ არა, გიორგი?
ხომერიკმა გაიღიმა, უსიტყვოდ დაუქნია თავი.
– შენ რაო, ოთარ! ბანკნოტი დაამუშავე? – მიუბრუნდა პოლკოვნიკი ლაბორატორიის გამგეს.
– დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო, მხოლოდ იმას ვუცდიდი, როდის გაშრებოდა ქაღალდი, რომ თქვენთვის ფოტოსურათი წარმომედგინა, მაგრამ ერთიც ვნახოთ, ამ დროს ამხანაგი მინდელი გრიგალივით შემოიჭრა, გასარეცხად ჩაყრილი ფოტოქაღპლდები ამოარჩია და ისევ ელვასავით გამოვარდა გარეთ.
– შეგაშინა? – გაიღიმა ბალანჩივაძემ, – რას ვიზამთ, აი, მე და გიორგიც გაკვირვებული ვართ მინდელის მოქმედებით, მაგრამ ლევანს არ სურს გვითხრას რა დაემართა.მინდელს ყურები შეუწითლდა.
– დღეს სახამოს , უფრო სწორად, რამდენიმე საათის შემდეგ ყველაფერს გაგაცნობთ, მანამდე გთხოვთ, ნურაფერს მკითხავთ. ეხლა კი უნდა წავიდე.
– ოპერატიული ჯგუფის დახმარება გჭირდება? – შეეკითხა პოლკოვნიკი.
– დიახ,კურცხალიას წავიყვან. ის შედარებით ახალი მუშაკია ქუთაისში და ნაკლებად იცნობენ როგორც მილიციის თანამშრომელს.
– კეთილი, წაიყვანეთ, საღამოსთვის კი გელოდებით.
– აუცილებლად. ახლა მხოლოდ სამი საათით, 5 საათზე აქ ვიქნები.
– გიორგი ასლანიჩ – მიუბრუნდა პროკურორს, – შეიძლება მანქანა წავიყვანო?
– წაიყვანე , – ნება დართო ხომერიკმა.
– მაშ წავედი! – აჩქარდა მინდელი, თუ ჩემი ვარაუდი სწორი გამოდგა, ზეგ ყველა ბანდიტი ხელთ გვეყოლება. თუ არა და რაც მე მინდა შევამოწმო, არავითარ ზიანს არ მოუტანს საქმეს.
გამომძიებელი სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან. ხომერიკმა და ბალანჩივაძემ ერთმანეთს გადახედეს.
– უეჭველად რაღაც „დაიჭირა„, – გაიღიმა ბალანჩივაძემ, შემდეგ კაბინეტში უხერხულად გაჩერებულ ექსპერტს მიუბრუნდა:
– შენ წადი, ოთარ,ბარემ დაამთავრე დაწყებული საქმე.
პოლკოვნიკი წამოდგა, პალტო ჩაიცვა.
– ჩვენც წავიდეთ,გიორგი ჩემთან ვისადილოთ. ვინ იცის,საღამოს ვეღარც მოვიცალოთ, ნინას ჩახოხბილი აქვს სადილად, სხვა რამესაც მოგვიხერხებს წამოხვალ?
–წავიდეთ!

ნაწილი 4ნაწილი 6

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. აკაკი ამბობს:
    23 აგვისტო, 2010წ. 09:25სთ.

    ძალიან მომეწონა ჩემი აზრით როგორი დროც არ უნდა მოვიდეს წიგნი აუცილებელია კარგი იქნება თუ ამ ნაარმოებს ბოლომდე დადებთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ქეთი ამბობს:
    16 იანვარი, 2012წ. 17:07სთ.

    უკაცრავად შეგილიათ მითხრათ: ეს წიგნი ბოლომდე დევს?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    16 იანვარი, 2012წ. 20:51სთ.

    ბოლომდე არ დვეს.
    ვეცდები ახლო მომავალში ბოლო თავებიც შევიტანო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ნინი ამბობს:
    2 თებერვალი, 2012წ. 13:47სთ.

    ძალიან კარგია. ბოლომდე მინდა წავიკითხო. თუ დადებთ კარგი იქნება. მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. მარინა ამბობს:
    12 აგვისტო, 2014წ. 09:45სთ.

    საქარტველოდან ჩამომიტანეს ეს წიგნი ვტხოვე 3 სამჯერ მკონდა წაკიტხული პატარა წიგნი იყო მაშონ პაწაია ასოებიტ ეხლა წიგნის ყდა ფიდია და ვგონებ ახლადაა დაბეჭდილი შავი ასოებიტ და ვკიტხულობ და მგონი ის მონანიება არარის ადრე იწყებოდა იმ ბიჭის სახელიტ ტოგორ გახდა ქურდი ფა ავაზაკი როჰორ წაუყვანეს დედმამა პოლიციაში დარჩნენ ტვიტონ და მისი პატარა დაიკო მარტ სახლში ფული სრ წონდატ რო დაიკოსტვის წამალო ეყიდა და აქ საერტოდ სულ სხვა ტემიტ იწყება მონანიება ბალანჩივაძის ოჯახიტ ვერაფერი გამიგია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› შიო გვეტაძე: მონანიება – თავი VI

მინდელი მხოლოდ 6 საათზე დაბრუნდა სამმართველოში. რაკი მაიორისაგან გაიგო, ბალანჩივაძე და ხომერიკი იქ იყვნენ, პირდაპირ პოლკოვნიკის კაბინეტს მიაშურა.– მოფრინდი არწივო? – ღიმილით მიეგება პოლკოვნიკი თვალებგაბრწყინებულ მინდელს, – ოჰო, გეტყობა, კმაყოფილი › › ›

DU