1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» თევზაობის რიტუალი აფრიკის ჩრდილოეთში

ჩრდილოეთ აფრიკაში “მალის” სოფელ “ბამბა”-ს მკვიდრთ ერთი უცნაური ტრადიცია მოსდევთ თავიანთი დიდი წინაპრებიდან მოყოლებული, რომელიც თევზჭერას შეეხება.
ეს მხარე ადრე თურმე ლამაზი მწვანე საფარით ყოფილა დაფარული, მაგრამ დროებამ სრულიად შეუცვალა სახე და ეხლა ცარიელი გახრიოკებული ქვა და ღრეა.
სოფელ “ბამბა”-ს მახლობლად არის ტბა სახელად “ენტოგო” ანუ “Antogo”, რომელიც წლის ნაკლებად ცხელ მონაკვეთში ნალექით ივსება და თევზიც სწორედ ამ პერიოდში მრავლდება, მაგრამ დიდსაც და პატარასაც თევზაობა სასტიკად ეკრძალებათ, ეს ყველამ კარგად იცის და არც არავინ ეკარება, მაგრამ არის ერთადერთი დღე მთელს წელიწადში, როცა სოფლის თავკაცების თანხმობით შეიძლება თევზაობა.

ეს უბრალო თებზაობა არ გეგონოთ იგი მთელ რიტუალს მოიცავს და ამ რიტუალის დღე მაისის თვეშია, როცა ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსამდეა და ტბა თითქმის დამშრალია. ზუსტ თარიღს სოფლის თავკაცები ადგენენ.

რიტუალზე მხოლო და მხოლოდ კაცები დაიშვებიან, ქალები სასტიკად იკრძალება. გოდრებითა და ტომრებით შეიარაღებული დიდები, პატარები მოხუცები დგებიან ამ დამშრალი ტბის გარშემო და სიგნალის მიცემის შემდგომ მთელია ალიაქოთი ტყდება, ყველანი თავქუდმოგლეჯილები ესევიან ტბას და რაცკი რამ თევზი არსებობს შიგ ყველას იჭერენ. მერე აწყობენ დღესასწაულს, ცეკვავენ, მღერიან და სხვა.

აი ნახეთ ბბს მიერ გადაღებული ვიდეო ამ თევზაობის რიტუალზე:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› §61 ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1549
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,
და ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.
1550
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის › › ›

DU