1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი I

შეუსვენებლივ თოვს…
ქათქათა ზეწარში გახვეულ ქალაქს შუაღამის სიწყნარე დაუფლებია.
ასეთი ზამთარი დიდი ხანია არ სწვევია ქუთაისს.
დეკემბრის ცივი, წვიმიანი ამინდების შემდეგ ახალი წელი თბილი მზის სხივებით შემოვიდა ქალაქში და თოვლის მომლოდინე პატარებს გუნება გაუფუჭა. მთელი ათი დღე ისეთი ამინდები დაიჭირა, ხეებს კვირტები დაებურცათ და სწორედ მაშინ, როდესაც ყველასდაავიწყდა ზამთარი , დილით გაღვიძებულმა ქუთათურებმა თეთრად გადაპენტილი იხილეს საყვარელი ქალაქი. თითქოს დაკარგულს ინაზღაურებსო, სამი დღე გადაუღებლივ თოვდა. ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა; ხვავრიელმა თოვლმა გაუვალი გახადა ქუჩები. მხოლოდ აქა–იქ, ისიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,თუ ჩაივლიდა თითო–ოროლა მანქანა საბურავებზე დამაგრებული ჯაჭვების ღრჭიალით.
უჩვეშლო ზამთარმა ქუთათურებს ახალი საზრუნავი გაუჩინა–ხის ნიჩბებით შეიარაღებულნი გულმოდგინედ თოვლავდნენ სახურავებს; ცენტრალურ ქუჩებს ბულდოზერები შეესიენ. დაბინდებამდე არ ცხრებოდა ადამიანთა ჟრიამული
და მოტორების გუგუნი.ახვეტილი თოვლი ბორცვებად აღიმართა ქალაქის მოედანზე.შემდეგ ამბორცვებსაც ახალი საბურველი გადაეფარა და ფართო მოედანი აისბერგებით დაფარულ ყინულოვან ოკეანის მინიატურას დაამსგავსა.
თოვლის მთებმა ისევ ჩახერგეს ჩიხები და შესახვევები,ადამიანებს მხოლოდ ვიწრო საცალფეხო გასასვლელებითღა შეეძლოთ სარგებლობა.

ღამის 2 საათია…
თოვს…
სიჩუმეა ქუჩებში…
თეთრნაბადწამოსხმული მარად მწვანე ნაძვები გოლიათებივით დგანან და გარინდულან.
ქალაქის პარკის გვერდით ცალკე სახლია. იქ შუქი ციმციმებს–არ სძინავთ მილიციის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოლკოვნიკ ბალანჩივაძის ბინაში. პოლკოვნიკის მეუღლე ნინო და რძალი ციალა მაგიდას ალაგებენ. სავარძელში მოხერხებულად მჯდარი პოლკოვნიკი ნება–ნება აბოლებს თამბაქოს და მოფუსფუსე ქალებს ესაუბრება. 12 იანვარი ტრადიციული დღეა ბალანჩივაძის ოჯახში. ერთადერთ შვილიშვილს, ცელქსა და მოუსვენარ თამაზს დღეს 10 წელი შეუსრულდა, პაპამ მეათედ აღნიშნა ღირსშესანიშნავი თარიღი. როგორც ყოველთვის, დღესაც ყველაფერი პაპის განაწესით წარიმართა. საზეიმოდ მორთული პატარა იუბილარი კრავივით დასდევდა საყვარელ პაპას,თვალებგაბრწყინებული ეგებებოდა სტუმრებს და თავაზიანად უხდიდა მადლობას დაბადების დღის მომლოცველებს. ეს დღე დაუვიწყარი იყო მომავალში თამაზისათვის. ორი წლის წინათ პაპამ ნება დართო ღამის 12 საათამდე დარჩენილიყოუფროსებთან. კმაყოფილი ბავშვი სიხარულით სარგებლობდა ამ უფლებით. არავის, მათ შორის მკაცრ ბებო ნინოსაც კი, არ შეეძლო დაერღვია დადგენილი წესი და უფრო ადრე გაესტუმრებინა შვილიშვილი საწოლ ოთახში.
დღესაც სტუმრებმა მხიარულად ივახშმეს,ჩინებულად გაატარეს დრო და ნახევარი საათის წინ წავიდ–წამოვიდნენ.
…სავარძელში ნახევრად მიწოლილი პოლკოვნიკი ტკბილ ფიქრს მისცემოდა…
ბედნიერი ოჯახი აქვს ბალანჩივაძეს: შვილი, ილია, ერთ–ერთი ქარხნის მთავარი ინჟინერია; რძალი ციალა ბარათელი, მთელ ქალაქში ცნობილი ქირურგი, უკვე სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს; ნინო საოჯახო საქმეებს და თამაზის აღზრდას უნდება. თუ პაპა არავის ანებებდა თამაზის დღეობის გადახდას, ბებიამ განუყოფლად მიითვისა შვილიშვილის აღზრდის უფლება და აგერ უკვე ათი წელია თამაზი მისი პირადი მეთვალყურეობით იზრდება.
ახალგაზრდა ცოლ–ქმარი პირველად ვერ შეეგუა ამ მდგომარეობას, შემდეგ კი სიამოვნებით შეურიგდნენ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ბებიის მიერ მოპოვებულ უფლებას.
წლევანდელი 12 იანვარი მაინც განსაკუთრებით სასიხარულო იყო ბალანჩივძეების ოჯახისათვის: პოლკოვნიკი რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ხანგრძლივი და უმწიკვლო მუშაობისთვის შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვებულს სსრ კავშირის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილემ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით ჯილდო გადასცა. თავისი დაჯილდოვების აღნიშვნა პოლკოვნიკმა თამაზის დაბადების დღეს დაუკავშირა და ორი სიხარული ერთად იზეიმა.
…პოლკოვნიკი სავარძელში შესწორდა, შემდეგ საწოლ ოთახისაკენ გააპარა თვალი: ოჯახის ნებიერა მშვიდად ფშვინავდა. მძინარს ცალი ხელი თავქვეშ ამოედო და ტუჩებაბურცულს ოდნავ გადახდოდა მკერდზე საბანი. ბალანჩივაძე სხარტად წამოდგა, ოთახში შევიდა, ბავშვს საბანი შეუკეცა, ნაზად აკოცა შუბლზე და ისევ სასადილო ოთახში დაბრუნდა.
ქალებმა მაგიდის ალაგება დაამთავრეს.

– დაწექით, მამა, მოისვენეთ, უკვე გვიანაა,–წყნარად სთხოვა ციალამ მამამთილს.
– არა უშავს, შვილო, დავიცდი, საცაა ილიაც მოვა.
–ილიას დააგვიანდება, მამა, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. ეთერი და ქეთევანი კი გორაზე ცხოვრობენ.
– მაინც რა უჩვეულო თოვლი მოვიდა. აგერ ქალი დავბერდი და ასეთი ბავშვობაში, მახსოვს,– ჩაერია ნინო.
– დიდი თოვლი მოვიდა,მაგრამ ეს არაფერია,გაუძლებთ,მოსავალი კი უხვი იქნება.
– დღეს თითქმის ყველა სახლი გადათოვლეს. ქუჩებში მხოლოდ ნიჩბებით შეიარაღებული ხალხი დადიოდა, – სიცილით თქვა ციალამ.
– მოედანთან გაიარე? ვეღარ იცნობ, ისეა შეცვლილი.
– გავიარე,დედა, ლამაზი სანახაობაა.
ქალები ტახტზე ჩამოსხდნენ.
– რა უცნაური კაცია გიორგის მოადგილე, – შეცვალა საუბრის თემა ნინომ.
– ბრეგვაძე?, სულ არ ჰგავს სხვებს, რაღაც ჩუმი და გულჩახვეული სჩანს.
– არა, ნინო, ბრეგვაძე ძალზეგულისხმიერი კაცია, თუმცა ერთი შეხედვით ასეთი არ გეგონება.
– მე მინდელის მსგავსი ხალხი უფრო მომწონს.
– მამამთილს გაეღიმა.
– მესმოდა თქვენი დავა,რომელი პროფესია სჯობიაო,მაგრამ არ ვიცი,ვის აზრს იზიარებდა ლევანი.
– არავისას! ის გვიან ჩაერია კამათში. მოკამათეებს, როგორც იტყვიან,ცივი წყალი გადაასხა. დაუმტკიცა,რომ არც ერთი პროფესია არ არის რაღაც განსაკუთრებული
– უპირატესობით გამოსარჩევი.
– ლევანი ყოველთვის ობიექტურად მსჯელობს.
– ყოველთვის?! არა მგონია,დღეს ის ამტკიცებდა, პაპას და ბებიას არ ეკუთვნით უპირატესობა შვილიშვილის სახელის არჩევაშიო, – ცხარედ წარმოთქვა ნინომ
– შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი.

ნინო ცოტა უკმაყოფილო იყო,რომ ერთადერთ შვილიშვილს ციალას თხოვნით თამაზი დაარქვეს და არა პაპის სახელი–დავითი. მთელი ათი წელია ნინო ამას მწვავედ განიცდიდა და ხშირად მსჯელობის საგნად აქცევდა. და ვაი მას, ვინც შეეკამათებოდა–ყველას „არაობიექტურთა კატეგორიას„ მიაკუთნებდა.
ასე მოხდა ამ საღამოსაც.
თამადამ, ახლახან დანიშნულმა დირექტორმა იმ ქარხნისა, სადაც ილია ბალანჩივაძე მთავარ ინჟინრად მუშაობდა, გაიკვირვა, პირველი შვილიშვილი პაპის სახელს რომ არ ატარებდა. მისმა გაკვირვებამ გაცხოველებული კამათი გამოიწვია. პროკურატურის უფროსი გამომძიებელი–ლევან მინდელი თამადის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს მიემხრო და მაშინვე ნინომ იგი „არაობიექტურთა კატეგორიაში„ ჩარიცხა.
– რა გეცინება? სწორს არ ვამბობ თუ?
– კარგი, ნინო , გენაცვალე, ნუღარ ვდაობთ ამ საკითხზე,– სთხოვა პოლკოვნიკმა საკმაოდ შემართულ მეუღლეს.

სახლში ილია შემოვიდა,შუშაბანდში ციალა მიეგება, დათოვლილი პალტო ჩამოართვა და სააბაზანო ოთახში გაიტანა ჩამოსაფერთხად.

– ისევ მაგრად თოვს, ილია? – შეეკითხა პოლკოვნიკი.
– მერედა როგორ! თითქოს პირთამდე უნდა აავსოს ქვეყანა, გარდა მთავარი ქუჩებისა , მხოლოდ ბილიკით შეიძლება გასვლა. – ილია მაგიდასთან ჩამოჯდა.
– თუ ასე ითოვა, ხვალ ტროლეიბუსიც ვერ იმოძრავებს. შეიძლება ქარხანასაც არ მისცენ დენი, – დაუმატა მოგვიანებით.
– მიაცილე ქალები? – შეეკითხა ნინო.
– სახლამდე მივაცილე, სწორედ… – ტელეფონის ზარმა სიტყვა გააწყვეტინა. პოლკოვნიკმა საათს დახედა– სამს 15 წუთი აკლდა.
– ვინ უნდა რეკავდეს? – იკითხა უნებურად და ყურმილი აიღო.
– პოლკოვნიკი ბალანჩივაძე გისმენთ… რაო? ნახევარი საათის წინ?… სევასტოპოლის ქუჩაზე? კარგი… კი უსათუოდ… არა, არ მეძინა, გელოდები…
ბალანჩივაძემ წყნარად დასდო ყურმილი.პერანგის საყელო სწრაფად შეიკრა. ოთახში მყოფნი მოლოდინით მიაჩერდნენ უეცრად გუნებაშეცვლილ პოლკოვნიკს.
– რა მოხდა,დავით,ვინ დარეკა? – შეეკითხა შემკრთალი მეუღლე.
– ოჯახი გაუძარცავთ, ბინის პატრონი მძიმედ დაუჭრიათ,– წარმოთქვა დაღვრემილმა პოლკოვნიკმა.
– ღმერთო ჩემო, რა უბედურებაა! – დაიკვნესა ნინომ.
– ალბათ უნდა წახვიდე, მამა, არა? – შეეკითხა ციალა და ზეზე წამოიწია.
– ჰო, უნდა წავიდე,ლევანი გამომივლის მანქანით.
ბალანჩივაძე წასასვლელად მოემზადა.
– გეთაყვა, ციალა,პალტო მომაწოდე.
– ახლავე, მამა!
– თქვენ ნუ დამელოდებით,მე ალბათ დამაგვიანდება.
პოლკოვნიკმა პალტო ჩაიცვა და ფანჯარაში გაიხედა. ქუჩაში მანქანა შეჩერდა.
– მინდელია, წავედი, – წარმოთქვა დავითმა და აჩქარებით დაეშვა კიბეზე.

§ § §

სევასტოპოლის ქუჩის №… სახლში ხალხს მოეყარა თავი. ერთი ყაყანი და ჩოჩქოლი იდგა.
ოპერატიული მუშაკების მისვლისთანავე ხალხი გაჩუმდა. ორად გაიპო და ბინაში შესასვლელი გზა გაათავისუფლა.
ტყეშელაიძის ბინა სამთვალიანი იყო. სასადილო, საწოლი და ერთიც პატარა ოთახი, რომელშიაც წიგნების კარადა და საწერი მაგიდა იდგა, ეტყობოდა, სამუშაო კაბინეტი უნდა ყოფილიყო.
საწოლ ოთახის კარებში მილიციელი იდგა. სასადილო ოთახში მწუხარებისაგან თითქმის შეშლილი, ტყეშელაიძის სახედაკაწრული მეუღლე ხმამაღლა კიოდა და ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა მეზობელ ქალებს, რომლებიც თმების დაგლეჯისა და სახის დაკაწვრის საშვალებას არ აძლევდნენ.
საწოლი ოთახი ცარიელი იყო. ოპერატიული ჯგუფისათვის სასწრაფო დახმარებას დაესწრო და მძიმედ დაჟრილი. თითქმის მომაკვდავი ტყეშელაიძე ს
ა ავადმყოფოში წაეყვანა.
ბალანჩივაძემ, გარდა ორი ქალისა,ყველანი დაითხოვა ოთახიდან, შემდეგ მტირალ ქალს მიუახლოვდა და რბილად უთხრა:
– ბოდიშს ვიხდი , ქალბატონო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შეწუხება ძნელია,მაგრამ საჭიროა ახლავე შევუდგეთ ბოროტმოქმედთა ძებნას. ეს კი თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელია.
ქალმა ყურადღება პრ მიაქცია ბალანჩივაძის სიტყვებს, ჩანდა, ვერც გაიგო ნათქვამი, კვლავ მოთქვამდა და,მიუხედავად იმისა, რომ გაკავებული ჰყავდათ, ცდილობდა თავი კედლისათვის მიეხეთქებინა.
– ქალბატონო, გთხოვთ ცოტა ხნით როგორმედამშვიდდეთ და რამოდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ, – გაუმეორა თხოვნა პოლკოვნიკმა.
– თინა, თინა, როგორ შეიძლება ასე, ქალო, ცოცხალი კაცის ტირილი ვის გაუგონია, გონება მოიკრიბე, დამშვიდდი და უპასუხე,– სიტყვა შეაწია პოლკოვნიკს ქალმა, რომელსაც მტირალის მარჯვენა ეკავა.
სახე დაკაწრულმა ქალმა დასიებული თვალები უაზროდ მიაპყრო უცნობს, ერთი წამით მოთქმაც შეწყვიტა, შემდეგ ტახტზე წაიქცა, თავი ბალიშში ჩარგო და კვლავ აქვითინდა.
ბალანჩივაძე სკამზე ჩამოჯდა და მოთმინებით დაელოდა, როდის შეიძლებოდა ტყეშელაიძის მეუღლე ოდნავ დამშვიდებას, რომ მომხდარი ამბავი გადმოეცა.
ასე გავიდა რამდენიმე წუთი. მერე ქალმა თავი ასწია, ცრემლი მოიწმინდა და მხოლოდ ახლა შეამჩნია, ტანზე მოსხმული ხალათიდან თითქმის შიშველი მკერდი მოუჩანდა. დარცხვენილმა მჭიდროდ შემოიხვია ხალათი, ტახტზე შესწორდა, მაგრამ ტირილის შეკავება მაინც ვერ შესძლო.
– ქალბატონო, ახლა ტირილი კი არა, მოქმედებაა საჭირო, გთხოვთ, დამშვიდდეთ და კითხვებზე მიპასუხოთ: – რა მოხდა, ვინ და როგორ დაგესხათ თავს? – კვლავ შეეკითხა პოლკოვნიკი.
ქალი ცოტა ხანს კიდევ ტიროდა, შემდეგ ოდნავ დამშვიდდა და ცრემლიანი თვალებით საცოდავად შეხედა ბალანჩივაძეს.
– მე და ჩემმა ქმარმა, – დაიწყო მან აკანკალებული ხმით, – დაახლოებით 11 საათზე ვივახშმეთ და დავიძინეთ. არ ვიცი, რამდენ ხანს გვეძინა. უეცრად ყვირილმა გამაღვიძა და დავინახე, ალექსანდრე ვიღაც კაცს ებრძოდა. შიშისაგან პირველად ენა ჩამივარდა,ხმაც ვერ ამოვიღე, შემდეგ კი, როდესაც გონს მოვედი,კივილი ავტეხე და საწოლიდან წამოვვარდი.მომხვდურის ხელში დანამ გაიელვა, ჩემი ქმარი მაშინვე დაეცა.თავდამსხმელი ღია ფანჯარაში გადახტა და გაუჩინარდა. მე მაშინვე ალექსანდრეს მივვარდი, თან შეუსვენებლივ ვკიოდი ის უგონოდ იწვა და სისხლში ცურავდა. მერე ის იყო კივილის ხმაზე მეზობლებმა კარები შემოტეხეს, რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარებაც მოვიდა და ალექსანდრეც წაიყვანეს.
ქალმა კვლავ ტირილი დაიწყო.
– თავდამსხმელი ერთი იყო?
– დიახ, ერთი.
– ხომ არავის ამგვანებთ?
–არა არავის.
– ფრიად სამწუხარო ამბავია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, თქვენს მეუღლეს არა განუჭირდება რა. ახლა კი თქვენი ნებართვით ბინა უნდა დავათვალიეროთ.
მოქვითინე ქალმა თავის დაქნევით მისცა დასტური. პოლკოვნიკი წამოდგა.
– ჩვენს მოსვლამდე ალბათ ვინმე შევიდა საწოლ ოთახში?–შეეკითხა მილიციელს.
– დიახ , ამხანაგო პოლკოვნიკო, მეზობლებიდა სასწრაფო დახმარების ხალხი; ტყეშელაიძე ხომ საწოლ ოთახიდან წაიყვანეს.
– დასანანია, მაგრამ შევიდეთ, დავათვალიეროთ, – წარმოთქვა პოლკოვნიკმა და კარი შეაღო. ოთახში მხოლოდ მინდელი შეჰყვა, ექიმი ექსპერტი და ფოტოგრაფი ადგილზე დარჩნენ.
– ოთახში ციოდა. ფართოდ გაღებული სარკმლიდან თოვლის ფანტელები მოფარფატებდნენ; ტანსაცმლის კარადასთან სისხლის შედედებული გუბე იდგა; ერთი კარი ღია იყო; თაროზე უწესრიგოდ არეული თეთრეული ეყარა.მინდელმა და ბალანჩივაძემ ფრთხილად გპადააბიჯეს სისხლის გუბესდა ოთახის დათვალიერებას შეუდგნენ.
აღმოსავლეთ მხარეზე შეტყუპებული წყვილი საწოლი იდგა; მარჯვნივ, პატარა ტუმბზე „ყაზბეგის„ გახსნილი კოლოფი. საფერფლე და ასანთი იდო;საფერფლეში ორი ღერი ბოლომდე მოწეული პაპიროსი და ასანთის სამიოდე თავმომწვარი წკირი ეყარა; კოლოფს რამოდენიმე ღერი პაპიროსი აკლდა; საწოლთან სკამზე მამაკაცის შარვალ, პიჯაკი და ცისფერი პერანგი იყო გადაკიდებული; ტანსაცმელს ზემოდან შავი ფერის გასკვნილი ყელსახვევი იდო; ღია ფანჯარასთან მცირე ოდენობით სისხლის ლაქები ჩანდა; კარადასა და ფანჯარას შორის, იატაკზე, საშუალო სიდიდის საოჯახო დანა ეგდო სისხლით მოსვრილი. მინდელმა ფრთხილად, მხოლოდ წვერსა და ტარზე შეხებით, აიღო დანა და ქაღალდში შეახვია.შემდეგ ტანსაცმელი გასინჯა: პიჯაკის ერთ ჯიბეში ტყეშელაიძის პირადობის მოწმობა, პარტიული ბილეთი, მივლინების ბარათი და ორი ცალი სამგზავრო ბილეთი იპოვნა; მეორეში– პატარა უბის წიგნაკი სხვადასხვა ჩანაწერებითა და ტელეფონების ნომრებით; შარვლის ჯიბეში 10 მანეთამდე წვრილი ფული და ჭრელი ცხვირსახოცი აღმოჩნდა. თუმცა ლოგინი აშლილი იყო, საწოლთან ბრძოლის არავითარი კვალი არ აღმოჩნდა.
მინდელმა სისხლის გუბეს გადააბიჯა და ფანჯარასთან მივდა. პოლკოვნიკი გამადიდებელი შუშით გულმოდგინედ ათვალიერებდა ფანჯრის ერთ კუთხეში ჩაჭედილ პატარა ქუდმოღრეცილ ლრსმანს, რომელზედაც მოწითალო ლაქათი დასვრილი რამდენიმე ძაფი იყო შერჩენილი. დიდხანს სინჯავდა ძაფებს,შემდეგ ფრთხილად ჩამოხსნა და მინდელს გადასცდა.
ლევანმა ღია ფანჯარა მოსინჯა, იგი თავისუფლად იკეტებოდა. ასევე თავისუფლად მოძრაობდა რკინის საკეტი არავითარი ნიშნები გატეხვისა არ ეტყობოდა. კარადის სამი კარიდან ორი დაკეტილი აღმოჩნდა. შუა კარის კლიტეში გასაღები იყო გაჩრილი, რომლის რგოლზე გასაღებების აცმა ეკიდა. მინდელმა გასაღები გადაატრიალა, კარადა სავსე იყო ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელით. ჩანდა, ბოროტმომქმედს ვერ მოესწრო ბოროტი საქმის ბოლომდე მიყვანა.
გამომძიებელმა დიდი გულმოდგინებით დაათვალიერა ღია ფანჯარა, დიდხანს უტრიალა გამადიდებელი შუშით, შემდეგ ეზოში გავიდა, სახლს ღია სარკმლის მხრიდანშემოუარა და კვალს დაუწყო ძებნა.
მიუხედავად ბარაქიანი თოვლისა, გამომძიებელმა ფანჯრის ქვეშ ფეხის მრავალი კვალი შენიშნა. ელექტრომაშუქი მოიმარჯვა და დათვალიერებას შეუდგა. მაგრამ მალე დარწმუნდა, კვალის აღება შეუძლებელი იყო. თოვლს უკვე მოესწრო მისი წაშლა და მხოლოდ ზოგადი, გამოუსადეგარი კონტურებიღა ემჩნეოდა. გამომძიებელმა სინანულით გაიქნია თავი და ფანჯარას მიუახლოვჟდა.
ტყეშელაიძის ბინა ბელეტაჟიან სახლში იყო. ფანჯრიდან მიწამდე ორი მეტრი და 80 სანტიმეტრი იქნებოდა. ელექტრობატარეის შუქზე მინდელი დიდხანს ათვალიერებდა კედელს ფანჯრის ქვემოთ. შემდეგ უბის მოზრდილი წიგნაკი ამოიღო, უკვე ჩაწერილს რამდენიმე შენიშვნა მიუმატა და სახლში შებრუნდა.
ბალანჩივაძემ ექსპერტი და ფოტოგრაფიმიიწვია. ექსპერტმა შედედებული სისხლის კოლტები ფრთხილად ჩაასხა სინჯარებში და იქვე დალუქა. ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა ღია ფანჯარა,აშლილი ლოგინები, სისხლის დიდი და მცირე გუბე და ოთახის საერთო მდგომარეობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება დამთავრდა. პოლკოვნიკმა საათს დახედა – 4 საათი და 15 წუთი იყო.
– ლევან, – მიუბრუნდა გამომძიებელს, – შენ აქ დარჩი, დათვალიერების ოქმი გააფორმე და შემთხვევის პირველი მოწმეები დაჰკითხე, მე კი წავალ, იქნებ დაჭრილ ტყეშელაიძის დაკითხვა მოხერხდეს.
– კეთილი, წადით. ექსპერტი და ფოტოგრაფიც აღარ არიან საჭირო, თუ მოვასწარ, მეც მოვალ საავადმყოფოში.
მინდელი მარტო დარჩა. უბის წიგნაკი ამოიღო,დათვალიერების დროს ჩაწერილი შენიშვნები გადაიკითხა,შემდეგ იქვე პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა და ოქმის გაფორმებას შეუდგა.
… თინა ტყეშელაიძის დაკითხვა არ მოხერხდა. ვიდრე მინდელი ოქმს აფორმებდა, ის საავადმყოფოში წასულიყო. მეზობლებმა, რომლებიც სახლში ქალის კივილზე შემოცვენილიყვნენ, საგულისხმო ვერაფერი უთხრეს გამომძიებელს.
თითქმის 6 საათი იყო, როცა მინდელი საქმეს მორჩა და საავდმყოფოში გაემართა.
კვლავ შეუსვენებლივ თოვდა.
გამომძიებელი მძიმედ მიაბიჯებდა თეთრ წყვდიადში და ფიქრებში წასული ვერც კი ამჩნევდა, რომ ქუდი ხელში ეჭირა, ხოლო გრუზა თმებს ნელ–ნელა უფარავდა თეთრი პეპლებივით მოფარფატე თოვლის ფანტელები. საავადმყოფოს კარებში მოღუშული პოლკოვნიკი შემოხვდა. მძიმედ დაჭრილი ტყეშელაიძე გონს მოუსვლელად გარდაცვლიყო.

§ § §

დილის 10 საათია. ქალაქის პროკურორის, გიორგი ხომერიკის, კაბინეტში თავი მოეყარათ ტყეაიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატიული ჯგუფის წევრებს. აქ იყო პოლკოვნიკი ბალანჩივაძეც. ხომერიკმა თათბირი გახსნა და სიტყვა ინფორმაციისათვის მინდნლს მისცა.
ლევანმა მოკლედ მოახსენა საქმის ვითარება:მოკლულის ვინაობა, ადგილობრივი დათვალიერების შედეგები და ექსპერტთა პირველპდი დასკვნები.
– თავდამსხმელი ორი მაინც იყო, ერთი მათგანი დაჭრილია, მხოლოდ, არ ვიცი, მსუბუქად თუ მძიმედ. უდავოა, ბრძოლაში პურის საჭრელი დანაა გამოყენებული, მაგრამ ვის მიერ, ამას კრიმინალისტური ექსპერტიზა გვეტყვის,
– დაამთავრა იმფორმაცია მინდელმა.
– რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ბოროტმომქმედი მარტო არ მოქმედებდა და ერთი მათგანი დაჭრილია? – ერთბაშად ორი კითხვა დასვა კაპიტანმა ჩრდილელმა
-უეჭველი! უპასუხა მინდელმა. – ჯერ ერთი, ტყეშელაიძის ბინის ფანჯარაში სხვის დაუხმარებლად შესვლა შეუძლებელია, ხოლო კიბე ან სხვა რაიმე დამხმარე საშვალება ადგილზე არ აღმოჩნდა. კიბის მიტანა და შემდეგ უკანვე წაღება კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხულია მეორე, ოთახში დიდი გუბის გარდა ფანჯარასთან სისხლის შედარებით პატარა ლაქებიც იქნა აღმოჩენილი. ექსპერტის დასკვნით სისხლის დიდი გუბე, რაც ყველა საფუძველი გვაქს ვიფიქროთ ტყეშელაიძეს ეკუთვნოდა, პირველი ჯგუფისაა, მაშინ, როდესაც მცირე ლაქები სისხლის მესამე ჯგუფს შეადგენს.
– რატომ მიგაჩნიათ, ბოროტმოქმედნი უეჭველად ფანჯრიდან შევიდნენ? განა გამორიცხულია გასაღების გამოყენება? – იკითხა ახალგაზრდა ლეიტენანტმა.
– ამ შემთხვევაში გამორიცხულია, – უპასუხა ცოტა არ იყოს უკმაყოფილოდ მინდელმა, – ჯერ ერთი, მე უკვე აღვნიშნე, რომ კარები თინა ტყეშელაიძის კივილზე მეზობლებმა შეამტვრიეს, მეორე, ფანჯრის გარეთა რაფაზე აღმოჩენილია ბოროტმოქმედის ფეხსაცმლის სველი კვალი. მართალია, კვალი სრული არ არის, მაგრამ ჩანს, ფეხსაცმელი სქელლანჩიანი და ქუსლ დალურსმული ყოფილა. კვალის მდებარეობა გარედან შიგნით ნათლად მიუთითებს მიმართულებას. ფანჯრის ძირა კედლის დათვალიარებამაც დაადასტურა ეს, და კიდევ ერთი გარემოებაც: ბოროტმომქმედი, რომელიც პირველად გადავიდა ფანჯარაში, მეორის დახმარებით სარგებლობდა, რადგან ფანჯრის ქვეშ თოვლი საგრძნობლად იყო დატკეპნილი, გარდა ამისა, კედელზე მიწიდან 1 მეტრსა და 96 სმ.–ზე იმავე ფეხსაცმლის უფრო სუსტი კვალია დატოვებული.
– ზამთრის გამო ფანჯრის ღიად დატოვება გამორიცხულია. თქვენი იმფორმაციიდან კი ჩანს, რომ ფანჯრის გატეხვას ან შუშის ამოღებას ადგილი არ ჰქონია. როგორი ვერსია გაქვთ ამ საკითხზე? – მორიგი კითხვა დასვა ოპერატიული ჯგუფის უფროსმა
– აქ ჯერჯერობით ერთი ვარიანტია: უნდა ვიფიქროთ, რომ ფანჯარა ტყეშელაიძეებს ჩაუკტავი დარჩათ. ამჟამად ამ საკითხზე სხვა პასუხის გაცემა შეუძლებელია,– მიუგო ბალანჩივაძემ.
– გულმავიწყობით ფანნჯარის ჩაუკეტაობაში ვერ დაგეთანხმებით, – განაცხადა პროკურორის მოადგილემ. –ასეთ შემთხვევას შეიძლება მართლაც ჰქონდა ადგილი,მაგრამ ბოროტმოქმედებს ხომ არ შეეძლოთ ამის გათვალისწინება. მით უმეტეს, დანაშაული უეჭველად წინასწარ შემუშავებული გეგმით არის ჩადენილი.
– მე არ გედავებით , პატივცემულო პავლე, მაგრამ ამჟამად სხვა ვარიანტი გამორიცხულია.
– რას ფიქრობთ მკვლელობის მოტივზე? – ახალი კითხვა დასვა ხომერიკმა.
– ამ კითხვაზე ჯერჯერობით ძნელია პასუხის გაცემა. სახლიდან წაღებულია მოკლულისა და მისი მეუღლის ოქროს საათები და 25000 მანეთის 3 პროცენტიანი შინაგანი სესხის ობლიგაცია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, დანაშაული გაძარცვის მიზნით იქნა ჩადენილი.ის ფაქტი, რომ სხვა ნივთები არ არის წაღებული და ტანსაცმლების კარადაც ხელუხლებელია, გვაფიქრებინებს, მძარცველებს ვიღაცამ, შესაძლოა თვით ტყეშელაიძემ, შეუშალა ხელი დანაშაულის დამთავრებაში, რასაც მკვლელობა მოჰყვა. ეს ვერსია პირობითია, დაბეჯითებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ბოროტმოქმედება, სულ ერთია ძარცვაა ის თუ სხვა უფრო მძიმე დანაშაული, წინასწარ მოფიქრებით, სათანადოდ შედგენილი გეგმით იქნა ჩადენილი. სხვა ყველაფერი პირობითია, რადგან მთელი რიგი არსებითი მნიშვნელობის საკითხები ჯერ დაზუსტებული არ არის.

კაბინეტში ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა.

-მაშ ასე, – დაიწყო ხომერიკმა, – ჯერჯერობით დაბეჯითებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელები სულ ცოტა ორი იყო, ტყეშელაიძის ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ დაერთი მათგანი დაჭრილია. ეს კი ძალიან ცლტაა. უფრო სწორად–არაფერი, საჭიროა სასწრაფოდ დავადგინოთ ბოროტმოქმედნი. დანაშაულის მოტივის სწორად განსაზღვრა ძალზე გააადვილებდა გამოძიების წარმოებას, მაგრამ მოტივს წინასწარ ვერ განვსაზღვრვთ. ამან შეიძლება სწორ გზას აგვაცდინოს. საჭიროა შემუშავებულ იქნეს სათანადო ოპერატიული გეგმა.
– მე უკვე შევიმუშავე რაღაც გეგმის მაგვარი, – დაიწყო მინდელმა.
– გაგვაცანით! – ბრძანა ხომერიკმა.
– პირველ რიგში, აუცილებელია სასწრაფოდ შემოწმდეს ქალაქის ყველა საავადმყოფო და პოლიკლინიკა – ხომ არ გამოცხადებულა ვინმე დაჭრილი მოქალაქე სამედიცინო დახმარებისათვის. უფრო საფიქრებელია ბოროტმოქმედმა პოლიკლინიკას და საავადმყოფოს გვერდი აუაროს და კერძო პრაქტიკის მქონე ექიმთან მისვლა არჩიოს, ამიტომ ეს საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ; შემდეგ, საჭიროა სასწრაფოდ დაიკითხოს მეზობლები, ტყეშელაიძის ნათესავები, განსაკუთრებით ძმის შვილები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ მის სახლში, აგრეთვე ტყეშელაიძის ცოლის დისშვილი ჩიკვაიძე, რომელიც გუშინ სოფელში წასულა დედის ავადმყოფობის გამო; უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ვინმე მტრულ დამოკიდებულებაში ტყეშელაიძის ოჯახთან, რადგან გამორიცხული არ არის,რომ მკვლელობა შურისძიებით იქნა ჩადენილი; ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, არის თუ არა ტყეშელაიძეზე მიყენებული ჭრილობა გამოწვეული დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დანით; და ბოლოს გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს საშვალებით ყველა შემნახველ სალაროებს დატაცებული ობილიგაციების ნომრები, რაც საბედნიეროდ ჩაწერილი აღმოჩნდა ტყეშელაიძის მეუღლეს
– სულ ეს არის? – შეეკითხა პროკურორი.
– დიახ ეს არის.
– თქვენს მიერ წამოყენებული საკითხები უეჭველად საყურადღებოა, ამხანაგო ლევან , მაგრამ გამოძიების გეგმა არ არის. გავალებთ, მიიღოთ საქმე თქვენს წარმოებაში და დღის ბოლოს დასამტკიცებლად წარმომიდგინოთ კონკრეტული გეგმა. განსაკუთრებით ყურადგება მიაქციეთ ფანჯრის საკითხს, დაიხმარეთ ოპერატიული ჯგუფის უფროსი კაპიტანი ჩრდილელი. თუ შეკითხვები არ არის, ამით დავამთავროთ.
ოფიცრები წამოიშალნენ და წყნარად გაიკრიფენ კაბინეტიდან.
ხომერიკმა საათს დახედა.
– ამხანაგო დავით, – მიუბრუნდა ბალანჩივაძეს, – თორმეტის ნახევარია, 12 საათზე ქალაქკომის მდივანი გველოდება ტყავის ქარხნის საქმე უნდა მოვახსენოთ, არ გაგფრთხილეს?
– როგორ არა, წავიდეთ, – უპასუხა პოლკოვნიკმა და ფეხზე წამოდგა….პოლკოვნიკი სავარძელში შესწორდა, შემდეგ საწოლ ოთახისაკენ გააპარა თვალი: ოჯახის ნებიერა მშვიდად ფშვინავდა. მძინარს ცალი ხელი თავქვეშ ამოედო და ტუჩებაბურცულს ოდნავ გადახდოდა მკერდზე საბანი. ბალანჩივაძე სხარტად წამოდგა, ოთახში შევიდა, ბავშვს საბანი შეუკეცა, ნაზად აკოცა შუბლზე და ისევ სასადილო ოთახში დაბრუნდა.

ნაწილი 2

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ICE ამბობს:
    2 ნოემბერი, 2011წ. 19:49სთ.

    ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. rati ამბობს:
    9 მაისი, 2012წ. 09:23სთ.

    სრულად არ დევს?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    9 მაისი, 2012წ. 23:44სთ.

    გამარჯობა რატი
    ჯერ 10 თავია ნელნელა ვდებ, რადგან ერთბაშად ფიზიკურად ვერ ვახერხებ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. დენის ამბობს:
    31 მაისი, 2013წ. 16:36სთ.

    გამარჯობათ სრულად არ დევს წიგნი?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› დეიდა საბრინა

ალბათ ზოგიერთებს გვახსენდება დეიდა საბრინა უფრო ზუსტად “Sabrina Salerno” და მისი სიმღერა “Boys Boys Boys”, რომელიც 1988 წელს გამოვიდა პირველად.
მახსოვს სად აღარ იყო მაგის პლაკატები გაკრული საპარიკმახეროში, გარაჟებში და რავიცი.
ეს › › ›

DU