1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» PHP ქართულად – ნაწილი I (ბაზური PHP)

“წიგნით, თავიდან ბოლომდე შეისწავლით PHP-ს საწყისებს. წიგნი განკუთვნილია დამწყებთათვის”
წიგნის ავტორი: ღონღაძე გიორგი.
წიგნის ვებ-ვიზუალიზაცია: Gigol.net

PHP შესავალი

რა უნდა ვიცოდეთ?
სანამ ჩვენ დავიწყებთ php-ს შესწავლას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ შემდეგი :
· HTML / XHTML
· ცოტაოდენი სხვადასხვა სკრიპტები

HTML-ის შესასწავლად მოინახულეთ ბმული: http://ka.wikibooks.org/wiki/HTML
რა არის PHP?
· PHP იშიფრება, როგორც, Hypertext Preprocessor(ჰიპერტექსტული პრეპროცესორი)
· PHP არის სერვერული სკრიფტინგის ენა, როგორც ASP
· PHP სკრიფტები მუშაობენ სერვერზე
· PHP უზრუნველყოფს მრავალ მონაცემთა ბაზას (MySQL, Informix, Oracle, Sybase, Solid, PostgreSQL, Generic ODBC და ა.შ.)
· PHP არის ღია პროგრამული საშუალება (OSS)
· PHP – ს გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოა

რა არის PHP ფაილი?
· PHP ფაილები შეისაძლოა შეიცავდნენ ტექსტს, HTML ტეგებს და სკრიფტებს
· PHP ფაილები ბრუნდებიან ბრაუზერში, როგორც უბრალო HTML
· PHP ფაილებს აქვთ შემდეგი გაფართოებები : “.php”, “.php3”, “.php4”, “.php5”, ან “.phtml”

რა არის MYSQL?
· MySQL არის მონაცემთა ბაზის სერვერი
· MySQL იდეალურია დიდი და პატარა პროგრამებისათვის
· MySQL უზრუნველყოფს სტანდარტულ SQL-ს
· MySQL ეშვება პლადფორმების ნომრებზე
· MySQL-ის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოა

PHP + MYSQL

· PHP და MySQL ერთად არის კროს-პლათფრომა (რაც იმას ნიშნავს რომ, ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ Windows-ზე და ვამუშავოთ Unix ფლათფრომაზე)

რატომ PHP?
· PHP ეშვება სხვადასხვა პლათფორმაზე(Windows, Linux, Unix და ა.შ.)
· PHP ეშვება თითქმის ყველა იმ სერვერზე, რაც დღეს-დღეობით გამოიყენება(Apache, IIS და ა.შ.)
· PHP სწავლა საკმაოდ ადვილია

როგორ დავიწყოთ?
· დავაყენოთ Apache server, Windows-ზე, ან Linux -ზე
· დავაყენოთ PHP , Windows-ზე, ან Linux -ზე
· დავაყენოთ MySQL , Windows-ზე, ან Linux -ზე

PHP INSTALL
რა გვჭირდება?
ეს ტუტორიალი არ გვასწავლის, თუ, როგორ უნდა დავაყენოთ PHP, MySQL, ან Apache Server.
თუ ჩვენი სერვერი უზრუნველყოფს PHP – ს, ჩვენ არ გვჭირდება არაფრის გაკეთება! ჩვენ არ გვჭირდება არაფრის დაყენება, უბრალოდ შევქმნათ რამოდენიმე .php ფაილი ჩვენ ვებ დირექტორიაში და სერვერი გაარჩევს მათ. უმეტესი ვებ ჰოსტინგი უზრუნველყოფს PHP-ს.
თუმცა, თუ ჩვენი სერვერი არ უზრუნველყოფს PHP-ს, მაშინ ჩვენ უნდა დავაყენოთ PHP. PHP-ს დაყენების ტუტორიალის სანახავად მიყევით ბმულს :
http://www.php.net/manual/en/install.php
გადმოვწეროთ PHP
გადმოვწეროთ PHP: http://www.php.net/downloads.php
გადმოვწეროთ MYSQL მონაცემთა ბაზა
გადმოვწეროთ MySQL მონაცემთა ბაზა: http://www.mysql.com/downloads/index.html
გადმოვწეროთ APACHE სერვერი
გადმოვწეროთ Apache სერვერი: http://httpd.apache.org/download.cgi

PHP სინტაქსი

ბაზური PHP სინტაქსი

PHP სკრიფტინგის ბლოკი ყველთვის იწყება შემდეგით : <?php და მთავრდება შემდეგით: ?>. PHP ბლოკი შესაძლოა განთავსდეს დოკუმენტის ნებისმიერ ადგილზე.
სერვერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სტენოგრაფიას, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სკრიფტინგის ბლოკი შემდეგით : <? და დავამთავროთ შემდეგით: ?>.
თუმცა, მაქსიმალური კომფორტულობისათვის რეკომენდირებულია დავიწყოთ შემდეგით: <?php.

<?php 
?>

PHP ფაილი შეიცავს HTML ტეგებს, ისევე, როგორც HTML ფაილი და ზოგიერთი PHP სკრიფტინგის კოდი.
ქვემოთ მოცემულია PHP სკრიფტის უბრალო მაგალითი, რომელიც ბრაუზერში აბრუნებს “Hello World” :

<html> 
<body> 
<?php 
echo "Hello World"; 
?> 
</body> 
</html>

თითოეული კოდის ხაზი PHP-ში უნდა დასრულდეს წერტილ-მძიმით. წერტილ-მძიმე არის სეპარატორი და გამოიყენება ერთი ინსტრუქციის, მეორესგან განსხვავებისათვის.
PHP-ში არსებობს ტექსტის დაბეჭდვის ორი ბაზური ცნობა: echo და print. წინა მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ echo.
კომენტარები PHP-ში
PHP-ში, ჩვენ ვიყენებთ // -ს, რათა შევქმნათ ერთ ხაზიანი კომენტარი, ხოლო /* და*/ გამოიყენება დიდი კომენტარის ბლოკის გასაკეთებლად.

<html> 
<body> 
<?php 
//This is a comment 
/* 
This is 
a comment 
block 
*/ 
?> 
</body> 
</html>

PHP ცვლადები

ცვლადები PHP-ში

ცვლადები გამოიყენება მნიშვნელობების დაბრუნებისათვის, როგორც ტექსტური სტრინგი, რიცხვები, ან მასივები.
როდესაც სკრიპტები დანიშნულია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას უსასრულოდ.
PHP-ში ყველა ცვლადი იწყება შემდეგით : $.
PHP-ში ცვლადების აღწერა:

$var_name = value;

შევქმნათ ცვლადი ტექსტთან ერთად და ცვლადი რიცხვთან ერთად:

<?php 
$txt = "Hello World!"; 
$number = 16; 
?>

PHP არის თავისუფლად საბეჭდი ენა
PHP-ში ცვლადს არ ჭირდება გამოცხადება
ზემოთ, მაგალითში, ჩვენ არ გვითქვია PHP-სთვის თუ რა ტიპისაა ცვლადი.
PHP ავტომატურად აკონვერტებს ცვლადებს მართებულ მონაცემთა ტიპებში.
ცვლადების სახელების წესები
· ცვლადის სახელი უნდა დაიწყოს ასოთი, ან ქვედა ტირეთი : ”_”
· ცვლადის სახელი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ასოებს და რიცხვებს (a-Z, 0-9, და _ )
· ცვლადის სახელი არ შეიცავს სივრცეებს. თუ ცვლადის სახელი შედგება ერთზე მეტი სიტყვისაგან, მაშინ ეს სიტყვები უნდა გამოიყოს ქვედა ტირეთი ($my_string), ან საწყისი ასოებით ($myString)

PHP სტრინგები

სტრინგები PHP-ში

სტრინგ ცვლადები გამოიყენებიან, იმ მნიშვნელობებისათვის რომლებიც შეიცავენ ასოებს.
სტრინგის შექმნის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მის მართვას. სტრინგი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფუნქციაში, ან დაბრუნდეს ცვლადად.
ქვემოთ, PHP სკრიფტი ქმნის სტრინგს “Hello World” $txt სტრინგ ცვლადში:

<?php 	 
$txt="Hello World"; 
echo $txt; 
?>

სკრიფტის შედეგი იქნება:

Hello World

ახლა ვცადოთ გამოვიყენოთ განსხვავებული ფუნქციები და ოპერატორები ჩვენი სტრინგის სამართავად.

გაერთიანების ოპერატორი

გაერთიანების ოპერატორი (.) გამოიყენება ორი სტინგ მნიშვნეობის შესაერთებლად.
მაგალითი:

<?php 
$txt1="Hello World"; 
$txt2="1234"; 
echo $txt1 . " " . $txt2; 
?>

სკრიფტის შედეგი იქნება:

Hello World 1234

თუ დავაკვირდებით სკრიფტს, ჩვენ შევამჩნევთ რომ გაერთიანების ოპერატორი გამოვიყენეთ ოჯერ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ჩავსვით მესამე სტრინგი. მესამე სტრინგი კი არის ბრჭყალებს შორის მოქცეული სივრცე.

STRLEN() ფუნქციის გამოყენება.

strlen() ფუნქცია გამოიყენება სტრინგის სიგრძის შესამოწმებლად.
შევამოწმოთ “Hello world!” სტრინგის სიგრძე:

<?php 
echo strlen("Hello world!"); 
?>

სკრიფტის შედეგი:

12

STRPOS() ფუნქციის გამოყენება

strpos() ფუნქცია გამოიყენება სტრინგში, სტრინგის ან ასოს საძებნელად.
თუ სტრინგში მოიძებნა დამთხვევა, ეს ფუნქცია დააბრუნებს პირველი დამთხვევის პოზიციას. თუ დამთხვევა არაა ნაპოვნი, მაშინ ის დააბრუნებს : FALSE.
მაგალითი:

<?php 
echo strpos("Hello world!","world"); 
?>

სკრიფტის შედეგი:

6

როგორც ვხედავთ ჩვენს სტრინგში დამთხვევა “world” არის მეექვსე ადგილზე. მიზეზი იმისა რომ დამთხვევა არის მეექვსე ადგილზე და არა მეშვიდეზე, არის ის რომ ათვლა იწყება 0-დან და არა 1-დან.

PHP ოპერატორები

არითმეტიკული ოპერატორები

 აღწერა  + შეკრება   გამოკლება  * გამრავლება  / გაყოფა  % მოდული  ++ გაზრდა   შემცირება
 მაგალითი  X=2; X+2  X=2; 5-X  X=4; X*5  15/5  5%2  X=5; X++  X=5; X–
 შედეგი  4  3  20  3  1  X=6  X=4

დანიშვნის ოპერატორები

 ოპერატორი  =  +=  -=  *=  /=  %=
 მაგალითი  X=y  X+=y  X-=y  X*=y  X/=y  X%=y
 იგივეა, რაც  X=y  X=X+y  X=X-y  X=X*y  X=X/y  X=X%y

შედარების ოპერატორები

 ოპერატორი  ==  !=  >  <  >=  <=
 აღწერა  უდრის  არ უდრის  მეტია  ნაკლებია  მეტია, ან ტოლია  ნაკლებია, ან ტოლია
 მაგალითი  5==8, აბრუნებს False  5!=8, აბრუნებს True  5>8, აბრუნებს False  5<8, აბრუნებს True  5>=8, აბრუნებს False  5<=8, აბრუნებს True

ლოგიკური ოპერატორები

 ოპერატორი  &&  ||  !
 აღწერა  And  Or  Not
 მაგალითი  X=6 y=3
 (X < 10 && y > 1) დააბრუნებს true
 X=6 y=3
 (X==5 || y==5) დააბრუნებს false
 X=6 y=3
 !(X==y) დააბრუნებს true

PHP IF…ELSE ოპერატორები

პირობითი კავშირის ოპერატორები
ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ვწერთ კოდს, ჩვენ უნდა შევასრულოთ განსხვავებული ქმედება განსხვავებული გადაწყვეტილებისათვის.
ამის გასაკეთებლად ჩვენ შეგვიძლია კოდში გამოვიყენოთ პირობითი კავშირის ოპერატორები.
· if…else ოპერატორები – გამოვიყენოთ ეს ოპერატორი მაშინ, როდესაც ერთი გადაწყვეტილება ჭეშმარიტია, ხოლო მეორე კი არა.
· elseif ოპერატორები – ეს ოპერატორი გამოვიყენოთ if…else-თან ერთად, თუ ერთ ერთი გადაწყვეტილება ჭეშმარიტია.

IF…ELSE ოპერატორი
სინტაქსი :

if (condition)
code to be executed if condition is true;
else
code to be executed if condition is false;

მაგალითი :
მიმდინარე მაგალითი დაბეჭდავს “Have a nice weekend!” თუ მიმდინარე დღეა პარასკევი, თუ არადა “Have a nice day!”:

<html> 
<body> 
<?php 
$d=date("D"); 
if ($d=="Fri") 
  echo "Have a nice weekend!";  
else 
  echo "Have a nice day!";

თუ ოპერატორი შედგება ერთზე მეტი ხაზისაგან, მაშინ ის უნდა გამოიყოს ფიგურული ფრჩხილებით.

<html> 	 
 
 
<body> 
<?php 
$d=date("D"); 
if ($d=="Fri") 
  { 
  echo "Hello!<br />";  
  echo "Have a nice weekend!"; 
  echo "See you on Monday!"; 
  } 
?> 
</body> 
</html>

ELSEIF ოპერატორი
სინტაქსი:

if (condition)
code to be executed if condition is true;
elseif (condition)
code to be executed if condition is true;
else
code to be executed if condition is false;

მაგალითი:
მიმდინარე მაგალითი დაბეჭდავს “Have a nice weekend, თუ მიმდინარე დღეა Friday, და “Have a nice Sunday!”, თუ მიმდინარე დღეა კვირა. სხვა შემთხვევაში დაბეჭდავს “Have a nice day!”:

<html> 
<body> 
<?php 
$d=date("D"); 
if ($d=="Fri") 
  echo "Have a nice weekend!";  
elseif ($d=="Sun") 
  echo "Have a nice Sunday!";  
else 
  echo "Have a nice day!";  
?> 
</body> 
</html>

PHP SWITCH ოპერატორი

თუ გვინდა მოვნიშნოთ კოდის ერთზე მეტი ბლოკი, გამოვიყენოთ Switch ოპერატორი.
switch ოპერატორი გამოიყენება გრძელი if..elseif..else ოპერატორების გრძელი კოდის თავიდან ასაცილებლად.
სინტაქსი:

switch (expression)
{
case label1:
code to be executed if expression = label1;
break;
case label2:

code to be executed if expression = label2;
break;
default:
code to be executed
if expression is different
from both label1 and label2;
}

მაგალითი :
ეს მუშაობს შემდეგნაირად:
· ხშირად განმეორებადი ერთი და იგივე გამოთქმა გამოიყენება ერთხელ.
· გამოთქმის მნიშვნელობა შედარდება სტრუქტურის თითოეული ვარიანტის მნიშვნელობასთან.
· თუ მოხდება დამთხვევა, კოდი ამ ვარიანტებთან გააკეთებს ასოცირებას.
· როდესაც კოდი გაეშვება, break გამოიყენება შემდეგ ვარიანტში გაშვებული კოდის შესაჩერებლად.
· სტანდარტული(default) ცნობა გამოიყენება თუ არც ერთი ვარიანტი არ არის ჭეშმარიტი.

<html> 
<body> 
<?php 
switch ($x) 
{ 
case 1: 
  echo "Number 1"; 
  break; 
case 2: 
  echo "Number 2"; 
  break; 
case 3: 
  echo "Number 3"; 
  break; 
default: 
  echo "No number between 1 and 3"; 
} 
?> 
</body> 
</html>

PHP მასივები

რა არის მასივი?
როდესაც ვმუშაობთ PHP-ში, ადრე თუ გვიან, დაგვჭირდება შევქმნათ მრავალი მსგავსი ცვლადი.
იმის მაგივრად რომ შევქმნათ მრავალი ცვლადი, ჩვენ შეგვიძლია მოვაქციოთ ის მასივში.
მასივში თითოეულ ელემენტს აქვს საკუთარი ID, ამიტომ მასთან მიმართვა იქნება ძალიან ადვილი.
ქვემოთ მოყვანილია სამი განსხვავებული მასივი:

· Numeric array(რიცხობრივი მასივი) – მასივი რიცხობრივი ID გასაღებით
· Associative array(ასოცირებული მასივი) – მასივი, სადაც თითორული ID გასაღები ასოცირებულია მნიშვნელობასთან.
· Multidimensional array(მულტისივრცული მასივი) – მასივი შეიცავს ერთ ან მეტ მასივს.

რიცხობრივი მასივები
არსებობს სხვადასხვა გზა რიცხობრივი მასივის შექმნისა.
მაგალითი 1:
მაგალითი, სადაც ID გასაღები შექმნილია ავტომატურად:

$names = array(“Peter”,”Quagmire”,”Joe”);

მაგალითი 2:
მაგალითი, სადაც ID გასაღები ხელით უნდა მივუთითოთ:

$names[0] = “Peter”;
$names[1] = “Quagmire”;
$names[2] = “Joe”;

ID გასაღებები შესაძლოა გამოვიყენოთ სკრიპტში:

<?php 
$names[0] = "Peter"; 
$names[1] = "Quagmire"; 
$names[2] = "Joe"; 
echo $names[1] . " and " . $names[2] .  
" are ". $names[0] . "'s neighbors"; 
?>

კოდი დაბეჭდავს:

Quagmire and Joe are Peter’s neighbors

ასოცირებული მასივები
როდესაც ვაბრუნებთ სპეციფიური სახელების მონაცემებს, რიცხვითი მასივი ყოველთვის არ გამოგვადგება.
ასოცირებული მასივით ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელობები გამოვიყენოთ, როგორც გასაღებები და მივანიჭოთ მათ მნიშვნელობები.
მაგალითი 1:
ამ მაგალითში, მასივი სხვადასხვა პიროვნებებს ანიჭებს წლოვანებებს:

$ages = array(“Peter”=>32, “Quagmire”=>30, “Joe”=>34);

მაგალითი 2:
ეს მაგალითი იგივეა რაც პირველი მაგალითი, მხოლოდ აჩვენებს მასივის შექმნის განსხვავებულ გზას:

$ages[‘Peter’] = “32”;
$ages[‘Quagmire’] = “30”;
$ages[‘Joe’] = “34”;

ID გასაღებები შესაძლებელია გამოვიყენოთ სკრიპტში:

<?php 
$ages['Peter'] = "32"; 
$ages['Quagmire'] = "30"; 
$ages['Joe'] = "34"; 
echo "Peter is " . $ages['Peter'] . " years old."; 
?>

კოდი დაბეჭდავს:

Peter is 32 years old.

მულტისივრცული მასივები

მაგალითი:
ამ მაგალითში ჩვენ შევქმნით მულტისივრცულ მასივებს, ავტომატურად მინიჭებული ID გასაღებებით:

$families = array 
( 
  "Griffin"=>array 
  ( 
  "Peter", 
  "Lois", 
  "Megan" 
  ), 
  "Quagmire"=>array 
  ( 
  "Glenn" 
  ), 
  "Brown"=>array 
  ( 
  "Cleveland", 
  "Loretta", 
  "Junior" 
  ) 
);

ქვემოთ მოყვანილი მასივი გამოიყურება ასე, თუ დაწერილია ბეჭდვაზე:

Array 
( 
[Griffin] => Array 
  ( 
  [0] => Peter 
  [1] => Lois 
  [2] => Megan 
  ) 
[Quagmire] => Array 	 
 
 
  ( 
  [0] => Glenn 
  ) 
[Brown] => Array 
  ( 
  [0] => Cleveland 
  [1] => Loretta 
  [2] => Junior 
  ) 
)

მაგალითი 2:
შევეცადოთ გამოვსახოთ ერთი მნიშვნელობა:

echo “Is ” . $families[‘Griffin’][2] .
” a part of the Griffin family?”;

კოდი დაბეჭდავს:

Is Megan a part of the Griffin family?

PHP ციკლები

ციკლი
ძალიან ხშირად, როდესაც ვწერთ კოდს, კოდის ერთი და იგივე ბლოკის გაშვება გვჭირდება რომოდენიმეჯერ. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ციკლის ოპერატორები.
PHP-ში არსებობს შემდეგი ციკლის ოპერატორები:
· while – მიმართავს კოდის ბლოკს სანამ სპეციფიური მითითება ჭეშმარიტია
· do…while – კოდის ბლოკს მიმართავს ერთხელ და იმეორებს ციკლს მანამ სანამ სპეციფიური მითითება ჭეშმარიტია
· for – კოდის ბლოკს მიმართავს n-ჯერ
· foreach – მიმართავს მასივში არსებული თითოეული ელემენტისათვის

WHILE ოპერატორი
სინტაქსი :

while (condition)
code to be executed;

მაგალითი
მიმდინარე მაგალითი დემონსტრაციას უკეთებს ციკლს, რომელიც გაეშვება მანამ სანამ i ნაკლებია, ან ტოლი 5-ზე. i თითიეულ ციკლზე გაიზრდება 1-ით:

<html> 
<body> 	 
<?php  
$i=1; 
while($i<=5) 
  { 
  echo "The number is " . $i . "<br />"; 
  $i++; 
  } 
?> 
</body> 
</html>

DO…WHILE ოპერატორი
სინტაქსი

do
{
code to be executed;
}
while (condition);

მაგალითი
მიმდინარე მაგალითი i-ს მნიშვნელობას გაზრდის ერთხელ და ეს გაგრძელდება მანამ სანამ i-ს მნიშვნელობა არ იქნება 5:

<html> 
<body> 
<?php  
$i=0; 
do 
  { 
  $i++; 
  echo "The number is " . $i . "<br />"; 
  } 
while ($i<5); 
?> 
</body> 
</html>

FOR ოპერატორი
სინტაქსი

for (initialization; condition; increment)
{
code to be executed;
}

შენიშვნა: For ოპერატორს აქვს სამი პარამეტრი. პირველი პარამეტრი აღწერს ცვლადებს, მეორე პარამეტრი განსაზღვრავს პირობას და მესამე პარამეტრი შეიცავს ზრდას. თუ გვაქვს ერთზე მეტი ცვლადის, ან ზრდის პარამეტრი, ისინი უნდა გამოიყოს წერტილებით. პირობამ უნდა დააბრუნოს True, ან False.
მაგალითი
მიმდინარე მაგალითი დაბეჭდავს “Hello World!”-ს ხუთჯერ:

<html> 
<body> 
<?php 
for ($i=1; $i<=5; $i++) 
{ 
  echo "Hello World!<br />"; 
} 
?> 
</body> 
</html>

FOREACH ოპერატორი
თითოეულ ციკლზე, მიმდინარე მასივის ელემენტის მნიშვნელობა ინიშნება $value – ასე რომ შემდეგ ციკლზე, ჩვენ დავინახავთ შემდეგ ელემენტს.
სინტაქსი

foreach (array as value)
{
code to be executed;
}

მაგალითი

<html> 
<body> 
<?php 
$arr=array("one", "two", "three"); 
foreach ($arr as $value) 
{ 
  echo "Value: " . $value . "<br />"; 
} 
?> 
</body> 
</html>

PHP ფუნქციები

PHP ფუნქციების შექმნა
ფუნქცია არის კოდის ბლოკი, რომლის გამოყენებასაც ჩვენ შევძლებთ სადაც გვინდა და როცა გვინდა.
PHP ფუნქციების შექმნა:
· ყველა ფუნქცია იწყება სიტყვით “function()”
· ფუნქციის სახელი – საშუალებას მოგვცემს მივხვდეთ რას ნიშნავს ფუნქცია. სახელი უნდა იწყებოდეს ასოთი.
· “{” – ფუნქციის კოდი იწყება ფიგურული ფრჩხილის დამატების შემდეგ.
· ჩავსვათ ფუნქციის კოდი

· “}” – ფუნქცია დასრულდება ფიგურული ფრჩხილის დახურვით

მაგალითი

<html> 
<body> 
<?php 
function writeMyName() 
  { 
  echo "Kai Jim Refsnes"; 
  } 
writeMyName(); 
?> 
</body> 
</html>

PHP ფუნქციების გამოყენება

<html> 
<body> 
<?php 
function writeMyName() 
  { 
  echo "Kai Jim Refsnes"; 
  } 
echo "Hello world!<br />"; 
echo "My name is "; 
writeMyName(); 
echo ".<br />That's right, "; 
writeMyName(); 
echo " is my name."; 
?> 
</body> 
</html>

კოდი დაბეჭდავს:

Hello world!
My name is Kai Jim Refsnes.
That’s right, Kai Jim Refsnes is my name.

PHP ფუნქციები – პარამეტრების დამატება

ჩვენი პირველი ფუნქცია (writeMyName()) არის ძალიან მარტივი ფუნქცია. ის წერს მხოლოდ სტატიკურ სტრინგს.
ფუნქციაზე უფრო მეტი ფუნქციონალურობის დამატებისათვის, ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ პარამეტრები. პარამეტრი არის, როგორც ცვლადი.
მაგალითი 1
მიმდინარე მაგალითი დაწერს განსხვავებულ სახელს, მაგრამ იგივე გვარს:

<html> 
<body> 
<?php 
function writeMyName($fname) 
  { 
  echo $fname . " Refsnes.<br />"; 
  } 
echo "My name is "; 
writeMyName("Kai Jim"); 
echo "My name is "; 
writeMyName("Hege"); 
echo "My name is "; 
writeMyName("Stale"); 
?> 
</body> 
</html>

კოდი დაბეჭდავს:

My name is Kai Jim Refsnes.
My name is Hege Refsnes.
My name is Stale Refsnes.

მაგალითი 2
მიმდინარე ფუნქციას აქვს ორი პარამეტრი:

<html> 
<body> 
<?php 
function writeMyName($fname,$punctuation) 
  { 
  echo $fname . " Refsnes" . $punctuation . "<br />"; 
  } 
echo "My name is "; 
writeMyName("Kai Jim","."); 
echo "My name is "; 
writeMyName("Hege","!"); 
echo "My name is "; 
writeMyName("Ståle","..."); 
?> 
</body> 
</html>

კოდი დაბეჭდავს:

My name is Kai Jim Refsnes.
My name is Hege Refsnes!
My name is Ståle Refsnes…

PHP ფუნქციები – მნიშვნელობების დაბრუნება
მაგალითი

<html> 	 
 <body> 
<?php 
function add($x,$y) 
  { 
  $total = $x + $y; 
  return $total; 
  } 
echo "1 + 16 = " . add(1,16) 
?> 
</body> 
</html>

კოდი დაბეჭდავს:

1 + 16 = 17

PHP ფორმები და ველები

PHP ფორმა
ფორმის მაგალითი:

<html> 
<body> 
<form action="welcome.php" method="post"> 
Name: <input type="text" name="name" /> 
Age: <input type="text" name="age" /> 
<input type="submit" /> 
</form> 
</body> 
</html>

მაგალითი HTML გვერდზე შეიცავს ორ ველს და ერთ ღილაკს. როდესაც მომხმარებელი შეავსებს ველებს და იმოქმედებს ღილაკზე, ფორმის მონაცემები გაიგზავნება “welcome.php” ფაილში.
“welcome.php” ფაილი გამოიყურება ასე:

<html> 
<body> 
Welcome <?php echo $_POST["name"]; ?>.<br /> 
You are <?php echo $_POST["age"]; ?> years old. 
</body> 
</html>

კოდი დაბეჭდავს:

Welcome John.
You are 28 years old.

PHP $_GET

THE $_GET ცვლადი
$_GET ცვლადი არის სახელების მასივი და HTTP GET მეთოდით გაგზავნილი მნიშვნელობები.
$_GET ცვლადი გამოიყენება ფორმა method=”get”-დან მნიშვნელობების შესაკრებად. ინფორმაცია, გაგზავნილი ფორმიდან GET მეთოდით ჩანს ყველასათვის (ის გამოისახება ბრაუზერის მიმსამართების პანელზე) და მას აქვს ინფორმაციის გაგზავნის ლიმიტი (მაქს. 100 სიმბოლო).
მაგალითად

<form action="welcome.php" method="get"> 
Name: <input type="text" name="name" /> 
Age: <input type="text" name="age" /> 
<input type="submit" /> 
</form>

როდესაც მომხმარებელი იმოქმედებს ღილაკზე, გაგზავნილი URL გამოიყურება ამის მსგავსად:

http://geocg.myweb.ge/welcome.php?name=Peter&age=37

“welcome.php” ფაილს ახლა უკვე შეუძლია გამოიყენოს $_GET ცვლადი მონაცემების მისაღებად:

Welcome <?php echo $_GET["name"]; ?>.<br /> 
You are <?php echo $_GET["age"]; ?> years old!

$_REQUEST ცვლადი

PHP $_REQUEST ცვლადი შეიცავს ყველა ცვლადს : $_GET, $_POST, და $_COOKIE.
PHP $_REQUEST ცვლადი შესაძლებელია გამოვიყენით ფორმიდან მონაცემების შედეგების მისაღებად, რომლებიც გაიგზავნა ორივე GET და POST მეთოდებით.
მაგალითად:

Welcome <?php echo $_REQUEST["name"]; ?>.<br /> 
You are <?php echo $_REQUEST["age"]; ?> years old!

PHP $_POST

$_POST ცვლადი
$_POST ცვლადი არის სახელების მასივი და HTTP POST მეთოდით გაგზავნილი მნიშვნელობები.
$_POST ცვლადი გამოიყენება ფორმა method=”post”-დან მნიშვნელობების შესაკრებად. ინფორმაცია, გაგზავნილი ფორმიდან POST მეთოდით არ ჩანს და მას არ აქვს ინფორმაციის გაგზავნის ლიმიტი.
მაგალითი

<form action="welcome.php" method="post"> 
Enter your name: <input type="text" name="name" /> 
Enter your age: <input type="text" name="age" /> 
<input type="submit" /> 
</form>

“welcome.php” ფაილს ახლა უკვე შეუძლია გამოიყენოს $_POST ცვლადი მონაცემების მისაღებად:

Welcome <?php echo $_POST["name"]; ?>.<br /> 
You are <?php echo $_POST["age"]; ?> years old!
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანა ამბობს:
    18 ივლისი, 2011წ. 00:57სთ.

    adobedreamweavercs3-ში როგორ ვწერო php-ზე კოდები? აი მაგალითად hello world რომ დავაბეჭდინო, იქ php უნდა ავურჩიო თავიდან შიგ ჩავწერო კოდი და შევინახო php გაფართოებით? რომ ვუშვებ მთელი კოდი გამოაქვს 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანა ამბობს:
    20 ივლისი, 2011წ. 00:56სთ.

    ჰაჰ. ეხლა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ლექტორი ამას იყენებს ზუსტაად და ამითი ასწავლიისს 😀 მაგალითებიც კი იგივეააა, სახელებიც კი არ შეუცვლიააა 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. აჩო ამბობს:
    28 ოქტომბერი, 2012წ. 15:28სთ.

    ანა ჯერ დავიწყოთ იმით რომ adobedreamweavercs3 ამას ნუ იყენებ notepad++ ეს გამოიყენე dreamweaver-ში გამზადებული კოდებია და თუ სწავლა გინდა ხელით წერო გირჩევნია მერე როცა სერვერი დააყენე xampp ეს მე ყველას მირჩევნია და მაგ ლექტორებმა თავისთვის არაფერი იციან და შენ რა უნდა გასწავლონ ჯობს შენით ისწავლო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. გიო ამბობს:
    15 თებერვალი, 2013წ. 11:57სთ.

    მე ვერაფერი ვერ გავიგე მარა ჯიგარი ხარ 🙂
    თუ შეგიძლია შემასწავლო და რამდენად HTML გავლილი მაქვს კურსი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნიკა ამბობს:
    15 მაისი, 2015წ. 15:12სთ.

    ინტერნეტში php როგორ გავუშვა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ანტიქრისტე – “ქვეყნის აღსასრული”

მსურს შემოგთავაზოთ სტუდია გრაალის მიერ შექმნილი უკვე არც ისე ახალ ფილმი სახელად “ქვეყნის აღსასრული”, თუმა იგი ცნობილია როგორც “ანტიქრისტე”-ს სახელითაც.
უცქირეთ დაფიქრდით და გამოთქვით თქვენი გულრწფელი აზრი…
[ვიდეო…]

DU