1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბანდური ჟარგონები ხელით ანუ “Gang Signs”

ალბად ყველას გვინახია ხელით ან ხელების კომბინაციით გადმოცემული ნიშნები ანუ ჟარგონები, რომლებიც ხშირად ჩანს მუსიკალურ თუ სხვაგვარ კლიპებში, ფილმებში და NBA-ას ჩემპიონატებზეც კი. თუკი დავაკვირდებით ეს ნიშნები უფრო ხშირია რეპის ჟანრის კლიპებსა და ვიდეოებში.
არიან ამის შემხედვარე ადამიანები, რომლებიც იღებენ მაგალითს და იგივეს აკეთებენ, მაგრამ არ იციან თუ რისი მნიშვნელია ან საერთოდ რატო აკეთებენ.
ნუ ეხლა მე ნამდვილად არ მიგრეხია თითები, მაგრამ სიმართლე გითხრათ მეც დღემდე არ ვიცოდი და არც ეხლა ვარ მაგ ამბის პროფესორი, მარა რაღაც-რუღაცა ინფორმაციები წავიკითხე და ზოგზოგიერთ რემეებს მივხვდი.

60-იან წლებში სამხრეთ ცენტრალურ ლოს ანჟელესის ქუჩებში გამოჩნდა ამერიკაში ყველაზე გავლენიანი ორი ბანდური დაჯგუფება “Bloods” და “Crips”. ეს ორი ბანდა დღითიდღე ძლიერდებოდა და ფესვებს იღრმავებდა. 80-იან წლებში ამ ორ ბანდას შორის დიდი სასტიკი ომი გაჩაღდა მიზეზი კი ის იყო, რომ ვერ გაიყვეს კოკაინის სავაჭრო ტერიტორიები.

შემდეგ მაგ ამბებზე 1991 წელს კინოც კი გადაიღეს სახელად “Boyz n the Hood”.

1998 წელს დაახლოებით ბანდის ორივე მხრიდან ამ ომობანას 399 წევრი შეეწირა, 1995 კი 805-ამდე მსხვერპლს აღწევს. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება, მაგრამ მცირე მაშტაბებით. ძველი გავლენა მოსუსტდა და ბანდის წევრობაც გამეჩხერდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთელს მსოფლიოში მათმა არსებობამ დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდობაზე და არა მარტო. თუკი ჩავთვლით ამ ბანდების ასევთქვათ ფანატებსა და მიმდევრებს სულ 150 000 ადამიანს ითვლის.

როგორც გითხარის ეს ორი ბანდა ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან და ამიტომაც ერთმანეთისაგან განსხვავებულნი არიან ქცევით, ჩაცმულობითა და ზემოთ ხსენებულ ხელის ჟარგონებით.

Bloods-ის წევრები ყოველთვის წითელ ფერ ანიჭებენ უპირატესობას ჩაცმაშიც, ავომობილის ფერებშიც და სხვა. მათ მაისურებზე C ასო გადახაზული ახატიათ Crips ბანდის დასამცირებლად. ჩაცმულობაში ხშირი ატრიბუტია წითელი ბენდანა.

Crips-ის წევრები კი ლურჯ ფერს ანიჭებენ უპირატესობას. მაისურებზე Bloods-ის მაგივრად Cloods აწერიათ მოწინააღმდეგეთა დასაცინად (Clouds ინგლისურიდან ღრუბლებს ნიშნავს, მარა Cloods არ ვიცი).

ასევე ატარებენ სპორტული ჩასაცმლის მწარმოებელი “British Knight”-ის სამოს, ფეხსაცმელებს, რომელზედაც როგორც წესი ორი ინიციალია გამოსახული “BK”, ამ ორ ინიციალებს თავისებურად ინტერპრეტაციას უკეთებენ როგორც “Blood killas”, Blood-ის მკვლელები.

ხოდა მოკლედ ასეთი ამბებია.
ეხლა დაუბრუნდეთ ხელის ჟარგონებს. ბანდის წევრები, მიმდევრები, ფანატები თუ ასეშემდეგ ამ ხელის კომბინაციებით გამოხატავენ ამ ორი ბანდის ინტერესებსა თუ ასევთქვათ სლოგანებს, რომლებითაც შეგვიძლია დავადგინოთ თუ რომელი ბანდის მიმართაა კეთილგანწყობილი.
აქ დავდებ ჟარგონთა მცირე განმარტებათა ფოტოს:

არსებობს კიდევ სხვა მსგავსი ჟარგონები, მაგრამ ყველას თავს აქ ვერ მოუყრი. სამაგიეროდ ცოტათი მაინც მიხვდებით, რომ სანამ თითებს დავგრეხავდეთ თუ რისი მანიშნებელია. 🙂
ბევრი სწავლება არ მომინდომებია ამ საკითხზე და ამ ამბავში ჩახედული ხალხი მაპატიებენ თუკი რაიმე გამომრჩა 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. nika ამბობს:
    17 იანვარი, 2011წ. 23:40სთ.

    Blood – ების ცეკვა

    CRIP walk

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. caltvala bili ამბობს:
    6 თებერვალი, 2011წ. 18:03სთ.

    კაი რაგაცაა, ეგება იმ სულელებმაც ნახონ ვისაც ესეთი ქცევა და ცხოვრების წესი სამაგალითოდ მიაჩნია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

47 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 547 votes, average: 4.70 out of 5

› დავით გურამიშვილი: მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ნახეთ ვიდეო, სადაც დავით გურამიშვილის ლექს კითხულობს დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე:
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა › › ›

DU