1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მისისიპის ქარიყლაპია, იგივე თევზი-ალიგატორი

ეს ძველი და საუცხოვო ჯიშის თევზი გავრცელებულია ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ უცნაური ქარიყლაპიის სიგრძე 4.5 მეტრს აღწევს და ძალიან წააგავს ნიანგს, ამიტომაც მას თევზ-ალიგატორი შეარქვეს. ამ ტიპის თევზის ოჟახებიდან (Atractosteus spatula, Atractosteus tristoechus, Atractosteus tropicus, Lepisosteus oculatus, Lepisosteus osseus, Lepisosteus platostomus, Lepisosteus platyrhincus) მისისიპის ქარიყლაპია ყველაზე დიდია.
ისინი ძირითადად ბინადრობენ მტკნარ წყლებში, ჩრდილოეთ ცენტრალურ ამერიკაში ზოგიერთს კარიბის მლაშე ზყლებშიც შევხვდებით, მათ უყვართ საშვალო ზომის თბილი ტბები და მდინარეები, რომლებიც ბევრი ბალახითაა დაფარული.

ხშირად ამოდიან წყლის ზედაპირზე გასათბობად და ცოტა ჟანგბადსაც სუნთქავენ.

მისი მოგრძო ღონიერი ყბები მრავალი ნემსივით წვეტიანი კბილებითა შეიარაღებული. ტანზე კი ნიანგივით ჯავშანი აქვს, ამიტომაც მეთევზეებს ხშირად ალიგატორში ერევათ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს წყლის მტაცებელი ჯერ კიდევ დინოზავრების პერიოდში არსებობდა და მის შემდეგ გასულმა მთელმა 150 მილიონმა წელმა, მასზე ვერანაირი ევოლუციური გავლენა ვერ იქონია, რაზეც მისი გარეგნობაც მეტყველებს.

როგორც ავღნიშნე მას შეუძლია 4.5 მეტრი სიგრძესა და 100 კილოგრამზე მეტს მიაღწიოს. ჩამუქებულ და დაბინდულ წყლებში ბინადრობის გამო მას კარგი მხედველობა ესაჭიროება, ამიტომაცა, რომ მოზრდილი თვალები აქვს. მისი მოგრძო ტანი ისეთ იდეალურადაა შენიღბული, რომ თითქმის შეუმჩნეველია წყალში. ამ ჯიშის თევზს ყველა ჯიშებისაგან განსხვავებით გააჩნია უნიკალური საცურაო მუცლის ბუშტი, რომელიც კაპილარებით სისხლძარღვებს უერთდება და დაახლოებით ფილტვის ფუნქციას ასრულებს. იგი დროდარდო ამოყვინთავს გადაყლაპავს ჯანგბადს და ბუშტში იგროვებს შემდგომ კი ბუშტიდან სისხლძარღვებში ანაწილებს, ასეთი ორგანოს წყალობით მას შეუძლია ნაკლებჟანგბადიან წყლებშიც თავისუფლად იცხოვროს, რასაც სხვა დანარჩენი თევზები ვერ შესძლებენ და დაიხოცებიან.

ამ თევზის ხახა და კბილების განლაგება ძალიან გავს ნიანგისას. დედამიწაზე თევზებს შორის მას ყველაზე გრძელი 30-45 სანტიმეტრიანი ყბა აქვს, რომლებითაც მსხვერპლს თითქმის შუაზე სჭრის და შემდგომ მთლიანად ყლაპავს.

იგი ძირითადად იკვებება თევზებით და ასევე მცირე ზომის ფრინველებითა და ცხოველებით. ის საკმაოდ გაუმაძღარია და შეუძლია თითქმის შეუჩერებლად ნადირობა ჭამა, რადგანაც მის მუცელში 20 კილოგრამამდე საკვები ეტევა.

მისი დიდი ტანის გამო მოუქნელია და არ შეუძლია სწრაფ თევზებს დაედევნოს, ამიტომ გააჩნია ნადირობის თავისებური ტაქტიკა, ჩასაფრება და შემდეგ მსხვერპლზე შეტევა ან ჯერ მიჰყვება დინებას გაუნძრევლად და როგორც კი ახლომახლო ნადავლ შეამჩნევს თავს ესხმის.

მასზე თევზაობაც განსხვავებულად წარმოებს. ძირთადად ანკესითა და მარყუჟით. მათ ერთ კუნჭულში მიიტყუებენ და ალყაში მოქცეულს თავს ესხმიან. მას საკვებად ძალიან იშვიათად იყენებენ, ამიტომაც არ გვხვდება კომერციულ დაწესებულებებში. ხოლო რაც შეეხება მის კვერცხებს სასტიკად აკძალულია მათი შეხება, რადგანა იგი შეიცავს მომწამლავ შხამებს.
მათზე მხოლოდ აზარტის გამოთევზაობენ და მათი დაჭერა ყველას არ ძალუცს. მე პირადად თევზაობის დიდი მოყვარული ვარ და სიამოვნებით ვინადირებდი თევზ-ალიგატორზე.

პატარა ვიდეო:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

დაბლა ნახეთ თევზ-ალიგატორის ფოტოები:

[გალერეა...]
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› JSON.parse() – უცნაური შეცდომა და მისი აღმოფხვრა

ადრეც ბევრჯერ გამომიყენებია ჯავასკრიპტში JSON.parse() და უპრობლემოდ ფუნქციონირებდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ლოკალურზე ანუ localhost-ზე არასოდეს მქონია მისი გამოყენების აუცილებლობა (ასე მგონია).
ხოდა რაშია საქმე ეს დღეები რაღაც პროექტზე ვმუშაობ სადაც › › ›

DU