1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» WordPress Plugin: WPGP-Keyboard (კლავიატურა)

მოგესალმებით.

დღეს მინდა გიჩვენოთ ჩემი ახალი ვორდპრესის პლაგინი სახელად: “WP Gigol Plugin Keyboard”.
ეხლა რა არის ეს და რისი მაქნისია. ეს პლაგინი უზრუნველყოფს გუგლეს ბაზაზე გაწყობილი ვირტუალური კლავიატურის ვორდპრესთან ინტეგრირებას ანუ….

პლაგინის დაყენებისა და პარამეტრების გაწყობის შემდგომ თქვენს საიტზე გამოჩნდება კლავიატურის კილაკ-ნიშანი:

plugin

რომელზეც დაკლიკვისას გამოვა ვირტუალური მრავალენოვანი კლავიატურა და ამავდროულად კლავიატურის ენების ჩამონათვალი.

plugin

კლავიატურის გააქტიურების შემთხვევაში აკრეფილი ტექსტის სიმბოლოები დაემთხვევა კლავიატურაზე არჩეული ენის სიმბოლოებს, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია სუვილისამებრ.

ამ პლაგინს გააჩნია საადმინისტრაციო პარამეტრების სამართავი, რომელშიც ვირჩევთ თუ რა ენები გვსურს რომ გამოჩნდეს ჩამონათვალში და რომელი ენა იყოს ავტომატურად საწყის ენად არჩეული.

plugin

ასევე შეგვიძლია მიუთითოთ იმ ტექსტის შემტან ელემენტების ID-ეები, რომლებთანაც ექნება მხარდაჭერა, სტანდარტული პლაგინის მხარდაჭერა კი გააქტიურებულია კომენტარებისა და ძებნის ელემენტთათვის.
გაითვალისწინეთ, რომ თუკი მოინდომებთ თქვენი სასურველი ელემენტის არჩევას, უნდა შეიტანოთ HTML-ში გამოჩენილი მისივე ID-ეს მნიშვნელობა და აუცილებელია ყოველი ID-ეს შეტანისას მნიშვნელობა ჩასმული იყოს ბრჭყალებში (‘comment’,’author’,’s’), ხოლო ახალი ID-ეს მნიშვნელობები მძიმეთი (,) იყოს გამოყოფილი.

არის კიდევ იმის შესაძლებლობაც თუ სად მოვახდინოთ კლავიატურის ჩამრთველი ღილაკის ჩაშენება ანუ გამოჩენა. სტანდარტულად იგი კომენტარის შესატანი ელემენტის თავზე ჩნდება.

სხვა რავი გადაწერეთ და მოსინჯეთ, მეც კიდევ დავხვეწავ და სიახლეებს შეგატყობინებთ.

გადმოწერეთ, დააყენეთ და შეაფასეთ: WordPress Gigol Plugin Keyboard 1.1

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი I

დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა › › ›

DU