1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა. 1014 წ.
ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში, მცირე შემაღლებაზე და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.
ტაძარი აშენებულია 1010 – 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XI ს-ის პირველი ნახევრისა. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული.
1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III -ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც XVII საუკუნისაა.
შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ – ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები (“ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”,”ჯვრის ამაღლება” და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. მაგრამ ეს ცალკეული დამოუკიდებელი სამკაულები კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელი ნაწილებია.
ქართულ ტაძართა სკულპტურული გაფორმება ნიკორწმინდაში მწვერვალს აღწევს. სწორედ ამიტომ უძღვნა დიდმა ქართველმა პოეტმა გალაკტიონმა “ქებათა ქება ნიკორწმინდას”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანი ამბობს:
    26 იანვარი, 2011წ. 16:01სთ.

    გალაქტიონი არა სწორი გალაკტიონი…:):)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

12 votes, average: 4.33 out of 512 votes, average: 4.33 out of 512 votes, average: 4.33 out of 512 votes, average: 4.33 out of 512 votes, average: 4.33 out of 5

› ვაჟა ფშაველა: რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა.
მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:
– მე გადავხტები და შენ რაგა გეშველებაო?
– განა მე კი ვეღარ გადავხტებიო?! – უთხრაჭიანჭველამ.
რწყილმა ისკუპა – გადახტა.
ჭიანჭველამ ისკუპა – წყალში › › ›

DU