1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე)

ცოტნე დადიანი – ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები. „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“ –ასე ახასიათებს მას ჟამთააღმწერელი „ასწლოვან მატიანეში“ და დასძენს, „პატივოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი“.

1235 წელს საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. რუსუდანმა მათთან დაზავება გადაწყვიტა, მითუმეტეს, რომ დახმარების იმედი არსაიდან ჩანდა. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მეთაურობით ბათო–ყაენთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. 1243 წელს დაიდო ზავი, საქართველო „ოქროს ურდოს“ მფლობელობაში მოექცა. ზავის თანახმად, სამეფო ხელისუფლება ქვეყანაში ხელუხლებლად რჩებოდა, მეფობის პრეტენდენტს ყაენი ამტკიცებდა. ქართველებს უნდა გადაეხადათ ხარკი – 50 ათასი პერპერა, საჭიროების შემთხვევაში კი მონღოლთა მხარეზე საბრძოლველად სამხედრო ძალა უნდა გამოეყვანათ. ზავის დადების შემდეგ რუსუდანმა თავისი ძე დავითი, რომელიც მანამდე თანამოსაყდრედ დასვა, ყაენთან გააგზავნა მეფედ დასამტკიცებლად. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა და დაიწყო უმეფობის ხანა. ტახტის მემკვიდრე დავითი ჯერ კიდევ არ იყო ურდოდან დაბრუნებული. მონღოლებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და საქართველო, მონღოლური წესის მიხედვით, დუმნებად დაყვეს. დუმნისთავობა დამპყრობლებმა ცნობილ ქართველ დიდებულებს: ეგარსლან ბაკურციხელს, შანშე მხარგრძელს, ყვარყვარე ჯაყელს, გრიგოლ სურამელს, ცოტნე დადიანს და სხვებს უბოძეს.

მონღოლთა ბატონობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, მათ საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.

შეთქმულები ჯავახეთში, კოხტასთავზე შეიკრიბნენ: „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი შეკრებისა“. შეკრების ადგილად რკინის ჯვარი, სამცხესა და ღადოს შორის არსებული ტერიტორია დასახელდა. თათბირი დასრულდა თუ არა, პირველებმა კოხტასთავი დატოვეს ცოტნე დადიანმა და კახაბერ კახაბერის ძემ, რომელთაც ყველაზე დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი. ისინი იმერეთ–აფხაზეთსა და რაჭა–თაკვერში უნდა გადასულიყვნენ და ლაშქრის შეგროვების შემდეგ, დანიშნულ დროზე რკინის ჯვარზე გამოცხადებულიყვნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ გასცა შეთქმულები –მოულოდნელად მონღოლთა ჯარები, ბიჩოისა და ანგურგის სარდლობით, თავს დაესხნენ ქართველ დიდებულებს, შეიპყრეს და ანისის ქვეყანაში, იმ ადგილას წაიყვანეს, რომელსაც „შირავაკანი“ ერქვა. მონღოლთა მთავარმა ნოინმა, ჩარმაღანმა, რომელიც ნდობით ეპყრობოდა ქართველებს, იუცხოვა მათი ღალატი და გაკვირვებული შეუდგა დაკითხვას.

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ აჯანყების განზრახვა არ ჰქონიათ. მონღოლებმა მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

ამასობაში ციხის–ჯვარში შეხვედრის დროც დადგა. ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ანისში ცოტნემ იხილა რა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ.

მონღოლებს არ დასჭირვებიათ ეკითხათ, ვინ იყო ამ უცნაური საქციელის ჩამდენი, ჟამთააღმწერლის ცნობით, მას, „კაცსა კეთილსა და სრულს“ ყველა ძალიან კარგად იცნობდა. ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, – უპასუხა ცოტნემ. ამ პასუხით ყველა სახტად დარჩა. ცოტნე დადიანის თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, განსაკუთრებით ჩაღატა ნოინზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის ამბავი, მისი გმირობა რწმენის, სიყვარულისა და თავდადების მაგალითია. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა ხობის უძველეს ტაძარში შემორჩენილია ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების ფრესკა, ხოლო ქ. ფოთში დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ცოტნე დადიანის ძეგლი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

57 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. სესილი ამბობს:
    21 მაისი, 2014წ. 12:59სთ.

    რა მაგარია… გადავწერ და დავალებაც მზადაა…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარიამი ამბობს:
    9 ივნისი, 2014წ. 15:59სთ.

    სად დაიკრდზალა???

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინი ამბობს:
    15 ოქტომბერი, 2014წ. 16:12სთ.

    რა კაია გამომადგა თემის დასაწერად ^_^ ^_^

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. გიორგი ამბობს:
    19 ოქტომბერი, 2014წ. 14:36სთ.

    აუუ მეც გადასაწერი მაქვს და ძალიან მეზარება :@ :@ ::@

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნინიკო ამბობს:
    20 ოქტომბერი, 2014წ. 13:13სთ.

    რამხელა რა გადაწერს ამას:(

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ანანო ამბობს:
    22 ოქტომბერი, 2014წ. 20:15სთ.

    ეეხხ სადღა არიან ახლანდელ დროში ასეთი ადამიანები… ვახ ვახ ვახ…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ანი ამბობს:
    5 ნოემბერი, 2014წ. 17:55სთ.

    კარგი საიტია საკმაოდ ამ ინფორმაციას აუცილებლად ამოვბეჭდავ პრეზენტავია მაქვს გასაკეტებელი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ლაშა ამბობს:
    11 ნოემბერი, 2014წ. 11:44სთ.

    იმენა ძაან მაგარია რა ეს საკონტროლოში გამომადგა 10ანი მივიგე 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. თეკლა ამბობს:
    11 თებერვალი, 2015წ. 17:38სთ.

    მაგარია ძაან

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნინი ამბობს:
    12 ოქტომბერი, 2015წ. 12:12სთ.

    ძალიან კარგია დავალების დასაწერად ძალიან დამეხმაარებაა.. 🙂 ესეც ჩემი დავალებაა :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ტატო ამბობს:
    22 ოქტომბერი, 2015წ. 19:02სთ.

    ძაან მაგარია. ქართულის ტემის დაწერაში დამეხმარა კარგად. ეს რომ არა, წვალება მომიწევდა 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ელე ამბობს:
    28 ოქტომბერი, 2015წ. 18:45სთ.

    დააა…ქართულის დავალებაც მზად არის 😀 მადლობა ავტორს 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ცოტნე ამბობს:
    8 დეკემბერი, 2015წ. 14:26სთ.

    აუ მაგარია თემის მომზადებაში დამეხმარა!!!!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ლევანი ამბობს:
    24 დეკემბერი, 2015წ. 18:57სთ.

    კაია ზუსტად ეს მინდოდა 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. მარი ამბობს:
    15 თებერვალი, 2016წ. 14:24სთ.

    კარგი თემაა. ისტორიაში მქონდა მოსაძიებლად ინფორმაცია ცოტნე დადიანზე და აქედან გდავწერე. მადლობა ავტორს…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ლიკა ამბობს:
    30 მაისი, 2016წ. 13:20სთ.

    რატომ არ წერია სად დაკრძალეს?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. იზაკო ამბობს:
    31 ოქტომბერი, 2016წ. 13:32სთ.

    სად არის დაკრძალული?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

23 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 523 votes, average: 4.22 out of 5

› ბიოგრაფია: ლადო ასათიანი (1917-1943)

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.
ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ › › ›

DU