1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ვაჟა ფშაველა: რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა.
მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:

– მე გადავხტები და შენ რაგა გეშველებაო?
– განა მე კი ვეღარ გადავხტებიო?! – უთხრაჭიანჭველამ.

რწყილმა ისკუპა – გადახტა.
ჭიანჭველამ ისკუპა – წყალში ჩავარდა.
შეეხვეწა რწყილს: – ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობ!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან დასთხოვა:

– ღორო, მომე ჯაგარი,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ღორმა უთხრა:
– შენ რო ჩემტვის რკო არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა:
– მუხავ, მომე რკო,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

მუხამ უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა:
– ყვავო, ეხსენ მუხასა,
მუხამომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ყვავმა უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის წიწილა არმოგიყვანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:
– კრუხო, მომე წიწილა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კრუხმა უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა,დახტა, მივიდა ორმოსთან და სთხოვა:
– ორმოვ, მომე ფეტვი,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოსმივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ორმომ უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის თაგვი არმოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და სთხოვა
: – თაგვო, ეხსენ ორმოსა,
რმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრიყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

თაგვმა უთხრა:
– შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდაკატასთან და სთხოვა:
– კატავ, ეხსენ თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობსმუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კატამ უთხრა:
– შენ როჩემთვის რძე არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ძროხასთან და სთხოვა:
– ძროხავ, მომე რძე,
რძეს მივუტან კატასა,
კატა დასთმობს თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმომომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემსჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა – ბაწარსა,
ჩავუგდებ ამოვიყვან
ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ძროხამ უთხრა:
– შენ რო ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო!

რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა.
ძროხამმისცა რძე, რძე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსაჟ თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილა მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამმოსცარკო, რკოს მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა.
ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველანაპირს გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. მერე ისევ გაუდგნენ ძმურად გზასა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ვან ამბობს:
    14 ივლისი, 2015წ. 10:38სთ.

    და ვინ თქვა, რომ “რწყლი და ჭიანჭველა” ვაჟასია?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ქეთევანი ამბობს:
    27 დეკემბერი, 2016წ. 04:33სთ.

    „რწყილი და ჭიანჭველა“ შიო მღვიმელის დაწერილია. გაასწორეთ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 5

› სასარგებლო პროექტი Geotubers.ge

ეს არაა რეკლამა და არც არავის უთხოვია ამის დაპოსტვა, უბრალოდ კარგ წამოწყებად ჩავთვალე და ვიფიქრე თქვენც გაგიზიარებთ მეთქი.
Geotubers.ge არსებობს ასეთი ქართული პროექტი საიტი და GeoTubersGe არხი იუტუბში, რომელიც ზრუნავს და › › ›

DU