1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: მერაბ კოსტავა (1939–1989)

მერაბ კოსტავა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.

1946 წელს მშობლებმა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. მეგობრებს საერთო მიზანი აერთიანებდა –სამშობლოს თავისუფლება. მე–9 კლასიდან მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდა. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეათე კლასის მოსწავლე 1956 წელს პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა–გავრცელების გამო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. სურდა პიანისტი გამხდარიყო. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი, მაგრამ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათ“–ო და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის. მეორედ 1977 წლის 7 აპრილს დააპატიმრეს. საბაბი ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო. „ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე – ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში კა-გე-ბე იყო შესული.“– იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი. ერთი წელი იჯდა სუკ-ის ციხეში. 1978 წელს 3 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ყოფნა და ორი წლით გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებაში ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში იყო. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება. „ჩვენ ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია… ავტირდი. მერაბი კი მტკიცე კაცი იყო. მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მერაბმა თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ ჩვენთან ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა”–იხსენებს ზურაბ შაუთიძე.

1977 წლიდან 1987 წლამდე კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრეს. 5 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლებაში 10 წელი გაატარა. იგი შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ–შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.

მერაბის გადასახლებაში ყოფნის დროს, თბილისში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე მისმა ვაჟიშვილმა, დიდი იმედების მომცემმა პოეტმა–ირაკლი კოსტავამ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს – „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენო“. ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა.

ზვიადთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო“ შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში? ის პასუხობდა: „მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო“, მაგრამ არ დასცალდა. „საქართველოს სინდისი“ მერაბ კოსტავა, 1989 წლის 13 ოქტომბერს, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. shalva ამბობს:
    30 აგვისტო, 2011წ. 18:37სთ.

    ასეთი გმირები გვიმრავლოს ღმერთმა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Touchy Remix მაგიდა

Touchy Remix ასე ქვია ამ მაღალ ტექნოლოგიურ მაგიდას, რომელის გაბარიტებია 132,5 x 75 x 96,5 სმ. და მუშაობს Apple Mac Mini პლატფორმაზე. აქვს 40 დიუმიანი მონიტორი, რომლის პარამეტრებია WXGA (1280×800). › › ›

DU