1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები (920–1005)

იოანე მთაწმინდელი – ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი, ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი, ექვთიმე ათონელის მამა. დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი). დავით კურაპალატის კართან დაახლოებული მის ჯარსაც კი სარდლობდა, მაგრამ დატოვა ოჯახი, სასახლის კარი და ოთხთა ეკლესიის ლავრაში ფარულად შედგა ბერად.

როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემო მიწები“ დაუმტკიცა, სამაგიეროდ, მძევლად წაიყვანა დიდებულთა შვილები. მათ შორის იყო იოანეს მცირეწლოვანი ვაჟი – ექვთიმე. X საუკუნის 50–იან წლებში, იოანემ მცირე აზიაში, ულუმბოს მთაზე, ქართველ მონაზონთა წრე შექმნა და იქვე გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი. იგი ეახლა იმპერატორს და შვილი გამოსთხოვა. 965 წელს შვილთან და ბერებთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა და იქ ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა. ქართველებმა პირველად წმინდა იოანე მახარობლის ეკლესია ააშენეს, ხოლო 980–983 წლებში იოანემ იოანე თორნიკყოფილთან (თორნიკე ერისთავთან) ერთად ააშენა ქართული მონასტერი „ივირონი“, რომლის პირველი წინამძღოლი თავადვე გახდა.

სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და ქართულადაც ალაპარაკდა- მან მამამისს მოუთხრო, რომ მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ – „მოვკუდები, დედოფალო“, – მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“. ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას, შეუდგა ბერძნულიდან ქართულად საღმრთო წიგნების თარგმნას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა“. ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.

იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

გარდაიცვალა წმიდა ექვთიმე 1028 წელს. იგი ათონის მთაზე დაკრძალეს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ასლანი ამბობს:
    21 მაისი, 2013წ. 12:38სთ.

    კარგია
    ელოდე იმას ლასაც ელი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ვეფხვ-თევზა, პირანიისებრთა მონსტრი

ესაა პირანიისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი და საშიში წყლის ბინადარი, რომელიც ვეფხ-თევზას სახელითაა ცნობილი.
ისინი ნახევარ მეტრაზე დიდები იზრდებიან და 50 კილოგრამს იწონიან. ძირითადად ბინადრობენ აფრიკაში, კერძოდ კონგოს მდინარეებში. ეს ვეფხვ-თევზა აღჭურვილია › › ›

DU