1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი აღორძინების ხანის დიდი მოღვაწე, შესანიშნავი იგავთვმწერი, დიდებული, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, დიპლომატი და მეცნიერი იყო.

თანამედროვეთა შორის მის დიდ ავტორიტეტს მშვენივრად ესადაგება ერთი ფრანგი მისიონერის ჟან რიშარის სიტყვები: “იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნია”-ო.

სულხან საბა ორბელიანი 1658 წლის 4 ნოემბერს ქვემო ქართლში ბოლნისის მახლობლად სოფელ ტანძიაში დაიბადა, იქ გაატარა თავისი ბავშვობა და ყრმობის წლები, გიორგი XI-ის სამეფო კარზე აღზრდილმა სასახლის უდიდესი ბიბლიოთეკის წყალობით ენციკლოპედიური განათლება მიიღო. მან 20-25 წლის ასაკში დაწერა იგავ-არაკების კრებული “სიბრძნე სიცრუისა”, რომელიც ცხოვრებაზე ღრმა დაკვირვების ნაყოფია. ნაწარმოებში სწავლა-აღრზდის საკითხები იგავ-არაკული ფორმით არის გადმოცემული. მკითხველი კი გრძნობს, რამდენად კარგად, გააზრებულად და ბუნებრივად ჩააქსოვა დიდმა შემოქმედმა ადამიანსა და ცხოველში ესა თუ ის აზრი, შეგონება და ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგები. იგი კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მას ადამიანური მოქმედების არაერთი მხარე აქვს შეფასებული, არაერთ კიხვაზეა პასუხი გაცემული და ხვდები, რომ ადამიანმა სიცოცხლეში სიკეთე უნდა ჩაიდინოს. უძვირფასესი საუნჯეა მისი სიტყვის კონა. .ენციკლოპედიური ელემენტების შემცველი “ქართული ლექსიკონი” გამოირჩევა მოწინავე მეთოდოლოგიითა და ფაქტობრივი მასალის სიუხვით(აღსანიშნავია, რომ “მსოფლიო ჯერ ენციკლობედიას არ იცნობს. მისი პირველი ტომი 1754 წელს გამოვიდა, ფრანგული ენის ლექსიკონი კი მხოლოდ 1685 წელს გამოსცა საფრანგეთის აკადემიამ.” (ა.ჯიქია).).

ყველაზე მეტად ამ ნაწარმოებებში გამოვლინდა მისი უკვდავი გენია, რომლებიც ვეფხისტყაოსნის შემდეგ ძველ საქართველოში ყველაზე პოპულარულ ძეგლებად იქცა. ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება მისი უკვდავი ნაწარმოებების შესახებ, მაგრამ ყოველივეს ფურცლები ვერ დაიტევს. ამიტომ გამოყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს მისი ბიოგრაფიიდან.

. სულხან საბა ორბელიანი საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის აღმრზდელი იყო. სახელგანთქმული პოეტი და სწავლული ვახტანგ VI, საქართველოს სულიერი აღორძინებისათვის დაწყებული დიდი მოძრაობის თავკაცი იყო. კულტურულ სფეროში მათ არაერთ საშვილიშვილო საქმეს ჩაუყარეს საფუძველი. 1709 წელს მათი ძალისხმევით გაიხსნა პირველი სტამბა, სადაც პირველად დაიბეჭდა სახარება, შემდეგ კი ვეფხისტაოსანი. ამ პერიოდში მოხდა ქართული მატიანეების თავმოყრა და შევსება, რაც საფუძვლად დაედო ქართულ ისტორიოგრაფიას. სულხან საბა ორბელიანს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში ვხედავთ ვახტანგ VI- სთან ერთად. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალითისგან გასანთავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში . ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად.). სულხან-საბა ორბელიანი დასახმარებლად დასავლეთს მიმართავს. მისი სახელმწიფოებრივი ავტორიტეტის ზრდა მისი დიპლომატიური მისიებით დაგვირგვინდა. ასეთი იყო დიდი ქართველი მოღვაწის მოგზაურობის მარშუტი : კონსტანტინეპოლი, მარსელი, პარიზი, რომი, იტალიის სხვა ქალაქები. ბოლოს კონსტანტინეპოლი და თურქეთის გზით საქართველო. სულხან _ საბა პარიზში ეახლა ლუდოვიკო XIV-ს. იტალიაში კი რომის პაპს კლიმენტი XI_ს. მათ იცოდნენ რომ იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნდა და ამიტომ საპატიო სტუმრად მიიღეს. მას რამდენი აუდიენცია ჰქონდა ლუდოვიკო XIV_სთან. თავისი სიდარბაისლით, მჭერმეტყველობით საქმიანი წინადადებებით, რომელიც მის მაღალ დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებდნენ, სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა საფარანგეთის კარზე. აი რა აღტაცება გამოუწვევია მის სტუმრობას საფრანგეთის მეფის კარზე: ბედნიერებაა რომ გვქონდა უპირატესობა ჩვენი თვალით გვენახა სოლომონის სიბრძნე და ღვთის მოსაობა თქვენი უდიდებულესობის პიროვნებაში. საფრანგეთმა საქართველოს ქვეყანას დახმარება აღუთქვა. მაგრამ ისტორიის ფურცლებს არ შემორჩა ამ დიდი სურვილის დამადასტურებელი ფაქტები. მალე გარდაიცვალა ლუდოვიკო XIV. საფრანგეთში მართველი წრეები შეიცვალნენ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა გამწვავდა. კონკრეტულმა ისტორიულმა ვითარებამ სულხან -საბას მოგზაურობა წარუმატებელი გახადა, მისი მცდელობები საქართველოსა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა დაახლოებისათვის, უნიადაგო აღმოჩნდა.

თაობები ეზიარება მისი გენიით შექმნილ ნაწარმოებებს. დიახ, სულხან–საბას მოღვაწეობის პერიოდს სწორედ უწოდეს ენციკლოპედიური, ხოლო მას ამ მოძრაობის ჭეშმარიტ თავკაცი. ამ პერიოდშუ შეიკრიბა ქართველი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის მრავალი საუკუნეების ნამუშევარი, რათა შესწავლილი წარმოედგინათ და ცოდნა გამოეცათ შთამომავლობისათვის. დღეს საქარ|თველიშო მოქმედებს სულხან_საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის ფილოსოფიის კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი. ტანძიაში კი დღესაც შემორჩენილია ძველი სასახლის ნანგრევები, მისი პატარა ეკლესია, რომელმაც წლების ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც ელოდება მნახველს.

ნახეთ კიდევ აქ

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

14 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ვეა ამბობს:
    29 სექტემბერი, 2011წ. 16:17სთ.

    დიდი მადლობა ძალიან გადამარჩინე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ლანა ამბობს:
    10 ოქტომბერი, 2011წ. 16:58სთ.

    მადლობთ ინფორმაცისთვის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. სულხან საბა ამბობს:
    25 ოქტომბერი, 2011წ. 17:42სთ.

    ეს არ არის კარგი ნამუშევარი ეს არის ძალიიიიან კარგი ნამუშევარი ამის შემქმნელს ეკუთვნის ოსკარი მალადეც ბრავოოოოოო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ვიკუცა ამბობს:
    24 იანვარი, 2012წ. 16:45სთ.

    მაგარია ვენაცვალე შემქმნელს!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. თამო ამბობს:
    4 დეკემბერი, 2012წ. 12:24სთ.

    ეს ძალიან კარგი ინფორმაცია იყო . ყოჩაღ ამის შემქმნელს. ბრაავოოოოოო!!!!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ბარბარე ამბობს:
    21 იანვარი, 2013წ. 14:25სთ.

    მე ძალიან გამომადგა ეს ინფორმაცია სასკოლოდ! ასეთი გვერდები წესით ბევრი უნდა იყოს! უღრმესი მადლობა ძალიან ვისიამოვნე! 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნიკა ამბობს:
    22 იანვარი, 2013წ. 06:26სთ.

    მეც გამომადგაააააააააააააააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ლუკა ამბობს:
    26 მარტი, 2013წ. 16:29სთ.

    ძალიან გამომადგა ეს ინფორმაცია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ნინო ამბობს:
    1 დეკემბერი, 2013წ. 17:12სთ.

    სულხან საბა ორბელიანი მართლაც კარგი იგავ არაკები აქვს მე ეხლა სულხან საბა ორბელიანის უგავ არაკს ცსწავლობ სკოლაში

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. გიორგი ამბობს:
    24 მარტი, 2014წ. 18:33სთ.

    კარგი იყო,დიდი ინფორმაცია მივიღე.მინდა რომ ყველა საბას იგავი ვიცოდე!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. გურამი ამბობს:
    24 სექტემბერი, 2014წ. 13:22სთ.

    მაგარი ინფორმაციაა საღოლ მაგრად დამევასა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ხატია ამბობს:
    5 ნოემბერი, 2014წ. 17:59სთ.

    მე ძალიან მიმწონს ეს გვერდი თან სულხან საბა ორბელიანი ძალიან დიდებული მეიგავე იყო ძალიან მომეწონა და დიდი მადლობა ამ გვერდს და ინ ადამიანებს რომლებმაც მოიწონეს ეს გვერდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. დაჩი ამბობს:
    22 მარტი, 2015წ. 18:17სთ.

    ძალიან უაზრო კაცია სულხან საბა ორბელიანი ვაფშე არ მომწონს მაგის არაპერი ..ასტრას რო ეწეოდააააააააააააა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. მარიამი ამბობს:
    18 აპრილი, 2015წ. 13:30სთ.

    ძალიან დამეხმარა ეს გვერდი ეს რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› არშაკ II

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 110-95 წლებში. ძე მირდატ II-სა. მის დროს დაახლ. 105 წელს იბერიამ დაიბრუნა ადრე კოლხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები კლარჯეთში. დაახლ. 100 წელს არშაკმა შეკრა კავშირი პონტოს მეფე › › ›

DU