1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ვაჟა ფშაველა: ია

   უღრანს ტყეში მოსული ვარ… მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, – მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდიგადაეფინება ხოლმე პირზედ.
   განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არაწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემომეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა„წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, – ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარსბუნება.
   გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე – მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება,თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, – უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა;უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა დამაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.
   რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინკაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყოდაჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
   შუადღის დროსდაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმაგაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალიმოგვივიდა… მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
იადაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

54 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნუკი ამბობს:
    12 თებერვალი, 2015წ. 13:00სთ.

    მართალია რომ ამბობენ ვაჟა ბუნების მესაიდუმლეაო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნათია ამბობს:
    4 მარტი, 2015წ. 16:00სთ.

    აღფრთოვანებული ვარ ამ ლექსით თუ გაგიგიათ რომ ეს ლექსი ვაჟამ თავის ცხონებულ ცოლს მიუძღვნა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ანი ამბობს:
    14 მარტი, 2015წ. 12:32სთ.

    მაგარი მოტხრობაა ძააააან მარა რაგაც სევდიანი ოოოოოოოო რაარი რა რაც არ უნდა წავიკიტხო ვაჟა ფშაველას მოტხრობა თუ რაც გინდა ყველა რაგაცნაირად სევდიანიაა 🙁 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. თაკო ამბობს:
    20 მარტი, 2015წ. 13:43სთ.

    ძალიან კარგი მოთხრობაა!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ანა ამბობს:
    29 მარტი, 2015წ. 18:57სთ.

    მაგარია ძაან მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნიკა ამბობს:
    5 აპრილი, 2015წ. 17:41სთ.

    ძაან მიყვარს ვაჟას მოტხრობებია და ასე შემდეგ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. გიორგი ამბობს:
    17 მაისი, 2015წ. 16:58სთ.

    მე მიყვარს ვაჟა-ფშაველას მოთხრობები მაგალითად ია.და ვაჟა-ფსაველას სკოლაში ვსწავლობ მითუმეტეს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. თათია ამბობს:
    16 ივნისი, 2015წ. 11:12სთ.

    ძალია კარგი მოთხრობაა სწორედ ეს უნდა გავიტვალისწინოთ ახალმა თაობამ. რომ სიცოცხლე არ მოვუსწრაფოტ იმ ცოცხალ არსებებს ვისაც სიცოცხლე სწყურიათ. მოდი ყველამ ერთადგადავლახოთ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა . ერტად ყველაფერი გამოვა დამიჯერეთ ამას მე ვამბობ ამ როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ამ ულამაზესი ბუნების შვილი თათია კოკობინაძე.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ანა ამბობს:
    10 დეკემბერი, 2015წ. 18:13სთ.

    ვაჟა-ფშაველა თითქოს ბუნების აზრებს გადმოგვცემს! ძალიან მიყვარს ეს მწერალი, მისი გულით ნაწერი ლაქსები და ამბები ბუნებაზე, ბუნებაზე რომელიც გრძნობს… <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ჯუმბერიკო ამბობს:
    30 იანვარი, 2016წ. 10:30სთ.

    ძალიან კარგი მოთხრობაა თუ არ ჩავთვლით სევდიან მომენტებს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. მაია ამბობს:
    17 თებერვალი, 2016წ. 21:15სთ.

    ვაჟა-ფშაველა მართლაც გენიალური ნიჭის მქონე პოეტი იყო 🙁 ძნელია აუღელვებლად წაიკითხო მისი ნებისმიერი ნაწარმოები

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. გიორგი ამბობს:
    22 თებერვალი, 2016წ. 15:40სთ.

    ეს ლექსი ვაჟამ თავის ცხონებულ ცოლს მიუძღვნა 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ელენე ამბობს:
    31 მარტი, 2016წ. 17:59სთ.

    ცუდია ეს ყველაფერი,ხალხნო ჩვენივე ვერჩით ბუნებას!!!

    და ჩვენ მომავალ შვილებს და მომავალ თაობას ვუნადგურებთ გარემოს და ჰაერს რითაც შეიძლება

    ჩვენი ჯამრთელობა და ჩვენი მომავალი თაობის ჯამთელობა ცუდად წარიმართოს!!! ტყე შეუნახე შვილებსა მამა ხარ შენი ვალია!!!ეს მარტო მამებს ან მამაკაცებს არ ეხენათ ქალებო ეს ჩვენი ვალიცააა რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჭესიერი გარემო და ისე არ მოუწიოთ ცხოვრება როგორჩ ჩვენ მოგვიწია და ნუ შევჭამთ ერთმანეთს ჩვენ ერთი მამულის სვილები ვართ!!!!! ჩვენ ერთი მამულის შვილები ვართ!!! ნუ თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ მაგრამ დგევანდელი ცხოვრების შემხედვარენი ერთმანეთი როგორ არ მოვკალით არ მესმის!!!???:(

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. სალომე ამბობს:
    17 აპრილი, 2016წ. 20:39სთ.

    ძალიან კარგი მოთხრობაა, ზოგადად ვაჟა ფშაველას მოთხრობები მიყვარს, რადგან მწერალი მუდამ, ნებისმიერ მოთხრობაში ბუნებაზე საუბრობს. <3 იმედია ახლანდელი თაობა გაითვალისწინებს ამ მოთხრობის მიხედვით თუ, როგორ უნდა მოუარონ ბუნებას . 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ცოცხალი ფოტოები – ნაწილი მეორე

ერთხელ უკვე დავალაგე ცოცხალი ფოტოების ნაკრები და ესეც კიდევ ახლები, მეორე სერია 😉
დაათვალიერეთ და შეაფასეთ 🙂 სულ 32 ცოცხალი ფოტოა

როგორია? 😉

DU