1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: ნიკოლოზ ბარათაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა – მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა – ეფემია – ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და. იმ დროში ეფემია ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით, ეს თვისებები მან შვილსაც გადასცა. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა სწორედ დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა.

1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი – სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გიმნაზიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ენამახვილობითა და მხიარულებით, შესანიშნავად ცეკვავდა. ტანად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი იყო, შავი თვალები და ყავისფერი თმა ჰქონდა. ლიტერატურამ ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გაიტაცა, აქტიურად მონაწოლეობდა ლიტერატურულ გაზეთ „ტფილისის გიმნაზიის ყვავილის“ გამოცემაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა 1832 წლის შეთქმულებამ. მასში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეთქმულება რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, ამდენად მისმა წარუმატებლობამ ბევრი უიმედობით აღავსო.

გიმნაზიაში სწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1835 წელს დაასრულა. მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად რუსეთს გამგზავრება აუხდენელ ოცნებად დარჩა. იმ დროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოიწადინა, მაგრამ არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო ოდნავ კოჭლობდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წელს უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნახეჩევანში გაემგზავრა, შემდეგ კი განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ დაიღუპა მალარიით. იგი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1934 წლიდან კი პოეტის ნეშტი მთაწმინდაზე განისვენებს.

ლექსებს პოეტი სამსახურიდან მოცალების ჟამს წერდა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლებლებმა იცოდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ისინი მხოლოდ ხელნაწერთა სახით ვრცელედებოდა. პოეტი ქართველმა სამოციანელებმა „აღმოაჩინეს“ და თავიანთ წინამორბედადაც დასახეს. დიდ პოეტად ბარათაშვილი პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა, თუმცა 1852-1853 წლებში გიორგი ერისთავსაც ჰქონდა გამოქვეყნებული მისი რამოდენიმე ლექსი ჟურნალ „ცისკარში“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული კი 1876 წელს გამოიცა.

განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებით გამოწვეული პირადი გრძნობა-განცდების გარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების საგანს სამშობლოს ბედი წარმოადგენს. ბედკრული ქვეყნის სახე სხვადასხვა ლექსებში ალეგორიულადაა მოცემული. მაგალითად, ლექსი „ბულბული ვარდზედ“ 1832 წლის შეთქმულებას ეძღვნება. საქართველოს სახეა წარმოდგენილი ლექსში „სუმბული და მწირიც“. მაგრამ ყველაზე უკეთ პოეტის დამოკიდებულება ჩანს პოემაში „ბედი ქართლისა“, რომელიც 1839 წელს დაწერა 22 წლისამ.

ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ.

1842 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაწერა უსათაურო ლექსი – „მირბის, მიმაფრენს“, რომელსაც შემდეგ „მერანი“ ეწოდა. მასში თვალსაჩინოდაა დახატული, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა მწარე რეალობასთან, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. კრიტიკოსებმა „მერანი“ შეაფასეს, როგორც ქართული პოეტური გენიის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოვლინება.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

53 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გიორგი ამბობს:
    11 ნოემბერი, 2014წ. 15:53სთ.

    აუ მართლა რამხელაა 😀 ძააან დავიღალე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანანო ამბობს:
    19 ნოემბერი, 2014წ. 14:30სთ.

    არააკარგი ბიოგრაფია მწირი ინფორმაციაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ანანო ამბობს:
    19 ნოემბერი, 2014წ. 14:50სთ.

    ნ.ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, გარდაიცვალა 1845 წლის 21 ოქტომბერს. მისი ტრფობის ობიექტი იყო ეკატერინე ჭავჭავაძე.
    მიუხედავად იმისა,რომ ეს გენიალური პოეტი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, უდიდესი საგანძური დაგვიტოვა. ნ.ბარათაშვილი იყო ქართული რომანტიზმის მწვერვალი. ბარათაშვილის შემოქმედებამ გადატრიალება მოახდინა ლიტერატურაში,კერძოდ რომანტიზმში. მისი გენიის პირველი მხატვრული გამოვლინებაა ლექსი: ”შემოღამება მთაწმინდაზედ” ამას მოჰყვა პოემა: ”ბედი ქართლისა” და ლექსები: ”ფიქრნი მტკვრის პირას, ”არ უკიჟინო სატრფოო”, ”რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო”, ”მერანი”, ”ვპოვე ტაძარი” და სხვა.
    მართალია 1832 წლის შეთქმულების ჩაშლა ნ.ბარათაშვილისთვისათვის,ისევე როგორც მისი თანამოაზრეთათვის უდიდესი ტრაგედია იყო. მათთვის ეს ”ნატვრის თვალის” დაკარგვას ჰგავდა. ამას ერთვოდა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოცნებაზე უარის თქმა,მაგრამ მისი ყველაზე დიდი სულიერი ტკივილი მაინც გაუზიარებელი სიყვარული აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა პოეტის სულიერ მდგომარეობაზე და შესაბამისად მის შემოქმედებაზე. პოეტის გატაცება, ეკატერინე ჭავჭავაძე, მისი ზოგიერთი ლექსის პირდაპირი ადრესატია (”თავადის ჭ…ძის ასულს”, ”ეკატერინას”, ”საყურე”…) მასთან გამომშვიდობებას მიუძღვნა დიდებული ლექსი”საღამო გამოსალმებისა”
    ნ.ბარათაშვილი მარტოსული ყოფილა,რაც კარგად ჩანს მის შემოქმედებაში (”სული ობოლი” ”ფიქრნი მტკვრის პირას” ”ვპოვე ტაძარი”…) იგი სიყვარულს და ტრფიალებას უმღეროდა,მაგრამ მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, უფრო ამაღლებულს,სულიერს და არა ხორციელს. სულის მშვენიერება იყო მისთვის სიყვარული: ”თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს”. მან სულიერება ”განაწმინდავა” სიყვარულში…
    მისი სატკივარი,წუხილი, მისი განცდები,გულისთქმანი უფრო საკაცობრიოა,საყოველთაო,ვიდრე საკუთარი, მისი ჩივილი კაცობრიობის ჩივილია ”იგი მით იყო ძლიერი ლირიკაში”(ილია)
    ამ ბუმბერაზი პოეტის გავლენა მკვეთრად ჩანს XX-XXI საუკუნეების ლიტერატურაში. მისი გენიალური ფრაზები აიტაცა თაობებმა….

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სალომე ამბობს:
    17 დეკემბერი, 2014წ. 12:35სთ.

    მე ძალიან მომეწონა საინტერესოაა მაგრამ დიდი ვიცი ბევრია მაგრამ მირჩევნი ამხელა გადავიწერო ვიდრე სკოლაში პირღია მივიდეეეე :D:D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნანა ამბობს:
    17 იანვარი, 2015წ. 11:57სთ.

    ძალიან მომეწონა საინტერესო იმფორმაციაა!!!! მართალია დიდია, მაგრამ ამასთან ერთად ბევრის მომცემი !!! ამ იმფორმაციის წყალობით დიდად საინტერესო პროექტი გამოვა <3 :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. მარია ამბობს:
    25 იანვარი, 2015წ. 09:29სთ.

    კაია მარა არ გიწერიატ დაბადება და გარდაცვალება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. მეგი ამბობს:
    4 თებერვალი, 2015წ. 17:31სთ.

    კარგი ინფორმაციაა. მთლიანად გადავწერე და ახლა უნდა ვისწავლოო.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. მმმმმმ რაკარგიააააა ამბობს:
    9 თებერვალი, 2015წ. 15:22სთ.

    ძალიან კარგი სტატიაა… მეშველა გავაკეტე დავალება და ეგაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. თათია ამბობს:
    3 მარტი, 2015წ. 10:18სთ.

    ძალიან საინტერესოაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. თეკლა ამბობს:
    19 ოქტომბერი, 2015წ. 16:29სთ.

    უფრო ვრცელადაა წარმოდგენილი ნ.ბარათაშვილის ბიოგრაფია ვიდრე სხვა საიტებზე. ძალიან დიდი მადლობა! მასწავლებელს მოეწონება ჩემი მონაყოლი! დარწმუნებული ვარ! 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ნინი ამბობს:
    30 ნოემბერი, 2015წ. 16:25სთ.

    რაარის ბევრი :დ საინტერესოა მაგრამ ცოტა ინფორმაცია :))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. თაკო ამბობს:
    26 მარტი, 2016წ. 14:58სთ.

    დიდი და საინტერესო ინფორმაცია.დიდი პროექტიც გავაკეთე და ყველას ძალიან მოეწონა.მადლობა დიდი.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ლანა ამბობს:
    4 მაისი, 2016წ. 18:19სთ.

    მაგარია ძალიან აქ ძან ვრცლადაა გადმოცემულ აგრამ როდის გარდაიცვალა და როდის დაიბადა ეგ არ წერია სულ მირჩევნია გადავწერო ვიდრე მაყვალამ მიყვიროს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

10 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: გლახის ნაამბობი

რა ქნას კარგმა მონარდემა,
დროზედ შაში თუ არ მოვა.

მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის › › ›

DU