1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლოცვანი საზრდელის მიღების წინ და შემდგომ მიღებისა

ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)

ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 5

› ყველაზე სწრაფი ვერტმფრენი: Eurocopter X3 Hybrid

კომპანია Eurocopter-ის ინჟინრებმა შექმნეს ვერტმფრენი, რომელიც მსოფლიოში სხვა დანარჩენ ვერტფრენებთან შედარებით ყველაზე სწრაფად დაფრინავს.

იგი 430 კმ/სთ ანვითარებს, ეს კი მისი გვერდითა ორი დამატებითი პროპელერის დამსახურებაა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს საფრენი აპარატი › › ›

DU