1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ძვალზე ძერწვა – ჩემი პირველი ცდა

ხეზე ხშირად მიკეთებია რაღაც-რუღაც პატარა ფიგურები, თიხასთანაც მქონია შეხება, მაგრამ აი ძვალზე არასოდეს არაფერი არ გამომიძერწია, არადა ყოველთვის მაინტრესებდა და სურვილი მქონდა მეცადა თუ როგორია ძვალზე მუშაობა.
ხოდა დღეს პატარა ძვლის ნაჭერი ვხარშე მერე ჯაგრისით კარგად გავხეხე, გავაშრე და შეუდექი გამოთლას, მაგრამ ძვლის ნაჭერს ისეთი ფორმა ქონდა არ ვიცოდი თუ რა შეიძლებოდა მისგან გამოსულიყო თან მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს პირველი ცდა იყო:

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბოლოს მოვიფიქრე რაც შეიძლებოდა, რომ გამომეძერწა. ჩანაფიქრში წმინდა ნინოს ჯვარი უნდა აღმემართა გორაზე, არ ვიცოდი რამდენად გამომივიდოდა, მაგრამ უნდა მეცადა.
ძვალზე ვიპოვე შედარებით პრტყელი ნაწილი და ფანქრით დაახლოებით მოვხაზე, იმდენი რამდენიც დაახლოებით ეყოფოდა ჯვრის გამოთლას:

ძვლის ხერხვისას საკმაოდ სპეციფიური სუნი დადგა და ნახერხი, როგორც პუდრა ჰაერში იბნეოდა, ამიტომ თვალების დასაცავად სპეციალური სათვალეები გავიკეთე:

მოჭრილი ძვლის ნატეხის ზედაპირი სულაც არ იყო სწორი, როგორც მე ეს თავიდან მეჩვენა:

საჭირო გახდა მისი ასევთქვათ გასალაშინება, რათა ყველა ზედაპირი სწორი და ტკიცინა ყოფილიყო:

აქაც აუცილებელი გახდა დამცავი სათვალე. იქამდე ვქლიბე სანამ ერთ დონეზე არ დავიდა ზედაპირი:

ახლა უკვე შეიძლებოდა ჯვრის გამოთლა, ამისათვის კი საჭირო იყო ზედ ძვლის ნატეხზე ჯვრის ნახაზის მოხატვა:

სპეციალური ხერხით მოვაჭერი მოხაზული არეები და შედეგად მივიღე ჯვრის ფორმა:

მაგრამ ჯვარის ზედაპირი უხეში და არა თანაბარი იყო, ამიტომ ავიღე და სხვადსხვა იარაღების საშვალებით დავამუშავე და უფრო დავხვეწე:

ახლა საჭირო იყო ჯვრის გორაზე აღმართვა:

ნუ ალბად მიხვდით, რომ გორა ძვლის დარჩენილი ნატეხისგან უნდა დამზადებულიყო, ამიტომ ავდექი და მთლიანად დავამუშავე. გაუკეთე სწორი დასადგამის ძირი, გამოვქენი ყველა უსწორ-მასწორობები:

ზედ გორას ქიმზე ამოვჭერი ჯვრის ძირის ფორმისა და ზომის ღრუ, სადაც ჩაისმებოდა ჯვარი:

ბოლოს ჯვრისა და გორას ფიგურები კბილის პასტითა და ჯაგრისით კარგად გავხეხე და შემდგომ შალის საპრიალათი გავაპრიალე.
ისღა დამრჩენოდა, რომ ჯვარი გორაზე აღმემართა:

და რავიცი ასეთი შედეგი სულ რაღაც 3 საათში მივიღე:

ნუ ეხლა დიდი არაფერი შედევრია, მაგრამ სამაგიეროდ ეს ჩემი პირველი ცდაა და შემდგომ ცდაზე უკეთეს და უფრო რთულ ფიგურებს გავაკეთებ ;).

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

6 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. Генриетта ამბობს:
    29 დეკემბერი, 2010წ. 10:23სთ.

    Мне надо срочно узнать можно ли бесплатно тут статьи брать или нельзя ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    30 დეკემბერი, 2010წ. 01:41სთ.

    можно, Но необходимо указать источник статьи: http://www.Gigol.net

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. Фильмы ამბობს:
    30 დეკემბერი, 2010წ. 15:03სთ.

    С Новым Годом Вас !
    Пусть принесет удачи и счастья !!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. Беатриса ამბობს:
    11 იანვარი, 2011წ. 13:37სთ.

    И как вам праздники ?
    И со старым новым годом 🙂 Будет повод еще раз встретить праздник и посмотреть фильмы 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. Калерия ამბობს:
    19 იანვარი, 2011წ. 17:10სთ.

    Ваша информация на тему – Gigol.net » ?????? ?????? – ???? ??????? ??? вашего сайта gigol.net просто классная. Правда жаль что видео нет.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. elfi ამბობს:
    25 იანვარი, 2011წ. 21:52სთ.

    wow, შთამბეჭდავია!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ქართული არმია და არა მარტო

გთავაზობთ ვიდეოების ნაკრებს ქართულ არმიაზე, აგისტოს კადრებზე და არა მარტო. პლეილისტი ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
[ვიდეო…]

DU