1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» კომპიუტერის “განმტვერვა”…

უცნაური სათაურია ხომ? :)…
ეს ჩანაწერი შეეხება დაწყევლილი კომპიუტერებიდან ავი სულებისა და ეშმაკის განდევნას 😉

თქვენმა კომპიუტერმა შეუნელა? ხშირად ჭედავს? მისი მუშაობის ხმები წააგავს ქარხნის ხმას?
თუკი მასეა მაშინ სასწრაფოდ საჭიროა მისი “განმტვერვა”!

ეხლა რისთვისაა საჭირო კომპიუტერიდან მტვრის მოცილება, როცა კომპიუტერი გამოვსებულა მტვრით ხდება მისი ნაკლებად გაგრილება, რადგანაც საჰაერო სარქველები გაბიდნულია მტვრის ნადებით:

ასეთ შემთხვევაში კომპიუტერის ბლოკში ჰაერი ტემპერატურა იზრდება, თანაც ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად და საერთო ჯამში ხდება კომპიუტერის გადახურება, რაც იწვევს მის შენელებას, ბლოკის ხმაურიან მუშაობას და კომპიუტერი გარკვეულწილად კარგავს თავის შესაძლებლობებს.
ამიტომ მოიმარჯვეთ მტვერსასრუტი და მოაცილეთ ყველა ნასვრეტ-ნახვრეტში გაჭედილი მტვრის ნადები:

გეგონათ ამით დასრულდა? მთავარი კოშმარი შიგნით კომპიუტერის ბლოკში გელით.
როგორც წესი ყველა ბლოკს გააჩნია გვერდითა ხუფი, რომელიც 2 ან 3 დამჭერითაა დამაგრებული, მოვხსნათ ეს ხუფი და არ შეგვეშინდეს შიგნითა გარემოების 🙂

აბა რას იტყვით, შეგეცოდათ კომპიუტერი? 🙂
ვნახავთ, რომ ყველგან მტვერია, მითუმეტეს გამაგრილებლებზე ანუ ქულერებზე:

აუცილებელია ქულერის მოხსნა და თუ რატომ, რომ მოხსნით მერე მიხვდებით:

წესით ყველა პროცესორს ქულერი ადვილად ეხსნება და უკეთდება, მიერთებული შნურიც ადვილადვე შეგვიძლია ამოვაძროდ თავის ბუდიდან, რომელსაც ასევე ადვილად ჩავსვამთ.
როცა მოვხსნით ქულერს დაახლოებით ასეთი სურათი დაგვხვდება:

ეხლა კი ნამდვილად შეგეცოდებათ თქვენი კომპიუტერი და ყველა ლანძღვა-გინებას, რაც კი მან აიტანა მისი ნელა მუშაობისა და დროდადრო გაჭედვების გამო, უკან აიღებთ და პატიებას სთხოვთ 🙂
და თუკი თქვენს ბლოკში ობობის ქსელებსაც ნახავთ შეიძლებ აქვითინდეთ კიდეც 🙂

ხოომ… ჩემს შემთხვევაში რთულადაა ეს ბლოკი ალბათ სადღაც 5-6 თვე არ გამიწმენდია.

ცუდ დღეშია თვითონ ქულერიც.
მაშასე შეუდგეთ შიდა გასუფთავებას ამისათვის დაგვჭირდება ისევდაისევ მტვრის მრისხანება ანუ მტვერსასრუტი და რაიმე მშრალი ფუნჯი, რომლითაც დედა პლატას და სხვა დანარჩენ შიგთავს მოვაცლით მტვერს.
პროცესორზე დადებული მტვერი გუდავს და არ აკარებს გრილ ჰაერს, რომლითაც პროცესორის გადახურებისაგან თავიდან აცილება ხდება. პრიცესორის ზედმეტმა გახურებამ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის ინფარქტი ანუ დაეწვას პროცესორი და მერწმუნეთ ასეთ მტვრისაგან დახუთულ პირობებში ამის დიდი შანსია.
რომ ავიცილოთ თავიდან ახალი კომპიუტერის ყიდვა, შეუდგეთ მის დასუფთავებას:

ასევე სჭირდება მტვრის მოცილება მიკროსქემებს, სხვადსხვა ვიდეო, აუდიო თუ მოდემის კარტებს:

კარგი იქნებოდა თუკი ოპერატიული მეხსიერები კარტებს ამოვიღებდით და სათითაოდ კარგად მოვაცლიდით მტვერს:

ასევე გულმოდგინეთ დავასუფთაოთ ყველა ქულერი, რადგანაც მათი საშვალებით ხორციელდება განიავება:

ბოლოს, როცა მოვრჩებით გასუფთავებას, ყველაფერი თავის ადგილას სწორდ ავაწყოთ და ეგაა, ჩათვალეთ რომ კომპიუტერმა გაპატიათ ყველა წყენა 😉

საერთოდ გაითვალისწინეთ, რომ ბლოკი არ შეჩხიროთ სადმე ისეთ ადგილას სადაც ნაკლებადაა აერიზაცია, რათა ადვილად მოხდეს ბლოკში ცხელი ჰაერის ცივზე ცირკულაცია.
ეცადეთ ასეთი დასუფთავების პროცედურა მინიმუმ 4 თვეში ერთხელ მაინც ჩაატაროთ.

იმედია გამოგადგებათ ეს ჩემი რჩევა კომპიუტერის “განმტვერვის” შესახებ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. Marii ამბობს:
    10 თებერვალი, 2012წ. 14:20სთ.

    გაიხარე შეენ 😀 გავხსნი და ვნახავ აუცილებლად… მგონი 2 წელია რაც არ გამიწმენდია 😀 მიჭირს წარმოდგენა რა ამბები დამხვდება იქ! 😀

    P.S თუ ერთი-ორი თვე არ შემოვედი, ესეიგი რამე გავაფუჭე როგორც ყოველთვის 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    10 თებერვალი, 2012წ. 18:17სთ.

    წარმატებებს გისურვებ 🙂
    გაფუჭებით არ გააფუჭებ, მთავარია რა კაბელსაც გამოაძრობ დაიმახსოვრო და ისევ თავის ადგილას დააბრუნო 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნია ამბობს:
    17 მარტი, 2012წ. 16:41სთ.

    კარგი რჩევაა ჩემი კომპიუტერი დვიჟოვივით დრიხინებს, მერე იმას “ტვინს” რომ ეძახიან მაგ კოლოფს ხელს ვკიდებ და ვანჯღრევ და მერე ჩუმდება….
    საწყალი კომპიუტერი 4 წელზე მეტია რაც ვიყიდე არასდროს მომფიქრებია რომ შეიძლება
    მტვერი ასე იყოს ამაზე უარესი იქნება ალბათ …
    აუცილებლად გავწმინდავ საგულდაგულოდ…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    18 მარტი, 2012წ. 22:51სთ.

    ნია კომპიუტერის მასე ნჯღევით სულ მოსპობ.
    ჩემი აზრით ქულერის ბრალია ეგ ხმაური.
    განჯღრევით ვინჩესტერს გააფუჭებ და სულ დაკარგავ შიგ ჩაწერილ ფაილებს.
    გასუფთავებით უნდა გასუფთავდეს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ახალი ქულერის დაყენებას გირჩევ 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

13 votes, average: 4.69 out of 513 votes, average: 4.69 out of 513 votes, average: 4.69 out of 513 votes, average: 4.69 out of 513 votes, average: 4.69 out of 5

› ალექსანდრე ჭავჭავაძე: სიყვარულო, ძალსა შენსა

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სიყვარულო, › › ›

DU