1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი VII

– ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, – ვითხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, – აი, სტეფანწმინდას პირდაპირ რა მონასტერია?

– თერგ-გაღმით?

– დიაღ.

– გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდნოსთ მკვდართა, წმიდა სამების სახტარი არნ, უწინდალთ განძთა საფარი, ერთა საბჭო.

– როგორ თუ განძთა საფარი, ერთა საბჭო?

– ქართველთა მეფეთა განძი აქაიდ უფარვან მტრიანობას, მცხეთაიდ საუნჯეი საფარად აქ ზიდულა მრავალჯერ,

– საბჭო რაღა არის?

– საბჭოი? იქაიდ არნ სენაკ, სად სამართალი ბჭეთაგან იბჭოდის. რაიც მძიმა საქმე ხევჩი ავარდის, მუნ იბჭობიდნეს.

– ვერ მეტყვი, როგორ იყო ეგ ბჭობა და რაზედ უფრო მოხდებოდა ხოლმე?

– რაიდ ვერ გეტყვი? რაიც ვუწყი შეგასმენ. როდეს ასტყდის ერობაჩი დიდ-დევა, დიდ-საქმე, დიდ-არჩევანი, ერობას იქაიდ გამართვინ, აირჩივინ ბჭედა ბრძენ-ბერკაცნი, პეიტრობით სახელდებულნი, დასხმიან მათ იმ სენაკჩი საბჭობად. რაიც მერედ სამების სახელით, ხთისგან მათხავნილ მადლით იგნ ბჭენი სთქმიან, გადასჭრიდიან, არვინ შეშლიან, არვინ გადავლიან.

– შენ მოსწრებიხარ მაგისთანა ბჭობას?

– რაიდ შავესწროდი? ადრინდალ თქმულობას გიზრახავნ.

– ეხლა რატომ აღარ არის ეგა?

– აწინა?..

ჩაფიქრდა ჩემო მოხევე და პასუხი კი არ მომცა. ცოტა ხანს შემდეგ თვითონ მკითხა მე:

– შენ რაი მილეთის ხარნ?

– ქართველი ვარ, განა ვერ შემატყვე?

– რაიდ შეგეტყვის? ტალავარ არა გაქვნ ქართველთა: რუსად მორთულხარნ.

– განა კაცს ქართველობა მარტო ტანისამოსზედ შეეტყობა?

– თვალთათვის ტყობად სამასელ არნა.

– ენა და საუბარი?

– ქართველთ ენად ბევრი საუბრობს: სვამეხიც, ოვსიც, თათარიც, სხვა მილეთიც.

– ტანისამოსს ქართველისას კი ცოტანი იცმენ?

– ქართველის ტალავარის იერი სრულად სხვაია. რუსულჩი ქართველ კაც მეუცხოების.

– ქართველი გულით უნდა ქართველობდეს, თორემ ტანისამოსი რა არის?

– მართალ ხარნ. მაგრამად გულჩი ვინ ჩაიხედნის? გული შიგნიდ არნ, უხედველ, ტალავარ გარედ არნ, სახედველ.

– თუმცა მე რუსული მაცვია, დამიჯერე, რომ გულით ქართველი ვარ.

– იქნების.

არ ვიცი, ჩემმა მოხევემ დამიჯერა, თუ არა. ეს კია, რომ ამის შემდეგ ამისთანა ბაასი გავაბით.

– წეღანდელ სიტყვაზედ რომ პასუხი არ მომეცი, – დავიწყე კვლავ მე, – მე გკითხე, ეხლა რატომ აღარ ბჭობენ-მეთქი სამების სენაკში.

– აწინა?.. ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვართ. აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის. სამების ძირჩი სოფელ გერგეთ არნ. იქაველ კაცთ მეფეთა შეუთქვეს სახტრის დარაჯობაი. მის სამაგიერ მეფეთა თარხნობა მიანიჭის სრულ სოფელს, გუჯარიც მაჰსცის საშვილიშვილოდ. ყვაველ ღამ აწინაც გერგეთიდ სამ-სამ კაც დარაჯად იგზავნების. გერგეთელნ აწინაც სახტრის დარაჯობას თავ-დებულობენ, მაგრამად რუსობაჩი თარხნობა გაცუდდის, მეფეთ გუჯარს რუსობამ ყური არ ათხოვის. გერგეთი აწინა სხვავითა ბეგრობს. გაუქმდის ადრინდალ დაწყობაი, ხთის მათხავნილ მადლით ბჭობაიც სამებაჩი გადავარდის.

– მაშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო?

– რაიდ არა?

– რით იყო უკეთესი?

– ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, შინ მიწრიელს, გარეთ მავნეს დავულაგმნდით, ხთისა და ბატონის იასაულს მის ყუდროს არ მივკერძდნით, ერთურთს ლაღ მტერთან ჩავეფარვიდნით, დაცემულ ვიურვებდნით, ატირდომილს ვიხოიშნიდით და ესრეთ იყვის ბრალება კაცისა, ერთურთობა. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ – პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..

– ეხლა რომ მშვიდობიანობა არის?

– რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.

– მტერი რომ დაგეცემოდათ, აგიკლებდათ და ცოლ-შვილს გიწიოკებდათ ხოლმე?

– აწინა მევალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრიდა მტერს მაინც ფარ-ხრმალით შევეთამაშით, ვიგერიებდით, სვამახს რაი ეყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ? ადრიდა მტერთან ბრძოლაჩი, სწორების ჯობინობაჩი, სახელ ვშაობდით, სვამეხთან ვაჟაი რაი სახელ ჩამორჩების? ადრიდა, მართალ ხარნ, მტერ იყვის, ერთგულთა ვაჟათა ჩუქებაც დიდ-იყვის: ადგილ-მამულ ებოძვის, თარხნობაი მიეწყვებოდის. აგერნა თერგკიდურზედ ხელთუქმნი ციხეი ჩნდების. იგ ციხეი არშისა ციხედა ცნობილ არნ.

– როგორ ხელთუქმნი?

– ხთით არნ ციხედა, არ შეუვალ, არ შეულეწ.

– მერე რა უნდა გეთქვა?

– იქაიდ ადრიდა კახთ ლაშქარ მისევოდის. ელაშქრნათ, იგ ციხე ხელთ ეპყროთ. ხევსა შეძრწუნებულს ბატონთან შველაი ეზრახნა. მან შველაი ვერ მასცის. შაწუხდის უშველი ერი. კახთა ვაჟანი ხევისანი მრავალნი მოხოცნეს, მავიდნენ ციხეჩი, ალამნი დასცის. ერთი ყაფილა პეიტარბერ-კაცი, მახევე. ქალაი ჰყოლია უთხოვარ, მზედუნახველ. მან, მახევემ გაისაურნა კახთ ლაშქრის დათრობად. მაზიდნა ღვინოი, შაგზავნა ციხეჩი. თვისა ქალსა მზედუნ

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მაღვიძარა სახელად: “დრო ფული ღირს”

საინტერესო და ამავდროულად კარგი სახალისო იდეაა.
გქონიათ ალბად შემთხვევა სისხამ დილით, როცა მაღვიძარას კივილი გაღვიძებს, ცალ თვალს გაახელ, მერე თავისით დაგეხუჭება და უნებურად გაიფიქრებ ერთი ხუთი წუთიც და ავდგებიო 🙂
ხოდა ეს › › ›

DU