1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» თემების დაყენება და მართვა WordPress-ზე

მაშ ასე როგორც დავპირდი ჩვენს მეგობარ ნიკას, გავაკეთებ პატარა ჩანაწერს იმის შესახებ თუ როგორ დავაყენოთ ახალი თემა ვორდპრესით გამართულ საიტებზე ანუ ვორდპრესის თემებზეა აქ საუბარი და არა სხვა რაიმე დანარჩენ თემებზე და ტემპლატებზე.

ესეიგი რა თქმა უნდა ჯერ უკვე უნდა გვგონდეს ვორდპრესის ძრავაზე აწყობილი საიტი ანუ ვორდპრესი უნდა იყოს დაინსტალებული, ისე გირჩევდით ქართულენოვან ვორდპრესის დაყენებას, რადგან უკეთესია აღსაქმელადაც და მეც ქართულენოვანში უნდა ავხსნა.
ხომ… თუკი უკვე გვაქვს ვორდპრესი და შეგვიძლია სადმინისტრაციო პანელში შესვლა, მაშინ თანმიმდევრულად მოგიყვებით თუ როგორ ვმართოთ საიტისთვის სასურველი თემა.

შევდივართ საიტის ანუ ვორდპრესის საადმინისტრაციო პანელის მარცხენა მენიუში “იერსახე -> თემები” და აქ ვირჩევთ ყუნწს “თემების ინსტალაცია”.

wordpress tutorial

აქ კი დავინახავთ, რომ არის ჰორიზონტალური ჩამონათვალი:

ძიება | ატვირთვა | რჩეული | უახლესი | ბოლოს განახლებული

1. ძიება

როგორც წესი თავდაპირველად ავტომატურად ხვდები “ძიება”-ში, ხოდა განვიხილოთ ეს მოქმედება.
ესაა უფრო მოხერხებული ისტრუმენტი რომლის საშვალებითაც ახდენ ვორდპრესის სასურველი თემების მოძიებას ინტერნეტში, საკვანძო სიტყვებისა და მითითებული პარამეტრების მიხედვით. საკვანძო სიტყვას ვწერთ შესაბამის გრაფაში და პარამეტრებსაც ვნიშნავთ თუ რანაირი და როგორი სახის თემა გვჭირდება და ვაძლევთ ძიებას.

wordpress tutorial

როცა მაძებარა გადაქექავს ინტერნეტში განთავსებულ თემებს, შემდეგ ამოყრის შესაბამის თემების დიდ ნუსხას. ახლა ისღა დაგვრჩენია ავარჩიოთ სასურველი თემა. ასარჩევად კი არსებობს თემის შეთვალიერების ფუნქცია “გადახედვა“, რომელზე კლიკითაც ხდება თემის დროებითი საჩვენებელ რეჟიმში წარმოჩინება და მისი დახურვა წარმოებს ზედა მარცხენა იქსით.
შემდეგ თუკი მოგვეწონა ვახდენთ მის საიტზე ჯერ დაყენებას და ბოლოს გააქტიურებას.

wordpress tutorial

დაყენება“-ზე კლიკით ვიძახებთ თემის დასაყენებელ სარკმელს, სადაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვსურს არჩეული თემის დაყენება.

wordpress tutorial

თუკი დაუდასტურებთ და დავკლიკავთ “დაყენება”-ზე, მაშინ გამოვა შეტყობინება, რომ წარმატებით დაინსტალირდა თემა და მოგვცემს შემდეგი მოქმედებების საშვალებას:

მოქმედებები: გადახედვა | გააქტიურება | თემების ინსტალატორზე დაბრუნება

wordpress tutorial

ამ შემთხვევაში შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავხედოთ ან ეგრევე გავააქტიუროთ ანდაც გადავიდეთ თემების მართვაში, სადაც გვიჩვენებს ჩვენს მიერ დაყენებულ თემას. თემის გააქტიურებამდე აქაც კიდევ შეგვიძლია მისი შეთვალიერება.

wordpress tutorial

იცოდეთ, რომ თემის დაყენება და გააქტიურება სხვადასხვა რამეა, თემის გააქტიურების გარეშე საიტზე ცვლილებები არ აისახება, ასე რომ აუცილებელია სასურველი თემის გააქტიურება. თემის წარმატებით გააქტიურების შემთხვევაში გამოვა ასეთი შეტყობინება:

wordpress tutorial

ხოლო თემის წასაშლელად საჭიროა, რომ იგი არ იყოს აქტიური და შემდგომ დავკლიკოთ მოქმედება “წაშლა”-ზე.

wordpress tutorial

გამოსულ შეკითხვას მართლა გვსურს თუ არა ვეთანხმებით და თემა სამუდამოდ ამოშლილია ბაზებიდანაც და ფიზიკურადაც.

2. ატვირთვა

ზევით განვიხილეთ “ძიება” მოდი ეხლა ვნახოთ თუ როგორ მუშაობს “ატვირთვა” ანუ აგიხსნით თუ როგორ დავაყენოთ თემა, რომელიც ფიზიკურად ჩვენს კომპიუტერზე დევს. გაითვალისწინეთ, რომ თემა აუცილებლად უნდა იყოს ZIP რეჟიმში არქივირებული წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თემის დაყენება.

ესეიგი ჩამონათვალში ვაკლიკებთ “ატვირთვა”-ს, რათა დავაყენოთ ჩვენივე კომპიუტერზე არსებული სასურველი თემა.

wordpress tutorial

როცა მოვნახავთ ვნიშნავთ მას, ავტომატურად ვამატებთ შესაბამის ამტვირთავ ფორმაში.

wordpress tutorial

და ვკლიკავთ ღილაკს “დაყენება”

wordpress tutorial

აქ კი ფაილის სერვერზე ასატვირთად მოგვიწევს ცოტა ლოდინი, იმისდამიხედვით თუ რა მოცულობისაა ფაილი და რამდენად ხარისხიანი ინტერნეტი გაქვთ.
როცა მორჩება ატვირთვას გამოვა ისეთივე შეტყობინება, როგორიც ზემოთ განხილულ “ძიება”-ს შემთხვევაში.

wordpress tutorial

აქაც გვაქვს მოქმედებები:
გადახედვა | გააქტიურება | თემების ინსტალატორზე დაბრუნება

თუ გადავხედავთ თემებს, ვნახავთ ჩვენს მიერ კომპიუტერიდან ატვირთულ თემას.

wordpress tutorial

ასევე შეგვიძლია მისი წინასწარი, დროებითი შეთვალიერება

wordpress tutorial

და ბოლოს მისი გააქტიურება

wordpress tutorial

ერთი სიტყვით იგივე პროცედურაა რაც “ძიება”-ს შემთხვავაში, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ თემას კომპიუტერიდან ტვირთავ.

კიდევ გიმეორებთ თემა უნდა იყოს არქივირებული ZIP რეჟიმში და კიდევ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არჩეული თემა ესადაგებოდეს თქვენი ვორდპრესის ვერსიას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებ თემამ ვერ იმუშავოს გამართულად ან სულაც არ დაყენდეს.

მემგონი ამოვწურე ეს საკითხი და თუკი კიდე არის კითხვები დამიწერეთ და ვეცდები გიპასუხოთ და დაგეხმაროთ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

9 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. nika ამბობს:
    27 დეკემბერი, 2010წ. 20:29სთ.

    დიდი მადლობა ილია ჯიგარი ხარ : )

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    28 დეკემბერი, 2010წ. 20:11სთ.

    არაფრის ნიკა. თუკი დაგჭირდეს დახმარება მკითხე და ვეცდები ავხსნა 😉
    მადლობა შენს მიერ დადებული ჩანაწერებისათვის 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. oto88 ამბობს:
    8 მაისი, 2011წ. 22:01სთ.

    თემების ინსტალაცია არ წერია ჩემთან და ხომ ვერ მეტყვით რატომ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    8 მაისი, 2011წ. 22:15სთ.

    ჯერ “იერსახე” -> “თემები”-ში უნდა შეხვიდე (wp-admin/themes.php) და მანდ ნახავ წესით. ვორდპრესის რომელ ვერსისას იყენებთ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. oto88 ამბობს:
    9 მაისი, 2011წ. 18:06სთ.

    შეგიძლია შენი სკაიპი მომწერო? რაგაც კითხვები მაქ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    13 მაისი, 2011წ. 00:58სთ.

    აქვე მკითხე და ვეცდები გიპასუხო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. თემასრომვერაყენებსაიის ამბობს:
    29 აგვისტო, 2011წ. 00:12სთ.

    ესე იგი რა ხდება ახალი შექმნილი მაქვს ვოდრპრესი მივაბი დომეინზე რაღაცა.გე ძველი (საკუთარი) თემების გარდა არაფერს ააქტიურებს ნებისმიერ ატვირთულ პრემიუმ თემის აქტივაციას არ აკეთებს დამეხმარეთ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ილია ამბობს:
    29 აგვისტო, 2011წ. 08:37სთ.

    შესაძლოა ვორდპრესის ვერსიას არ ესაბამება თემის ვერსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. გუგა ამბობს:
    10 სექტემბერი, 2014წ. 20:23სთ.

    ილო რაგაც შესაკითხი მაქვს და როგორ შეგეხმიანო ?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 53 votes, average: 4.00 out of 5

› ადამიანის პირველი გაფრენა კოსმოსურ სივრცეში

რა მოხდა დღევალდელ დღეს? 12 აპრილს?
1961 წლის 12 აპრილს გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით “ვოსტოკ-1” და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის › › ›

DU