1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: ჭკუა ურჩევს ენა იტყვის – (გ)

***
გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.

***
გებრალებოდეს, ნუ ჰკიცხავ კაცს შენზედ შურით მწდომსაო, კეთილი ფარად უფარე შენთვის ბოროტის მდომსაო, მადლსა წყაროს ასმევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო.

***
გულის სილბო სიტურფეა, თუ კაცია სხვაფრივ ლომი.

***
გენიოსი ისეთივე ნაყოფია თავისი დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია.

***
გაზრდა შვილისა… ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ… სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ… და ყოველივე ნაწვავ-ნადაგი ამას უნდა მოვახმაროთ.

***
განვთითეულდით და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდებული აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილი საზიდია. განვთითეულდით… შენ იქით წახველ და მე აქეთ… ვინ იცის როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული “გამარჯვება” მითხრა შენ-მე და მე-შენ, ჩემო დაკარგულო “ძმაო და დაო”.

***
გაუწვრთნელი ზნე ყავარჯენი კი არა, ჭირია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

3 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 5

› გოზინაყი

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ › › ›

DU