1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჯვრის მონასტერი იერუსალიმში

შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში. დაარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI ს. 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში). გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისაგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჟვრის მონასტერი ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 წ-ს იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII ს-ში მეფე დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ად-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ (1187წ) მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წწ) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192წ-ს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხ. – პოლიტ და ეკონ. პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას. 1273წ-ს მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი აღადგინეს და განაახლეს. 1400 წ-ს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV ს-ში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა. 1516 წ-დან მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობნრივ შეეკვეცა უფლებები. XVII ს-ში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი. მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა., 1684 დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII ს-ის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 წ. აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა, რომელიც 1908 წლამდე მოქმედებდა. ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს 1948-58 წწ-ში ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა მონასტრის ტერიტორიაზე.
1960 ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია.
ჯვრის მონასტერში დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი. შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XIს), მიქაელ გვირგენის ძე (XIIს). გადმოცემით, აქ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახულია მისი ფრესკული პორტრეტი, XII-XIII სს. მიჯნ.). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი, “პროხორეს ცხოვრება”, “ლუკას წამება”, “ნიკოლოზ დვალის მარტვილობა” და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები.
ჯვრის მონასტერი მაღალი ზღუდით შემოვლებული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ზღუდის შიგნით სამ და ოთხსართულიანი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. მთავარი ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტზე ამოყვანილ თაღებს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

12 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მარიამი ამბობს:
    20 სექტემბერი, 2012წ. 15:02სთ.

    ძალიან მინდა ამ მონასტრის ნახვა :)) ძალიან კარგია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ციცი ამბობს:
    25 სექტემბერი, 2012წ. 16:11სთ.

    მეც მინდა ძალიან ამ ეკლესიის ნახვა ის თანაც დიდ ისტორიას ფლობს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ანა ამბობს:
    25 სექტემბერი, 2012წ. 16:12სთ.

    აუ როგორ მომწონს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. დემური ამბობს:
    27 სექტემბერი, 2012წ. 09:32სთ.

    მე ძალიან მინდა ვნახო ჯვრის მონასტერი და ირეუსალიმი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნინი ამბობს:
    5 თებერვალი, 2013წ. 16:00სთ.

    ძალიან მინდა ჯვრის მონასტერში 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნინიკო ამბობს:
    12 აპრილი, 2013წ. 18:30სთ.

    ძალიან მოკლე ინფორმაციაა :(((

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. თამო ჩიხლაძე ამბობს:
    19 სექტემბერი, 2013წ. 17:47სთ.

    კაია მეც ძალიან მომწონს 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. თამო ამბობს:
    19 სექტემბერი, 2013წ. 17:48სთ.

    იმედი მაქვს ამ თემაში 10-ს დამიწერენ 😀 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. მარიამი ამბობს:
    20 სექტემბერი, 2014წ. 14:12სთ.

    გაკვეთილი მაქვს მოსამზადებელი ჯვრის მონასტერზე და ყველაზე მაგარი ცნობაა <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ილია ამბობს:
    27 სექტემბერი, 2015წ. 12:17სთ.

    მეც გაკვეთილი უნღა მოვამზაღო იერუსალიმის შესახებ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. მარიამი ამბობს:
    19 სექტემბერი, 2016წ. 20:49სთ.

    ძალიან კარგი და საინტერესო ინფორმაციააა მგონი ყველას რომ დააინტერესებს იმედია ჩემს მასწავლებელსაც მოეწონება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. დეა ამბობს:
    20 სექტემბერი, 2016წ. 15:33სთ.

    ძალიან კარგია!კარგი ინფორმაციებია მოცემული.ძალიან მომწონს!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

274 votes, average: 4.40 out of 5274 votes, average: 4.40 out of 5274 votes, average: 4.40 out of 5274 votes, average: 4.40 out of 5274 votes, average: 4.40 out of 5

› ბიოგრაფია: გრიგოლ ორბელიანი (1804-1883)

გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს თბილისში.
ორბელიანთა საგვარეულო შტოში იხსენიება ყაფლან ორბელიშვილი. იგი გახლდათ პაპა სულხან-საბა ორბელიანისა – XVII საუკუნის საქართველოში ფრიად გავლენიანი პირი. მის პატივსაცემად გრ. ორბელიანი › › ›

DU