1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Merkava Mk.4 – ურბანული, ძირითადი საბრძოლო ტანკი

ამ ტანკმა მის მერე დამაინტერესა, რაც გავიგე რომ საქართველოს შეიარაღებაში უნდა შევიდეს საკმაო რაოდენობითო.
როგორც ჩემთვის ცნობილია “მერკავა” ებრაულიდან ქართულზე თარგმანი “ეტლს” ნიშნავს.
მოდი ცოტა რამ ვილაპარაკოთ საბრძოლო ტანკ “მერკავა”-ს შესახებ.

ესეიგი ამ მოდელის ანუ მერკავას შექმნის იდეა და პროექტი 1970 წელს ისრაელში დაიბადა და 1971 წლის აპრილში კონსტრუქცია დასრულებულია, 1972 წელს ტრანსმისიის პატარა მოდიფიკაცია ჩაუტარეს და 1974 წლის დეკემბერს კი სრულიად დასრულებულია მერკავას პირველი თაობის ტანკი სახელად “Merkava Mk.1”, რომელიც მოგვიანებით 1979 წელს ისრაელის შეიარაღებაში ოფიციალურად შედის.

Merkava Mk.1
Merkava Mk.1

შემდეგ ტანკმა მეორე თაობაში გადაინაცვლა.
1983 წელს გამოვიდა ახალი მეორე თაობის “Merkava Mk.2”. ამ მოდელში გამოსწორებულია სხვადსხვა წინა თაობის ხარვეზები. პირველ თაობის ტანკებს ფილტრები სილით ეცობოდა და ამას მწყობრიდან გამოჰყავდა იგი ასევე მატორი ხშირად განიცდიდა გადახურებას, რაც ტანკის არასტაბილურობას იწვევდა, მაგრამ ახალ მეორე თაობაში ეს და სხვა პრობლემები უკვე მოხსნილი იყო. დეფექტების გამოსწორების გარდა დაემატა სხვადსხვა ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები.

Merkava Mk.2
Merkava Mk.2

ხომ… ნუ რა თქმა უნდა 1990 წლის აპრილში გამოუშვეს კიდევ დახვეწილი ახალი მესამე თაობის ტანკი Merkava Mk.3. ამ თაობის ტანკებში ყურადღება გამახვილებულია უსააფრთხოებაზე და ბრონირება მნშვნელოვნათ გაზრდილია. დამატებულია ტექნოლოგია “მატადორ 3”, გაზრდილია მატორის სიმძლავრე 1200 ცხელი ძალა, ტანკის სისწრაფე და რავი კიდევ ბევრი რამ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სრულყოფილი საბრძოლო იარაღია.

Merkava Mk.3
Merkava Mk.3

და აი ბოლოს მივედით ბოლო მეოთხე თაობის Merkava Mk.4-მდეც. მისი განვითარება ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყეს და 2004 წელს უკვე სახეზეა დახვეწილი მაღალ ულტრატექნოლოგიური საბძოლო ტანკი.

ოპტიმიზირებულია ურბანული საბრძოლო თვისებები, ახალ მოდელს აქვს უკეთესი Efire-control სისტემა, El-Op Knight Mark 4 და უკეთესი ჯავშანი ყველა მხარეს. განსხვავებით წინა მოდელებისა დიზელის მოტორისა “Teledyne Continental Motors” AVDS-1790 ჰაერის გაგრილებით, ახალ მოდელს ჩადგმული აქვს დიზელის GD883 ამერიკული ფირმა General Dynamics-ის მოტორი თხევადი გაგრილებითა და 1500 ცხენის ძალით. მატორი 5 სიჩქარით ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი.

ტანკის მართვა უფრო მარტივი და ადვილი გახდა, მძღოლს მიეცა არა მარტო უკანა ხედის კამერა, არამედ თითქმის ყველა რაკურსით და ეგრედწოდებული ხედვის მკვდარი ზონები წარსულს ჩაბარდა, სხვათაშორის ასეთი ხილვადობა პირველი პრეცედენტია მსოფლიოში. საკმაოდ დაცულია ტანკის კოშკურა იგივე თავი, რამაც მას საგრძნობლად მომატა წონა 65 ტონა. ჯავშნის გამო ზედა ხუფის ხელით ახდა უკვე შეუძლებელია, ამიტომ ხუფის ახდა-დახურვა წარმოებს სპეციალური დამონტაჟებული მექანიზმით. ასევე 2006 წელს გამოსწორებულია ტანკსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები.

უნდა აღინიშნოს, რომ ტანკი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სანავიგაციო სისტემით, რომელიც ეკიპაჭს ბრტყელ ეკრაზე გადმოეცემათ, მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება… სანავიგაციო სისტემა უკავშირდება მთავარ ბაზას, რომელშიც შეედინება და ფიქსირდება თითოეული ტანკის, ვერთმფრენის, ქვეითი ფეხოსნებისა თუ საერთოდ ვინც კი ამ სისტემითაა აღჭურვილი მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და შემდგომ ამ საერთო მოგროვილ ინფორმაციას ეკრანის საშვალებით პირდაპირში იღებს და ეცნობა ყველა მათგანი ანუ ხდება მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის პირდაპირი ურთიერთ გაცვლა, რაც აადვილებს და ზუსტს ხდის სტრატეგიის დაგეგმარებას.

მონიტორი:

ტანკზე დამონტაჟდა ახალი ტიპის იარაღი MG253, ასევე გააჩნია ახალი ცეცხლის მართვის სისტემა, რისი საშუალებითაც ამოიცნობს და მოიგერიებს ვერტმფრენებს, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთის Gazelle და Ubiquitous, რუსეთის Mil Mi-24, რომლებსაც უფრო ხშირად იყენებენ ისრაელის მეზობლები ბრძოლის წარმოებისას. ტანკის სკანირების სისტემას შეუძლია ავტომატურად ამოიცნოს სხვადასხვა ობიექტები როგორიცაა მსუბუქი ავტომობილი, ხალხის ჯგრო, ტანკი, საჰაერო აპარატები.

Merkava Mk.4
Merkava Mk.4

მონაცემთა ცხრილი:

კლასიფიკაცია: ძირითადი საბრძოლო ტანკი.
მწარმოებელი ქვეყანა: ისრაელი.
დაახლოებითი ღირებულობა: 4.5-5 მილიონი ა.შ.შ. დოლარი. (2006 წლის მონაცემები).
საბრძოლო წონა: 65 ტონა.
განლაგების სქემა: ძრავისა და სამართავი განყოფილება წინ, საბრძოლო უკან.
ეკიპაჟი: 4 კაცი (მეთაური, მძღოლი, მსროლელი, მტვირთავი).
კორპუსის სიგრძე: 7.60 მ.
სიგრძე ქვემეხით: 9.04 მ.
კორპუსის სიგანე: 3.72 მ.
სიმაღლე: 2.66 მ.
კლირენსი: 470 მმ.
ჯავშნის ტიპი: ფოლადის, ჭურვსაწინააღმდეგო.
მიზანი: კომბინირებული პერისკოპული, ლაზერული მანძილმზომით, პანორამული პერისკოპული
ტყვიამფრქვევები: 2 × 7,62 მმ MG, ზოგიერთს ასევე 1 × 12,7 მმ M2HB.
სხვა შეიარაღება: 60 მმ ნაღმტყორცნი, 12 კვამლმფრქვევი ყუმბარა.
ძრავის ტიპი: V-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაგრილებით.
ძრავის სიმძლავრე: 1500 ც.ძ. და 1119 კილოვატი.
საწვავის ავზი: 1400 ლ.
გადაადგილების სიჩქარე გზატკეცილზე: 64 კმ/სთ.
გადაადგილების სიჩქარე დაბრკოლელებით: 55 კმ/სთ.
გადაადგილების ავტონომია: 500 კმ.
აღმართზე გამავლობა: 30°.
კედლის გადალახვა: 0,95 მ.
თხრილის გადალახვა: 3,0 მ.
გუბის გადალახვა: 1,4 მ.

ვნახოთ რამოდენიმე ვიდეო Merkava Mk.4 დემონსტრაცია:

[ვიდეო...]

ეს კი თაობების განვითარების ტაბლო:

ასევე Merkava Mk.4-ის ფოტოგალერეა:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

563 votes, average: 4.43 out of 5563 votes, average: 4.43 out of 5563 votes, average: 4.43 out of 5563 votes, average: 4.43 out of 5563 votes, average: 4.43 out of 5

› ბიოგრაფია: ერეკლე II (1720-1798)

ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ერთხელ კიდევ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი, საამაყო წინაპართა მსგავსად მრავალი გამარჯვება მოიპოვა რიცხვმრავალ მტერზე და ლეგენდად იქცა, დაიბადა › › ›

DU