1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სამედიცინო ნემსი

ეს ისეთი სამედიცინო ისტრუმენტია, რომელიც ბევრ ვაჟკაცსა და ქვის გულიან ადამიანსაც კი აშინებს, ლაპარაკია შპრიცზე ანუ სამედიცინო ნემსზე.

პირველი შპრიცი ჩემი ცნობებით აზიური წარმოშობისაა დაახლოებით ჩინური ან ინდური და იგი ქვისგან იყო დამზადებული.
ამ ისტრუმენტის გამოყენებაზე უფრო მეტი ცნობებია ძველ რომაულ ისტორიებში, სადღაც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში.

სამედიცინო ნემსი

ჩ.წ.აღ. IX საუკუნეში ერაყ-ეგვიპტის ცნობილმა ქირურგმა ამმარ იბნ ალი ალ-მაუსილიმ შექმნა საინექციო შპრიცი, მინის ღრუ და შეწოვის შესაძლებლობა, რომელიც გამოიყენებოდა თვალიდან კატარაქტის ლიკვიდაცისათვის, ამ საშვალებას იყენებდნენ XIII საუკუნეშიც კი, შემდეგ მისი ახალი დახვეწილი ფორმით ექსპლუატაცია ხდებოდა XX საუკუნეშიც.
1650 წელს ბლეზ პასკალმა გამოიგონა შპრიცი, რომელიც “პასკალის კანონის” სახელითა ცნობილი.

ბლეზ პასკალი

1844 წელს ირლანდიელმა ექიმმა ფრანსის რაინდმა გამოიგონა ღრუიანი ნემსი, რომლითაც მან განახორციელა კანქვეშა ინექციები ნევრალგიის განსანკურნად.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ვენური ინექციები ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ტარდებოდა, შპრიცი ისეთი სახით როგორიც დღეს ჩვენ ვიცით გამოგონილი იქნა 1953 წელს ვეტერინერი ჩარლზ გაბრიელ პრავაზისა და ალექსანდრ ვუდის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად.

ჩარლზ გაბრიელ პრავაზი

1946 წელს ინგლისში, ბირმინგემში გამოგონილი იქნა პირველი მთლიანად მინის შპრიცი ფოლადის ნემსით.
1949 წელს არტურ სმიტმა ა.შ.შ-ში დააპატენტა პირველი ერთჯერადი შპრიცები, რომლებიც შუსისაგან იყო დამზადებული. ამ შპიცების მასიური წარმოება კომპანია “Becton, Dickinson and Company”-მა 1954 წელს განახორციელა.
1956 წელს ახალი ზელანდიის ფარმაცეტმა და გამომგონებელმა კოლინ მერდოჩმა დააპატენტა პირველი პლასტიკური ერთჯერადი შპრიცები.

დღეს დღეობითაც კი არ შეჩერებულა შპრიცების დახვეწა-გამოგონება და თანამედროვე მეცნიერები მუშაობენ ისეთი ერთჯერადი შპრიცების გამოგონებაზე, რომელთა ერთხელ გამოყენების შემდეგ გამოირიცხოს შპრიცის ფიზიკურად მეორე მოხმარება. ამაზე მუშაობა განაპირობა შიდსისა და სხვა შპრიცით გადამდები ვირუსების საზოგადოებაში მომრავლებამ. აუნდა აღინიშნოს, რომ არის რაღაც მიღწევები და მოხდა დაპატენტებაც, მაგრამ სრულყოფილებამდე ჯერ ბევრი აკლია. სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს სპეციალური ორგანიზაცია-კამპანიები ნახმარი შპრიცებია აგროვაბასა და გადაცვლის პროგრამებით.

აგერ ფოტოები თუ რა ემართება ნემსს მისი რამოდენიმეჯერ გამოყენებისას:

სამედიცინო ნემსი

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ისეთი ნემსების გამოგონებას რომლთა ჩხვლეტისას ნაკლებ ტკივილს მოჰგვრის ადამიანს. ამერიკელების აზრის ნემსი უმტკივნეულო იქნება თუკი მას საყინულეში შევინახავთ. ინგლისელებმა კი უმტივნეულობის სხვა ხერხს მიმართეს და გამოიგონეს ისეთი რობოტი-დანადგარი რომელის ნემს კანში 90 კილომეტრ საათში არჭობს და ამტკიცებენ რომ ასეთი ელვისებური ჩხვლეტა ბევრად უმტკივნეულოაო.

თქვენი არ ვიცი მარა მე კი ვერ ვიტან შპრიცს და დანტისტს 🙂 ღმერთმა დაგვიფაროს ერთისგანაც და მეორესგანაც…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. graf ამბობს:
    7 ნოემბერი, 2010წ. 21:40სთ.

    ნარკომნობა გადავიფიქრე 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    7 ნოემბერი, 2010წ. 21:42სთ.

    და ლოთობა? 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› Google Gadgets თქვენი საითებისათვის

ამ პოსტში გავეცნოთ თითქმის ამ საიტის სეხნია 🙂 Google.com-ის გაჯეტებს რომლებიც თქვენს საიტებზე განსათავსებლადაა მოგონილი.
ესენია ბმულები სკრიპტებზე, რომლებიც ავტომატურად ახდენენ თქვენს საითზე შესაბამისი გაჯეტის ჩაშენებას და გამოჩენას. მრავალი სახისა და › › ›

DU