1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ილია ჭავჭავაძე: ჭკუა ურჩევს ენა იტყვის – (ა)

***
აბა რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი, რომე აჩეჩოს მარტო მიწანი და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს, რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას?

***
ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო დიდად მავნებელია.

***
ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.

***
ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.

***
ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თითონ, თავის-თავად სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუარ მოგემატება.

***
არამც-თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც-კი საწყენია მართებულის კაცისათვის.

***
არავითარი სიმდიდრე დუსრულებელი არ არის.

***
ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაიკაცობისთვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.

***
ამა სოფლისა ცხოვრება განყოფით არ იპოვება.

***
ახლად ფეხადგმულს ვერ მოვთხოვთ ნაბადზე გადახტომას.

***
ასი სიკვდილი ვერ მოჰკლავს ერთ სიყვარულსა.

***
აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, _ არც მომავალი აქვს.

***
აზრი ცხოვრებისა იმაშია, რომ შეიტყო, შეიმცნო: ჟამი რას ითხოვს: ტირილსა თუ სიცილსა, განერას თუ შეკრებას, დუმილსა თუ მეტყველებას, სიყვარულსა თუ სიძულვილს, ბრძოლასა თუ მშვიდობას.

***
არა-მწევარმა რომ კურდღელი დააბრუნოსო, დაჭერად ჩაეთვლებაო.

***
არა გვგონია, იმ ცრემლზედ უტკბესი რამ იყოს ქვეყანაზედ, როცა იგი სჟონავს ბედნიერების და სიხარულის ნამეტანობისაგან, და იმ სიცილზედ უმწარესი რამ, როცა კაცი ტირილით ჰხარხარებს უბედურებისა და მწუხარების სავსებისაგან. აი ეს ცრემლიანი სიცილი და სიცილიანი ტირილი არის იგი უზენაესი სიტკბოება, რომლის ფრთებითაც ჭეშმარიტი და უდიდესი ხელოვნება ადამიანისა თავის უმწვერვალეს სიმაღლეზედ აზიდავს კაცსა…

***
არ არის მკვდარი, ვინც მოკვდეს და ხალხს შესწიროს დღენია, მკვდრად იგი თქმულა,ვისაც აქ სახელი არ დარჩენია.

***
არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა.

***
არცა უსჯულო იკადრევს უმუხთლოს მისსა ძმობილსა.

***
აღდგენა ისტორიისა _ ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმის გამოკვლევაა სიბნელისაგან.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› კლასი SQL (Class) – MySql-თან სამეგობროდ

აგერ დავდებ ჩემს მიერ შედგენილ კლასს, რომლითაც ადვილად შეძლებთ mySQL-თან ერთიერთობას.
ეს მოცემული კლასი PHP ვერსია 5.3-ის შემდეგ აღარაა რეკომენდირებული, რადგანაც მერე უკვე სასურველია გამოიყენოთ PDO სტანდარტული კლასი.

[ნახე ვრცლად…]

კაი ხანია მე › › ›

DU