1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» GeoTubers.Ge გზავნილი: ფრთხილად!

ალბად გახსოვთ ძველი ჩანაწერი GeoTubers-ბზე და მათ ღვაწლზე, თუ არა და აქ ნახეთ: GeoTubers

ხოდა თუკი გაიხსენეთ აღარ მოვყვები ახლიდან თუ ვინ არიან და რას ებრძოლებიან. დღეს ყუტუბში ასეთი გზავნილი მივიღე მთგან სათაურით “ფრთხილად!” და ვიფიქრე გამოვამზიურებთქო:

“იუთუბის ყველა ქართველ მომხმარებელს: ბოლო დროს ისევ გახშირდა რუსი პროპაგანდისტების თავდასხმა ქართულ არხებზე, მიუხედავად იმისა არის თუ არა პოლიტიზირებული არხი. მათ მითუმეტეს არ აწყობთ ისეთი ქართული ვიდეოები სადაც საქართველო და ქართველი ხალხი არის დადებითად წარმოდგენილი, და ამავ დროულად ცდილობენ თავიანთ არხებზე განათავსონ ანტი ქართული ცილისმწამებლური ვიდეოები, რომლებიც ხელს უწყობენ უკანა პლანზე გადავიდეს ქართული ვიდეოები..
ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ქართველი “უზერ”-ების წინააღმდეგ იყენებენ ახალ და უფრო ეფექტურ ხერხს.

მათი ტაქტიკა შემდეგში მდგომარეობს: რეგისტრირდებიან და ხსნიან იუთუბზე ახალ არხებს, შემდეგ არასასურველი მომხმარებლის ვიდეოს ე.წ. “დაპოსტვის, დაფლაგვის” მეთოდით მიუთითებს infringes my copyright claims და გაუგზავნის ადმინისტრაციას…

რას ნიშნავს copyright claim-ი?! ეს ღორები))) ამ მეთოდით უგზავნიან იუთუბის ადმინისტრაციას, თითქოს თქვენს მიერ გაკეთებული ან გადაღებული ვიდეო, მათი საკუთრბაა, და თქვენ არღვევთ მათ საავტორო უფლებებს, ამის შემდეგ იუთუბის ადმინისტრაცია ბლოკავს და აუქმებს თქვენს პროფილს (ჩანელს). გაცნობებთ რომ, ანალოგიური შემთხვევის მსხვერპლი ბევრი ქართველი მომხმარებელი გახდა, და მათ არჩიეს რომ თავიდან გაეკეთებინად პროფილები, თუმცა თქვენი გაუქმებული პროფილის აღდგენის შანსი არის!
იგივე ადმინისტრაციასთან თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ რომ, ვიდეო თქვენი იყო, და თუ მომხმარებელმა რომელმაც თქვენი ვიდეო დაპოსტა ვერ დაამტკიცა რომ, ის მართლა მისი ვიდეო იყო, იგი მას დაუბლოკავენ არხს, და თქვენ ისევ დაგიბრუნებენ თვენს არხს, სადაც ასე თუ ისე შრომა და დრო გაქვთ დახარჯული და გინდათ თქვენი თავი და სამშობლო კარგად წარმოაჩინოთ! თუ შეგემთხვათ ანალოგიური შემთხვევა, და გადაწყვიტეთ თქვენი არხის დაბრუნება, ინფორმაციისთვის მიმართეთ მომხმარებელს რომელიმე ბმულზე:

http://www.youtube.com/user/MrRezzi
http://www.youtube.com/user/RezoVSKremlins
http://www.youtube.com/user/CaucasianRegion

მინდა იცოდეთ რომ, იუთუბის აქტიურმა ქართველმა მომხმარებლებმა, ბოლო დღეებში გაანეიტრალეს ქართველების მიმართ ზიზღით განწყობილი რუსი თუ სხვა ეროვნების მომხმარებლები, რომლებიც ამ საიტის დაარსების დღიდან ეწევიან ანტიქართულ დეზინფორმაციას, რაც არ მორჩენილა და გრძელდება. ჩვენი მიზანია ანტიქართული ვიდეოები აღარ დარჩეს ამ საიტზე, და ბევრი ასეთი ვიდეო და მათი პატრონი უკვე გაუქმებულია ქართველი იუთუბერების მიერ.
რაც უფრო მეტი ქართული ვიდეო იქნება ამ საიტზე, მით უკანა პლანზე გადაიწევს, ანტი ქართული ვიდეოები, და რეიტინგულად არაყურებადი გახდება!”

გზავნილის დასასრული.

მადლობა ძმებო და დებო ვინც ამ საქმეს ეწევით და იბრძვით ქართულის და ქართველობის დასაცავად.
ხალხნო ვისაც საქართველო გვიყვარს ვეცადოთ მხარში ამოუდგეთ მათ, ამ თანამედროვე ცხოვრებაში მრავალი სახის ბრძოლა არსებობს და ინფორმაციული ბრძოლა ყველაზე გადამჭრელი და შორს გამჭოლია, მასზეა დამყარებული ყველა დანარჩენი სახის ბრძოლა…
ყველამ დავდოთ თითო აგური…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 5

› §45 წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო

1084
დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
1085
“ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,
ახლოს › › ›

DU