1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ტყეში წაბლის საგროვებლად…

ბუნებაში და კერძოდ ტყეში ხეტიალი ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნება და დიდი ენერგიის მომცემია, ასევთქვათ ერთგვარი ჰობია თუკი შეიძლება, რომ ამას ჰობი ეწოდოს.
ვის უყვარს წაბლი? 😉
ოქტომბრის ბოლო დღეებია და ტყეში წაბლიც ხიდან უკვე დაცვენილია, ზოგი ნედლია, ზოგიც უკვე მოსულია, ზოგიერთი თითო-ოროლა ხეზეც შერჩენილა და ალბად ისინიც მალე მოსწყდებიან თავიანთ მშობლიურ ტოტებს.
დღეს ვიფიქრე თან ველურ ბუნებაში გავისეირნებ და თან წაბლსაც მოვაგროვებთქო, მოვაჯექი ჩემს ჯიპს და გაუდექი ტყის გზას ჯირითით 🙂
დაცვენილი წაბლის აკრეფა და მოგროვება არც ისეთი ადვილი საქმეა, როგორც ეს შორიდან სჩანს, რადგანაც მიწაზე მობნეული ნაყოფი შემოდგომის ფოთლებშია ჩამალული და მათი დანახვა ძალიან ჭირს.
ხოდა ასე ფოთლებში ქექიალით მოვაგროვე საკმაო რაოდენობის წაბლი იმდენი, რომ ერთ კინოს გაყურებინებს :). აქედან ზოგი ნედლი იყო და თავის ჯავშან-ქურქში იჯდა, ზოგიც უკვე ამოცვენილიყო ქურქიდან და ფოთლებში მიმალული.
მერე ვიფიქრე სურათებს გადაუღებ და გაჩვენებთქო, ხოდა აი დღევანდელი ტყის ნადავლის ფოტოებიც…

ეს გოლიათი ჯიშის აღმოჩნდა შიგ რვა გული ქონდა:

წაბლი

ნედლი წაბლს მჩხვლეტარა ჯავშანი აქვს შემორტყმული:

წაბლი

არც ისე სასიამოვნოა ჯავშნის ნემსების ჩხვლეტა, მაგრამ წაბლი მსხვერპლს მოითხოვს 😉

წაბლი

ეს კი ფოტო ბუნებრივი სილამაზის ამბავში 😉

წაბლი

ეს კი ის გამართლებული გემრიელი შედეგი რისთვისაც ხელები დავიჩხვლიტე 🙂

წაბლი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. graf ამბობს:
    31 ოქტომბერი, 2010წ. 13:16სთ.

    ბევრი კი არა 2 სტანდარტი ჯამი :D:D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Brabus Mercedes-Benz Viano Lounge

კომპანია ბრაბუსი (Brabus) ძალებს არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მრავალფუნქციანი და სამეფო ლუქსის ავტომობილი შემოგვთავაზოს. ამჯერადაც 2010 წელს არ უღალატა თავის აკვიატებას და წარმოადგინა ახალი მოდელი სახელად “Brabus Mercedes-Benz › › ›

DU