1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გალაკტიონ ტაბიძე: არწივებს ჩასძინებოდათ

ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.
არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.
ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.
ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოამძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;
გამოეღვიძათ არწივებს…
ცეცხლი! – შესძახეს წივილით,
ცეცხლი! – მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! – ტყე ამბობს ტკივილით.
არწივებს გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა,
იქვე დაეცნენ სამზირად,
გულს თუმც გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდულნი დადიან:
„არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

1916 წელი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანანო ამბობს:
    17 თებერვალი, 2011წ. 16:33სთ.

    ჩემი საყვარელი პოეტია გალაქტიონი. მისი ლექსებიდა ძალიან მომწონს მერი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მერიკო ამბობს:
    17 თებერვალი, 2011წ. 16:38სთ.

    მე გალაქტიონის ყველა ლექსი მომწონს განსაკუთრებით არწივებს ჩასძინებოდათ და ეს საიტიც მომწონს 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნანა ამბობს:
    21 მარტი, 2011წ. 15:09სთ.

    იქნებ ამ ლექსისი განხილვა დამიწეროოთ?>3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ნინი ამბობს:
    18 ივლისი, 2011წ. 10:41სთ.

    თქვენი საყვარელი პოეტი თუ არის, მისი სახელი მაინც არ უნდა გეშლებოდეთ, გალაკტიონი… : |

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

88 votes, average: 4.52 out of 588 votes, average: 4.52 out of 588 votes, average: 4.52 out of 588 votes, average: 4.52 out of 588 votes, average: 4.52 out of 5

› ჯვრის მონასტერი იერუსალიმში

შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში. დაარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI ს. 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის › › ›

DU