1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გალაკტიონ ტაბიძე: მთვარის ნაამბობიდან

ვიცი, ცაო, გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ – ოცნება.
არ იქნება, არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.

ბევრი მხარე მოვიარე –
ასე იწყებს ამბავს მთვარე, –
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე.

ბრწყინავს მისი ძველისძველი
უძველესი მთა და ველი,
მისი წყალი, მისი სივრცე,
მისი შოთა რუსთაველი!

რუსთაველი მახსოვს ბავშვი,
ოცნებობდა ოქროს ნავში,
მიცქეროდა და თან თრთოდა,
ვით ფოთოლი თრთის ნიავში.

ვიცი, ცაო, ფანტომიდან
ზრუნვა ვარ და შენ – ოცნება.
მრავალ ახალ კარგს მომიტანს
ოცნებათა შემოწმება.

კაცთა შრომამ მალარიით
მოშხამული ატმოსფერა
ახალ ჩაით, ახალ იით
ახლად გააოქროსფერა.

აგერ მძლავრი და ტიტანი
მოსჩანს კავკასიის ტანი.
მიჯაჭვული აქ იყო და
აქ აიშვა ამირანი!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გიორგი გაბაიძე ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 21:06სთ.

    მომიტევეთ მაგრამ “გალაქტიონ” სწორი ფორმა არის მასე არ ერქვა! ერქვა გალაკტიონი!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 21:54სთ.

    სირცხვილი 🙁
    მადლობა გავასწორებ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარი ამბობს:
    13 ოქტომბერი, 2012წ. 11:59სთ.

    მართალია გალაქტიონი ერქვა და არა გალაკტიონი, მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის 🙂 :))))))))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 5

› ცოცხლად დამარხულები

ვინც ლეთარგიული დაიძინა ყველას როდი გაუღიმა ბედმა, ზოგმა საავადმყოფოს საწოლზე გაიღვიძა, ზოგმა საფლავში.
მაგალითად 1879 წელს ვაშინგტონის შტატებში მშობლებმა სამი წლის ტომი სოსკი დაკრძალეს. ღამე ბიჭის დედას დაესიზმრა, რომ მისი შვილი › › ›

DU