1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გალაკტიონ ტაბიძე: ისევ ახალგაზრდობას

ცხოვრების გზაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გვმართებს –
აი, რა არის მთავარი.

რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს, აი, რა,
აი, რა არის მთავარი.

მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე
გვწამდეს, ესაა მთავარი.

თუ ადამიანს გეტყვიან –
მასზე ძვირფასი რა არის,
სახელი ადამიანის –
აი, რა არის მთავარი.

გეკაფოსთ – რაც უღრანია,
აგევსოთ – რაც ხარვეზია.
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო – უმთავრესია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ASL და LSF ანბანი

უბრალოდ თვალი მოვკარი ASL და LSF ანბანის ფოტოებს ინტერნეტში და დამაინტერესა:
თურმე სმენადაქვეითებულთა ენები ანუ ხელის მოძრაობებით გადმოცემული კომბინაციები, სხვადასხვანაირი არსებობს როგორც მაგალითად ინგლისური ენა და ფრანგული ენა. ქვემოთ გალერეაში მოგიყვანეთ › › ›

DU