1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» არყის შეფერადება და არომატიზირება…

მოკლედ ვისკის შესახებ. შოტლანდიაში ვისკის წარმოების მთავარი რაიონებია:
Highlands (ჰაილენდსი)
Speyside (სპეისაიდი)
Orknay Islands (ორკნეის კუნძულები) ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში
Lowlands (ლოულენდსი) სამხრეთით
Campbeltown-ის (კემპბელტაუნის) ნახევარკუნძული
კუნძული Islay (აილეი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

შოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩს ეძახიან. არსებობს “სკოჩის” სამი სახეობა: Blend, Pure malt და Single malt.
კლასიკური შოტლანდიური ვისკია Single malt.
Pure malt წარმოადგენს სხვადასხვა სორტის Single malt-ის ნარევს, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული. Pure mail-ს სხვაგვარად Vatted malt-საც უწოდებენ.
Blend ეს შერეული ვისკია. სწორედ შერეული ვისკის წყალობით, შოტლანდიურმა სასმელმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით. Blend იწარმოება 15-დან 40-მდე Single malt-ის ვარიაციისა და 2 ან 3 მარცვლოვანი ვისკის შერევით. აღსანიშნავია, რომ Single malt სასმელის 20-დან 40%-ს შეადგენს.

არსებობს მრავალი ფაქტორი, მაგრამ ძირითადად არის რამოდენიმე დეტალი, რომლებიც ამ სასმელის გემოს და ხარისხს განსაზღვრავენ ესაა: ტორფი, წყალი და მუხის კასრები, სადაც დაძველების პროცესი მიმდინარეობს. ხოდა ზუსტად მუხის კასრთანაა დაკავშირებული ეს ჩანაწერი 😉

ყველამ ვიცით რომ კახურ ჭაჭას ვერაფერი შეედრება, მითუმეტეს თუ ის მუხის კასრშია დაყენებული ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის ყველაზე საუკეთესოა, მერე ვისკებში დიდი პატივს ვცემ ჯეკ დანიელს (Jack Daniels) მართლაც კარგი დაგემოვნებული სასმელია.
მოდი ეხლა შორს ნუღარ წავალთ და სანამ ფხიზლები ვართ რისი თქმაც მინდოდა იმას ვიტყვი და ალავერდი თქვენთანა ვარ.

როგორც ზევით ავღნიშნეთ ყველაზე გემრიელი ვისკიც და ჭაჭაც მუხის კასრებში ყენდება. ისინი სურნელებას, გემოს და შეფერილობას მუხის კასრისაგან იღებენ, ხოდა ერთ დღეს ტყეში სეირნობისას მოჭრილი დიდი მუხის ხების დანახვისას ერთი ლოთური აზრი მომივიდა თავში.

ტყიდან წამოვიღე ახალი მოჭრილი მუხის შიგა გულის თხელი ფენა, რომელიც კარგად გავრეცხე.

სახლში წინა დღის ხინკლაობის მერე მორჩენილი ქართულ ტრადიციებზე დამზადებული არაყი “Eristoff” (სინამდვილეში “ერისთავი”) გადმოვიღე და შეუდექი ჩანაფიქრის აღსრულებას.

ესეიგი ეს მუხის გული დავჭერი მომცრო ჩხირებად

მერე სათითაოდ ჩავყარე არაყში

დაახლოებით ამდენი რაოდენობით, რადგან ჩავთვალე რომ საკმარისი იქნებოდა

და დავაყენე 4 დღე

მეხუთე დღეს აი რა შედეგი მივიღე

გემოც ხოშიანი აქ, არომატიც, სურნელებაც და ფერიც.

ხაში მოუხდება ამ კვირას, გეპატიჟებით. ეს მწარეა ჩვენ ტკბილად ვიყოთ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

19 votes, average: 4.74 out of 519 votes, average: 4.74 out of 519 votes, average: 4.74 out of 519 votes, average: 4.74 out of 519 votes, average: 4.74 out of 5

› ლადო ასათიანი: თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე › › ›

DU