1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» იყალთო

იყალთოს ფერისცვალების მონასტერი. XII ს.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თელავის ჩრდილო – დასავლეთით 8 კმ-ზე. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები. მათგან ყველაზე ძველია სამების ეკლესია, რომელიც VI ს-ში დააარსა ერთ-ერთმა “ასურელმა მამამ” ზენონმა, უმცროსი სვიმონ მესვეტის მოწაფემ. არც ისე დიდი ეკლესიის შენობა ჯვრულ – გუმბათოვანი ნაგებობაა. რესტავრაციის შემდეგ შეცვლილია, მაგრამ მისი ადრინდელი სახის წარმოდგენა შესაძლებელია.
მთავარი ეკლესიაა ფერისცვალების “ღვთაება”, რომელიც აგებული უნდა იყოს VIII – IX საუკუნეებში, მონასტრის დამაარსებლის ზენონის დაკრძალვის ადგილას. ეს ეკლესიაც ჯვრულ – გუმბათოვანი ნაგებობაა, საკურთხეველთან ნალისებური აფსიდით. ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს მთელ დასავლეთ ფასადზე გამავალი კარიბჭე. ეკლესია გადააკეთეს X – XII საუკუნეებში, მაგრამ მისი ადრინდელი ფენები კარგად ჩანს. ეკლესიის დაარსების დროინდელი ორი წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე ძნელად იკითხება.
ყველაწმინდის ეკლესია XII – XIII საუკუნისაა. საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს იყალთოს აკადემია. იგი VIII – IX საუკუნეებშია აშენებული, ხოლო XI – XII ს-ში გელათიდან გადმოსულმა არსენ იყალთოელმა აქ აკადემია დააარსა.
აკადემიის შენობა, რომელიც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს, ორსართულიანი და დიდი ზომის იყო (43 მ X 35 მ). ნაშენი იყო რიყის ქვით. განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე სართულის მოჩუქურთმებული ორმაგი სარკმელი. აკადემია შუა საუკუნეებში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური შოთა რუსთაველი.
აქ არსებული წარწერები მოგვიანო ხანისაა. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოთავსებულია აგდეთვე დიდი სატრაპეზო, მარანი და სხვა ნაგებობანი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანა შველიძე ამბობს:
    15 ივნისი, 2011წ. 16:21სთ.

    თქვენს მიერ დადებული ინფორმაცია, ამ საიტზე ძალზედ საინტერესოა და დიდ მადლობას გიხდით, რომ დამეხმარეთ იყალთოს შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    15 ივნისი, 2011წ. 16:29სთ.

    არაფრის. მოხარული ვარ და მადლობა, რომ სტუმრობთ ამ მოკრძალებულ საიტს…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

5 votes, average: 3.60 out of 55 votes, average: 3.60 out of 55 votes, average: 3.60 out of 55 votes, average: 3.60 out of 55 votes, average: 3.60 out of 5

› დემოტივატორი – კრებული პირველი

მოგესალმებით 😉
ჩემი დებიუტი ამ სფეროში 😐
არვიცი რამდენად გონებამახვილური და სახალისო ეგრედ წოდებული დემოტივატორული ფოტოები გამომივიდა, მაგრამ რაც მთავარია ორიგინალებია და არაა კოპირებული და ნათარგმნი რუსულიდან და ინგლისურიდან 😉
მოკლედ ფოტოს შეხედვაზე › › ›

DU