1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» იაპონელი მჭედელნი და მათი ხმლები

ყველამ ვიცით, რომ სამურაის მთავარი ფილოსოფია და იარაღი ხმალია. ეს იაპონური ხმლები რადიკალურად განსხვავდება სხვა მსოფლიოში არსებულ ხმლებისაგან: ფორმით, მოქნილობით, სიმტკიცითა და ხარისხით.

რა ვიცით ამ სამურაის ხმლების შესახებ?
ამ ჩანაწერში ვეცდები გაგიზიაროთ ყველა ის ცნობები და ისტორიები რაც კი მე ვიცი, წამიკითხავს და გამიგონია ამ ხმლების წარმოშობასა და მისტიკაზე.

თუკი იაპონიის ძველ ისტორიას გადავხედავთ, ამ ხმლების პირველი ოსტატები და შემქმნელები იყვნენ ორი მჭედელი: “მასამუნე” (正宗) და “მურამასა” (村正). ზოგნი იძახიან, რომ ისინი ძმები იყვნენო, ზოგნი მეგობრებიო და ზოგნიც მასწავლებელი და მოწაფეო. ამ ვარიანტებიდან ყველაზე მეტი პროცენტი და სარწმუნოა, რომ ისინი მასწავლებელი და მოსწაფე იყვნენ.

აი რას გვიყვება ისტორიული ჩანაწერები:

ოსტატი მასამუნეს ყველანი “თეთრ ოსტატად” იცნობდა, რადგან მას ეს სახელი მისი კეთილშობილური ხასიათისა და მიმდევრობის გამო შეარქვეს. იგი იყო აღკვეცილი ბერი და ბრწყინვალედ ფლობდა ხმლების დამზადების მრავალ საიდუმლოსა და მეთოდს, რომელიც მან ბევრი სხვადასხვა ოსტატისაგან სწავლებით, დაკვირვებითა და გამოცდილებით დაიგროვა. ცნობებია შემორჩენილი, რომ ვითომ მის მიერ დამზადებულ ხმლები იმხელა ძალასა და ენერგიას ფლობდა რომ მოწინააღმდეგეს ქარქაშიდან ამოუღებლად თრგუნავდა და ამარცხებდაო. ყველა დიდებულ და დაფასებულ სამურაის მისი ხმალი ქონდა მეგზურად და ეს დიდი პატივი იყო.

მოგვიანებით ოსტატ მასამუნემ შექმნა და ჩამოაყალიბა ხმლის მჭედელთა სკოლა, სადაც მრავალი ჭეშმარიტი მჭედლობის ოსტატი აღიზარდა, მაგრამ ყველა მათგანისაგან მკვეთრად გამოირჩეოდა ნიჭიერი მოწაფე სახელად მურამასა. მან სხვებისაგან განსხვავებით თავისი ცოდნა ხმლების სხვა სახეობის წარმოშობას ჩაუყარა.

მურამასამ როგორც მისმა მასწავლებელმა დიდი პატივისცემა და სახელი მოიხვეჭა თავისი შეუდარებელი ხმლის გამოჭედვის ოსტატობით. თუმცა მისი ხმლები სრულიად განსხვავდებოდნენ მწვრთნელ მასამუნეს ხმლებისაგან. მისი ხმლები უფრო ცივ, შემაკრთობელ კონტურებში იყო გამოჭედილი და როგორც გადმოცემითა ცნობილი დიდ მისტიკურ საომარ ძალას ფლობდნენ, ვისაც კი ეს ხმალი ეპყრო ის კაცი აუცილებლად ხმლის ამ ძლიერი საომარი სულით იყო გაჯერებული. თუკი ამ ხმალს ქარქაშიდან ამოიღებდნენ, მაშინ მას აუცილებლად სიცოცხლე უნდა წაერთმია, რადგან მას სიკვდილი დაჰქონდა და სისხლი სწყუროდა.

ლეგენდის მიხედვით ოსტატი მურამასა წინააღმდეგი იყო “ტოკუგავას” პოლიტიკისა რომლითაც ცდილობდა მთელი იაპონიის დაპყრობას და მართვას, ამიტომ იგი თავის ხმლებს მისი მოდგმის წყევლას ატანდა.

არის კიდევ ერთი ლეგენდა, რომ მურამასამ და მისმა მწვრთნელმა მასამუნემ თავიანთი ხმლები მდინარეში ჩაჰყეს და წყალში მოცურავე ხიდან მოწყვეტილმა ფოთლებმა როცა ჩამოუარეს მასამუნეს გამოჭედილ ხმალს, ხმალმა ფოთლები აირიდა და გაატარა, ხოლო როცა დინებამ მურამასას ხმალთან ჩამოატარა ფოთლები ხმალმა შუაზე გაჭრა.

მურამასა მჭედელ ოსტატთა მთელი დინასტიაა. ამ დინასტიის პირველი ოსტატი იყო ზემოთ ხსენებული “სენგო მურასამა” (千子 村正), რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იაპონიაში, მურომაჩის ეპოქაში, დაახლოებით მე-16-ე საუკუნეში. მას ბოლოს სასულიერო სახელი “ნიო დო მიოდაი” მიენიჭა, მაგრამ ხმლებზე ყოველთვის თავის ძველ სახელს ორ იეროგლიფს ტვიფრავდა:

მეორე დინასტიას უკვე მისი შვილი უძღვება, რომელსაც ასევე სენგო ერქვა სახელად და ისიც იგივე იეროგლიფს კვეთდა ხმლებზე. შემდეგ მისი შვილიც ხმლების ოსტატი დადგა და იგი ხმლებზე ხელს “მეისი კუვანა ძუ მურამასა” სახელით აწერდა.

სინამდვილეში თუ რამდენი დინასტია არსებობდა კიდევ, ბოლომდის დაუდგენელია. საქმე იმაშია, რომ ოსტატები თავიანთ ხმლებს არ აწერდნენ თარიღებს და აქედან გამომდინარე ძნელი დასადგენია თუ რომელი ოსტატი რომელ ხანაში მოღვაწეობდა. მხოლოდ ერთი ხმალია დათარიღებული და ისტორიკოსები ფიქრობენ რომ ეს პირველი მურომასას გამოჭედილი უნდა იყოს. არის ვერსიაც, რომ სულ ოთხი დინასტია იყო, მაგრამ ამ უკანასკნელზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

დაგიხაზავთ მათი გენიალოგიურ მიახლოებით რუკას:

                     SENGO MURAMASA (1)
O-NIN 1467 to BUN-GI 1501
______________________|____________________________________
______|_______ _______|______ _______|_______ |
SUKEMASA MURAMASA (2) MASASHIGE (1) |
BUN-MEI 1469 TAI-EI 1521 BUN-GI 1501 |
_________|________ | |
______|_______ ______|______ ______|______ |
MURAMASA (3) MURASHIGE MASASHIGE (2) |
TEN-MON 1532 TEN-MON 1532 TEN-MON 1532 |
|
______________________________________________|
_____|_____ ______|______
FUJIMASA MASAZANE
EI-SHO 1504 BUN-GI 1501
__________|__________ |
____|____ _____|_____ _____|_____
FUJIFUSA SUKETADA MASATOSHI
TEN-MON 1532 TEN-MON 1532 TEN-MON 1532

მურამასას დინასტიის ხმლებში სამართებლის ფორმები განეკუთვება შემდეგ ტიპებს:

  1. კატანა
  2. ვაკიძაში
  3. ტანტო
  4. ტატი
  5. იარი

ხმლების ზედაპირი:

  1. იატამე/მასამე

ფერები:

  1. სუფთა მუქი ცისფერი

საერთო იაპონური ხმლების სახეობა და მონაცემები

ზემოთ ვისაუბრეთ ცოტა რამ ხმალთა გამოჭედვის ორ დიდ ოსტატზე და მათ დინასტიაზე ახლა მოდი დაგიწერთ თუ რამდენი სახეობის ხმალი არსებობს, რომელი რაში გამოიყენებოდა და რა მონაცემები აქვთ.
ნუ ეხლა მე რაც ვიცი იმას დავწერ.

  1. ტატი
    61 სანტიმეტრიანი სიგრძის საბრძოლო ხმალი რომელიც სხვებისაგან განსხვავებით მისი სამართებელი უფრო მეტად მოხრილია და გამოიყენებოდა ძირითადად მხედართა შეიარაღებაში. მე-16-ე საუკუნეში გვხვდება ასევევ მეტრიანი ტატიც. ტატი კატანასაგან განსხვავებით ბასრი მხარით ქვევით იკიდება.

  2. ვაკიძაში
    მოკლე ხმალი, თუმცა არსებობს 30.3სმ-დან 60.6სმ-მდე. მე-16-ე საუკუნის ბოლოს სამურაის აუცილებელ ატრიბუტად იქცა და გამოიყენებოდა ვიწრო სივრციან საბრძოლო პირობებში, ასევე კატანასთან ერთად როგორც მეორე დამხმარე იარაღი. კატანასგან განსხვავებით მისი ტარება შეეძლოთ ყველას და სულაც არ იყო აუცილებელი სამურაის წოდება.

  3. კოდაჩი
    მოკლე ტატი, სიგრძე 60 სანტიმეტრიანი ერთ ბასრიანი სამართებელი. თარიღდება მე-10-ე საუკუნით და დაჰქონდათ კოშიგატანასთან ერთად.

  4. კოშიგატანა
    მოკლე 45 სანტიმეტრიანი ხმალი, რომელიც დააქვთ როგორც დამატებით იარაღად.

  5. ცურუგი
    ერთ-ერთი ძველი სახის ხმალი, სამართებელიც მთლად სწორია და სხვებთან შედარებით მძიმე. იგი იაპონიაში გვხვდება მე-10-ე საუკუნემდეც კი. იგი არ გავს იაპონური სტილის სხვა დანარჩენ ხმლებს და ცნობილია რომ მისი წარმოშობა ან ჩინური ან კორეული უნდა იყოს.

  6. მიცუტადა
    ყველაზე გრძელი, ორ სახელურიანი ხმალი, რომლის სიგრძე მეტრიდან ორ მეტრამდის მერყეობს. ეტიგოს პროვინციის სამლოცველოში ინახება ძველი 2.25 მეტრიანი სამართებლისა და 50 სანტიმეტრიანი სახელურის მქონე მიცუდატა ხმალი. ძველი ცნობებით ამ სახის ხმალს ზურგზე ატარებდნენ და ერთი დარტყმით შუაზე ჭრიდა მოწინააღმდეგეს.

  7. ტანტო
    30.3 სანტიმეტრიანი ხანჯალი. იგი, როგორც წესი დაჰქონდათ ხმალ ტატისთან ერთად. მას ხმარობდნენ “ხარა კირის” დროს (ისე ცნობისათვის “ხარა” ნიშნავს მუცელს “კირი” გამოფატვრას).

  8. ნაგინატა
    შუბისა და ხმლის შერწყმაა. მისი ოდნავ მოხრილი სამართებლის სიგრძე 60 სანტიმეტრია და დამაგრებულია ადამიანის სიმაღლის ხელა მყარ შუბის ტარზე. ხშირად მას უფრო ქალები ხმარობდნენ, რათა თავი დაეცვათ მამაკაცის არ ყოფნის დროს. ყველაზე დიდი პოპულარობა ჰპოვა “კამაკურა” და “მურომატის” იმპერატორობის ხანებში.

  9. იარი
    ესა ყველაზე ძველი იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა უხსოვარი დროიდან. მას ამზადებდნენ ჩვეულებრივი გლეხებიც, რადგან სხვა იარაღებისაგან განსხვავებით არ საჭიროებდა დიდ ოსტატობას. მას ატარებდნენ როგორც სამურაები ასევე უბრალო მებრძოლებიც. ჩემი აზრით ეს იარაღი უფრო განეკუთვნება შუბს ვიდრე ხმალს.

  10. კატანა სამურაის მეგზური
    ამ სახეობის ხმალს ატარებდნენ მხოლოდ სამურაები. იგი ითვლებოდა მთავარ და საპატიო იარაღად.
    მისი წონა დაახლოებით 1-1.5 კილოგრამია, მთლიანი ხმლის სიგრძე 90-120 სანტიმეტრია და აქედან 30 სანტიმეტრი სახელურია რათა ორივე ხელი ზუსტათ შემოერტყას. სამართებლის სისქე 5 სანტიმეტრიდან თმის ღერის სისქემდე დადის ბასრი მხრისაკენ. როგორც წესი ტარი ხისგანაა დამზადებული, რომელზედაც ზვიგენის ან პირუტყვის ტყავი აქვს შემოკრული, ანდაც ხშირ შემთხვევაში ბაწარი აქვს ჩაგრეხილი.
    კატანა მრავალი ნაწილისაგან შედგება და მთელ ფილოსოფიური დატვირთა გააჩნია, ნახეთ სქემა:

    მის მორთულობაში გამოიყენებოდა ოქრო, ვერცხლი და სპილოს ძვალი. მისი ქარქაში მზადდებოდა მაგნოლიის ხისაგან რომელიც იფარებოდა მუქი ან ფერადი ლაკით და შემდგომ ბრონზის ბზინავი შეფერილობით. ქარქაში დამალულად ამონტაჟებდნენ ორ პატარა დანას, რომელიც ასევე მოჩუქურთმებული იყო. თითქმის ყველა ხმალზე გამოკვეთილია ოსტატის ნიშანი, რომელიც ძირითადად სამართებლის ტარზეა ამოტვიფრული.
    ხმლებზე შევხვდებით ისეთ ლამაზ, გასაოცარ, ზუსტ ამოტვიფრულ ან გამჭოლ ორნამენტებსა და სიმბოლოებს, რომ გეგონებათ ყალიბშია ჩამოსხმულიო. ზოგიერთ ხმლებზე არამარტო ამოტვიფრულია, არამედ ოქრო ვერცხლითაც კია მოხატული.

უხსოვარი დროის ხმლები უფრო დიდები, გრძელები და მძიმეები იყო, მაგრამ საბრძოლო ხელოვნების დახვეწამ შეამცირა და უფრო მოქნილი გახადა ამ ტიპის იარაღი, რადგანაც უკვე აღარ იყო საჭირო ღონიერი მოქნევა და ხმლის სიმძიმე აქ უკვე საბრძოლო ტექნიკა, ხმლის საუკეთესო ფლობა და ჭკუა იგებდა :).

რაც ვიცოდი ყველაფერი მეტნალკებად მოგახსენეთ 😉
კარგი იქნებოდა ამდენი ცნობები ქართულ ხმლებზე და იარაღზეც მქონდეს, მარა ჯერჯერობით არ გამაჩნია საკმარისი ინფორმაცია. ვეცდები შევაგროვო მაგაზეც ინფორმაცია და შემდეგ ჩემი საერთო შეხედულება მოგახსენოთ…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. giorgi ამბობს:
    20 აპრილი, 2011წ. 08:13სთ.

    სპს ამის დამდებს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    20 აპრილი, 2011წ. 15:14სთ.

    არაფრის 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნიკუშა ამბობს:
    1 იანვარი, 2014წ. 22:02სთ.

    ვა რა 2010 წლის პოსტია მარა ეხლაც ძალიან დამაინტერესა , მადლობა ამის დამდებს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Google SketchUp

გუგლმა ამ ჯერად სამ განზომილებიან გრაფიკაში მოსინჯა ძალები და კარგადაც გამოუვიდა.
მათ შექმნეს პროგრამა SketchUp, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერი სამგანზომილებიანი პროექტის შექმნა და წარმოდგენა.
მასში ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომ მოსახმარად ძალიან ადვილი და › › ›

DU