1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» საგზაო მოძრაობის წესები და კანონები

თავი I

მუხლი 1.კანონში გამოყენებული ტერმინები
არასაკმარისი ხილვადობა – გზის ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ნისლის, წვიმის, თოვის დროს და ა. შ.;
დასახლებული პუნქტი – ტერიტორია საავტომობილო გზის გასწვრივ, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღინიშნება 5.2.2–5.2.5 ნიშნებით;
დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა;
საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი, ქვეითი;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა – საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა;
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.

მუხლი 17.სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.
2. “A” და “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია შესაბამისი პროგრამების მიხედვით მძღოლის დამოუკიდებელი მომზადება.
3. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თავი V
საგზაო მოძრაობის წესები

მუხლი 20. მძღოლის ზოგადი მოვალეობები
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს:
ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;
გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
2. მოტოციკლით მოძრაობი-სას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი.
3. საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარე-გისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული.
4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად;
ა1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა; (23.06.2005.N1747)
ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს;
გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – წაიყვანოს ტრანსპორ-ტი სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით.
5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას:
ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;
გ) ამოღებულია 24.06.2004. N206
6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, საგზაო პოლიციელის მოთხოვნით მან უნდა გაიაროს სამედი-ცინო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.
7. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია;
ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამე-დი-ცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე;
გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუა-ლებათა მოძრაობა შეუძლებელია;
დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, შემთხვე-ვასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის;
ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას.
8. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საგზაო პოლიციის უახლოეს საგუშაგოზე ან პოლიციის ორგანოში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
9. მძღოლს ეკრძალება:
ა) მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკუ-ლი ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა ავადმყოფობისას, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას;
ა1) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე; (23.06.2005.N1747)
ბ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალება სამართავად პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც თან არა აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მძღოლის მოწმობა.

4. მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ხოლო ბავშვების გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა იყოს 0,8 მეტრზე ნაკლები. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები.
9. სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშნები:
ა) „ავტომატარებელი” – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, სამი ნარინჯისფერი ფარანი
დ) „ყრუ მძღოლი” –ყვითელი ფერის წრე შიგნით ჩახაზული შავი ფერის სამი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმო-სახვი-თი ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ყრუ-მუნჯი ან ყრუ მძღოლი მართავს;
ე) „საშიში ტვირთი” – მარჯვენა ნაწილის შეღებილია ნარინჯისფრად, ხოლო მარცხენა ნაწილი – თეთრად, გარშემო შავი ფერის .
ვ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება” –თეთრი ფერის ტოლფერდა სამკუთხედი, რომელშიც ჩაწერილია შავი ფერის ასო „ს”
თ) „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი” –დიაგონალურადაა დახაზული ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები
ი) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება” –ყვითელი ფერის მართკუთხედი წითელი ფერის არშიით– იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20 მეტრს, და ავტომატარებელზე ორი ან მეტი მისაბმელით.
10. მძღოლის სურვილისამებრ სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშანი „ინვალიდი” , რომელსაც პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ინვალიდები.
11. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული წითელი და თეთრი ფერის 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით; დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).

მუხლი 22. სპეციალური სიგნალების გამოყენება
1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნა-ლების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები.
2. მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას(??), აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მისი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
3. ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებელი გაჩერების შესაძლებლობა.
4. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშა-ოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4–8 და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირა-ტესო-ბას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 23. ქვეითის მოვალეობანი
1. ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, პირს, რომელიც გადაადგილდება შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულაზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. თუ არ არის ტროტუარი, გვერდულა და ქვეითთა ბილიკი, ან მათზე მოძრაობა შეუძლებელია, ქვეითმა უნდა იაროს საველოსიპედო ბილიკზე ან იმოძრაოს ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირას (გზაზე, რომელზედაც გამყოფი ზოლი სავალი ნაწილის გარეთა ნაპირზეა). დაუსახლებელ პუნქტში ქვეითმა უნდა იაროს სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპიროდ. პირმა, რომელიც გადაადგილდება ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, აგრეთვე პირებმა, რომლებიც მართავენ მოტოციკლს, მოპედს, ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.
2. სავალ ნაწილზე ქვეითთა ორგანიზებული კოლონის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა. ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცი-ლებ-ლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარებით: წინ – თეთრით, უკან – წითლით. ბავშვებმა უნდა იარონ მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით.
3. ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს ქვეითთა გადასას–ვლე-ლზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხოლო თუ ის არ არის – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულის ხაზზე. თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია სწორი კუთხით სავალი ნაწილის ნაპირთან იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი, ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
4. რეგულირებად ადგილებში ქვეითი ხელმძღვანელობს მარეგულირებლის ან ქვეითთა შუქნიშნის სიგნალებით, ხოლო თუ ის არ არის – სატრანსპორტო შუქნიშნის სიგნალებით.
5. ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზედაც არ რეგულირდება მოძრაობა, ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. ამასთან, სავალი ნაწილის გადაკვეთისას (სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი) ქვეითმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას, არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა წინააღმდეგობის მხრიდან.
6. ქვეითი არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს სავალ ნაწილზე, თუ ეს არ ქმნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშიშროებას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, ჩერდება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე და გადასვლას აგრძელებს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის (მარეგულირებლის) სიგნალების გათვალისწინებით.
7. ქვეითი ვალდებულია თავი შეიკავოს სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი.
8. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდო-მად სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.

მუხლი 24. მგზავრის მოვალეობანი
1. მგზავრი ვალდებულია:
სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და გადმოვიდეს ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ტრანსპორტის სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
2. მგზავრს ეკრძალება:
ა) მოძრავი სატ-რანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე;
ბ) ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტებზე ჩამოჯდომა ან მათზე ტვირთის დადება;
გ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება.

მუხლი 25. შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალები
1. შუქნიშანზე გამოყენებულია მწვანე, ყვითელი, წითელი და მოყვითალო ფერის მაშუქი სიგნალები. შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამოისახება ისრით, (ისრებით), ქვეითის ან ველოსიპედისტის სილუეტითა და X ნიშნით. მრავალსიგნალიან შუქნიშანს შეიძლება ჰქონდეს მრგვალი მწვანე სიგნალის დონეზე განლაგებული მწვანე ისრიანი (ისრებიანი) სიგნალების ორი დამატებითი სექცია.
2. შუქნიშნის მრგვალ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მწვანე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას;
ბ) მწვანე მოციმციმე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი. მწვანე მოციმციმე სიგნალის ჩაქრობამდე დარჩენილი დროის (წამების) შესა-ხებ მძღოლის დამატებით ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი დაფა;
გ) ყვითელი სიგნალი – კრძალავს მოძრაობას, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, და იძლევა ინფორმაციას სიგნა-ლის შეცვლის შესახებ;
დ) ყვითელი მოციმციმე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა აწვდის ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საშიშროების შესახებ;
ე) წითელი სიგნალი, აგრეთვე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს მოძრაობას. წითელი და ყვითელი სიგნალების ერთობლივი ჩართვა კრძალავს მოძრაობას და იძლევა ინფორმაციას მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ.
3. მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიანი (ისრებიანი) ან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით). ამასთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუ-ნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნით არ არის აკრძა-ლუ-ლი. იგივე მნიშვნელობა აქვს მწვანე ისარს დამატებით სექციაში. დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი იძლევა ინფორმაციას, რომ მოძრაობა აკრძალულია ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით.
4. შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე აღბეჭდილი შავი კონკრეტული ისარი (ისრები) მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნის დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართულ მიმართულებებს.
5. თუ შუქნიშნის სიგნალზე ქვეითის ან ველოსიპედისტის სილუეტია გამოსახული, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ქვეითზე ან ველოსიპედისტზე. ამასთან, მწვანე სიგნალი ნებას რთავს, ხოლო წითელი კრძალავს ქვეითის ან ველოსიპედისტის მოძრაობას. ველოსიპედისტთა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუ-თხოვანი (200X200 მმ) თეთრი ფერის დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ფერის ველოსიპედის სილუეტი.
6. სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ ბრმა ქვეითის ინფორმირებისათვის შუქნიშნის შუქურა სიგნალებს ემატება აგრეთვე ხმოვანი სიგნალი.
7. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალები შესაბამისად კრძალავს ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
8. ტრამვაისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, აგრეთვე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შუქნიშნები ერთი და იმავე ფერის სიგნალიზაციით, T ნიშნის მსგავსად განლაგებული მოყვითალო ფერის ოთხი მრგვალი სიგნალით. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალი, რომელთა შორის მარცხენა – მარცხნივ, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი მარჯვნივ მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მხოლოდ სამი ზედა სიგნალია ჩართული, მოძრაობა აკრძალულია.
9. რკინიგზის გადასასვლელზე არსებული მოყვითალო ფერის მრგვალი მოციმციმე სიგნალი სატრან-სპორ-ტო საშუალების მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მოციმციმე მოყვითალო და წითელი ფერის სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
10. მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული:
ა.ა) მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს – პირდა-პირ და მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე;
ა.ბ) მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან – ყველა სატრან-სპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია;
ბ) მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი:
ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს – ყველა მიმართულებით;
ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ;
ბ.გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია;
ბ.დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგს უკან;
გ) ხელი ზემოთ არის აწეული:
გ.ა) ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით აკრძალულია, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვა-ლისწი-ნებული შემთხვევების გარდა.
11. მარეგულირებელს ხელების საშუალებით შეუძლია მძღოლსა და ქვეითს მისცეს სხვა გასაგები სიგნალები და ამისათვის გამოიყენოს კვერთხი ან დისკო წითელი სიგნალით (შუქამრეკლით).
12. მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლა – მოლაპარაკე მოწყობილობის ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მითითებულ ადგილზე.
13. სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია მოძრაობის მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად.
14. შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ან მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზთან (5.33 ნიშანთან), ხოლო თუ ის არ არის:
ა) გზა-ჯვა-რე-დინზე – გადასაკვეთ სავალ ნაწილზე (ამ კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად) ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს;
ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ – ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
გ) სხვა ადგილებში – შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომლებსაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
15. მძღოლს, რომელსაც ყვითელი სიგნალის ჩართვის ან მარეგულირებლის მიერ ხელის ზემოთ აწევის დროს დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქ-ტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას იმყოფება სავალ ნაწილზე, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ქვეითი უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
16. მძღოლი და ქვეითი ასრულებენ სიგნალების მოთხოვნებსა და მარეგულირებლის განკარგულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.
17. რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე სიგნალთან ერთად მიეცემა ხმოვანი სიგნალი, რომელიც მოძრაობის სხვა მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას გადასას-ვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.

მუხლი 26. საავარიო შუქური სიგნალიზაცია
საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;
ბ) იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება;
გ) მძღოლის შემხვედრი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს;
დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე);
ე) მოძრაობის მონაწილეთა გასაფრთხილებლად იმ საშიშროების გამო, რომელიც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებისაგან.

მუხლი 27. მოძრაობის დაწყება, მანევრირება
1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებ-ლე-ბი, ხოლო თუ ისინი არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკო-ლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდ-ზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალი მიეცემა ზემოთ აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელით.
2. მოხვევის მაჩვენებლებით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთან, სიგნალმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან.
3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.
4. მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას.
5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაო-ბისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაო-ბაა ორგანიზებული.
6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1, 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არ არის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
7. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არ აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.
8. თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრან-სპორ-ტო საშუალება ვერ ასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკო-ლება არ შეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
9. გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. [თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან). ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.]
10. თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება. (გასათვალისწინებელი სიტუაციები: მე-9 პუნქტი, ასევე 32-ე მუხლის მე-4,5,6 პუნქტი)
11. დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე.
12. გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვე-ვაში მძღოლი ამ ზოლზე მოძრაობისას და მეზობელ ზოლზე გადაადგი-ლებისას გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
13. მობრუნება აკრძალულია:
ა) ქვეითთა გადასასვლელზე;
ბ) გვირაბში;
გ) ხიდზე, გზაჯვარედინზე, ესტაკადაზე და მის ქვეშ;
დ) რკინიგზის გადასასვლელზე;
ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;
ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია.
14. სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნებადართუ-ლია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკო-ლებას არ უქმნის მოძრაობის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 28. სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე
1. ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1, 5.8.7, 5.8.8. ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის – თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ამასთან, საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი.
2. გზაზე, რომელზედაც ოთხი ან მეტი ზოლი და ორმხრივი მოძრაობაა, აკრძალულია გზის სანაპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარეზე გასვლა.
3. მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა.
4. მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.
5. სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელ-დება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუ-ნების წინ გადაჯგუფება.
6. მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია, აგრეთვე შემოვლის, გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
7. თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. მონიშვნის წყვეტილ ხაზებზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაჯგუფების დროს.
8. იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც.
9. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე (ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ნებადართულია საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების ავტომობი-ლების მოძრაობა უშუალოდ გვერდულასთან, ტროტუართან ან ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ სავაჭრო და სხვა საწარმოებსა და ობიექტებთან, ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალებების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება.
10. მძღოლი მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.
11. დაუსახლებელ პუნქტში გზაზე მოძრაობისას სატრანსპორ-ტო საშუალების მძღოლი, რომლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს, ვალდებულია დაიცვას მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ისეთი დისტანცია, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ წინ უსწრებენ, დაუბრკოლებლად შეეძლოთ ადრე დაკავებულ ზოლზე გადაჯგუფება. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ მძღოლი გასასწრე-ბად ემზადება, აგრეთვე ინტენსიური მოძრაობის დროს და ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.

მუხლი 29. მოძრაობის სიჩქარე
1. მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალე-ბისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე.
2. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას.
4. დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა:
ა) მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ავტომა-გისტრალზე – არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;
ბ) საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე – არა უმეტეს 80 კმ/სთ (???-> ავტომაგისტრალზე-90; სხვა გზებზე-70;??) სიჩქარით;
გ) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე – არა უმეტეს 80 (???-> ავტომაგისტრალზე-90; სხვა გზებზე-70;??) კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; (15.06.2005. N1621)
დ) ძარით მგზავრთა გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა – არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
ე) ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გადააქვთ საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი – არა უმეტეს იმ სიჩქარისა, რომელიც გათვალისწინებულია გადაზიდვის პირობებით. (ბუქსირებისას – არა უმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით;)

5. მძღოლს ეკრძალება:
ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასია-თებლით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;
გ) სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაბრკოლების შექმნა ნელი მოძრაობით, თუ ეს აუცილებლობით არ არის განპირობებული;
დ) მკვეთრი დამუხრუჭება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭების გარდა.

მუხლი 30. გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა
1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არ მისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი;
გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალე-ბისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას.
2. ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორ-ტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.
3. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძა-ლება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.
4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავე-ბულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
5. გასწრება აკრძალულია:
ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არ არის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა, სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა);
ბ) ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მასზე მოძრაობს ქვეითი;
გ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს;
დ) იმ სატრანპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრე-ბას ან შემოვლას;
ე) აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
6. ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუა-ლების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
7. თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დათმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა
1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულაზე, ხოლო თუ ის არ არის – სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდა-გების გარეშე, და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივ-მოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).
2. სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელით ორთვლიანი სატრან-სპორ-ტო საშუალების ორ რიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება-დარ-თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისათვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
3. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე ან გზის ფარგლებს მიღმა.
4. გაჩერება აკრძალულია:
ა) ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს, თუ ეს დაბრკო-ლებას უქმნის ტრამვაისა და მატარებლის მოძრაობას;
ბ) რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ;
გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან-სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია;
დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს;
ე) სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფი-ლის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;
ვ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია;
ზ) სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას;
თ) იმ ადგილას, სადაც სატრანსპორტო საშუალება ეფარება შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს, ან შეუძლებელია სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა (შესვლა ან გამოსვლა), ან აბრკოლებს ქვეითის მოძრაობას.
5. დგომა აკრძალულია:
ა) იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება;
ბ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1 ნიშნით აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს.
6. იმ ადგილას, სადაც იძულებითი გაჩერებისას გაჩერება აკრძალულია, მძღოლი იღებს ყველა შესაძლო ზომას სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.
7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
8. მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების გამომრიცხავ ზომებს.

მუხლი 32. გზაჯვარედინის გავლა
1. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.
2. აკრძალულია გასვლა გზაჯვარედინზე ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ ჩახერგილია ტრანსპორტი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს, რაც დაბრკოლებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას განივი მიმართულებით.
3. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგული-რებული გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არ მუშაობს, ან არ არის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
4. რეგულირებული გზაჯვარედინი:
ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც;
ბ) შუქნიშნის ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად , დამატებით სექციაში ჩართული(მწვანე) ისრის მიმართულებით მოძრაო-ბისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;
გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;
დ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას გზაჯვარედინზე შესული მძღოლი მოძრაობს დასახული მიმართულებით გზაჯვარე-დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის სიგნალების მიუხედავად, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ” ხაზებია (5.33 ნიშნები), მძღოლი ხელმძღვა-ნელობს თითოეული შუქნიშნის სიგნალით;
ე) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.
5. არარეგულირებული გზაჯვარედინი:
ა) არათანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;
ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც;
გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
6. მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა-ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ-მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.
7. თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.

მუხლი 33. ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება
1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს.
2. თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.
3. ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, -დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა.
4. აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს.
5. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს.
6. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან.
7. იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა”, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

მუხლი 34. მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას სარგებლობს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზას უთმობს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას).
2. რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მონიშვნის მოთხოვნებით, შლაგბაუმის მდებარეობითა და გადასასვლელის მორიგის მითითებით, რათა დარწმუნდეს, რომ გადასასვლელს მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა) არ უახლოვდება.
3. აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლა:
ა) თუ შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება (შუქნიშნის სიგნა-ლის მიუხედავად);
ბ) შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს (მიუხედავად შლაგბაუმის მდებარეობისა ან მისი არსებობისა);
გ) გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის დროს (მორიგე დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავს ზემოთ აწეუ-ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით, ან ხელები განზე აქვს გაშვერილი);
დ) თუ გადასასვლელის უკან მოძრაობა ჩახერგილია და ეს აიძუ-ლებს მძღოლს, გაჩერდეს გადასასვლელზე;
ე) თუ საკმარისი ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს უახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
4. აკრძალულია აგრეთვე:
ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა;
ბ) შლაგბაუმის თვითნებური გახსნა;
გ) გადასასვლელზე სასოფლო-სამეურნეო, საგზაო, სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა;
დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე 8 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ნელა მიმავალი მანქანის, აგრეთვე ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.
5. თუ გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა-ლუ-ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ” ხაზთან, 2.5 ნიშნიან შუქნიშანთან, ხოლო თუ ის არ არის – შლაგბაუმიდან არა ნაკლებ 5 მეტრისა. შლაგბაუმის არარსებობის შემთხვევაში მძღოლი ჩერდება უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
6. რკინიგზის გადასასვლელზე იძულებით გაჩერების დროს მძღოლი დაუყოვნებლივ გადმოსხამს მგზავრებს და იღებს ზომებს მის გასათავისუფლებლად.
7. მძღოლი ვალდებულია აგრეთვე:
ა) შეძლებისამებრ გაგზავნოს ორი კაცი ლიანდაგების გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ გზავნის მხოლოდ ერთს, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა), აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი;
ბ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალების ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი;
გ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.
8. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.

მუხლი 35. მოძრაობა ავტომაგისტრალზე
1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;
ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება;
გ) გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ;
დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში;
ე) უკუსვლით მოძრაობა;
ვ) სასწავლო სვლა.
2. სავალ ნაწილზე იძულებით გაჩერებისას მძღოლი ხელმძღვანელობს ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვ-ნათა შესაბამისად და იღებს ზომებს, რათა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანოს ამისათვის განკუთვნილ ზოლზე (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვნივ).
3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზეც.

მუხლი 36. მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში
1. საცხოვრებელ ზონაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც შესასვლე-ლი და გამოსასვლელი 5.38, 5.39 ნიშნებითაა აღნიშნული, ქვეითს შეუძლია იმოძრაოს როგორც ტროტუარზე, ისე სავალ ნაწილზე. საცხოვრებელ ზონაში უპირატესობა აქვს ქვეითს, მაგრამ მან არ უნდა დააბრკოლოს მოძრავი სატრან-სპორ-ტო საშუალება.
2. საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა, ჩართული ძრავით დგომა, აგრეთვე 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის დგომა სპეციალურად გამოყო-ფილი და ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.
3. საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას მძღოლი გზას უთმობს მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
4. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.

მუხლი 37. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტი
1. გზაჯვარედინის გარეთ, სადაც ტრამვაის ლიანდაგი კვეთს სავალ ნაწილს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, დეპოდან გამოსვლის შემთხვევის გარდა.
2. გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1–5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.
3. დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ტროლეიბუსსა და ავტობუსს, რომლებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ტროლეიბუსისა და ავტობუსის მძღოლები კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ მათ გზას უთმობენ.

მუხლი 38. გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა
1. დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირა-ბში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს შემდეგი სანათი ხელსაწყოები:
ა) ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე – ფარების ახლო ან შორი განათება;
ბ) ველოსიპედზე – ფარები ან ფარნები;
გ) საჭაპნე ოთხთვალაზე – ფარნები (თუ ასეთი არის);
დ) მისაბმელზე – საგაბარიტო სინათლეები.
2. შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე:
ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია;
ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალე-ბამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე;
გ) როგორც საპირისპირო, ისე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის თვალის მოჭრის თავიდან აცილების მიზნით.
3. ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრაობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება.
4. დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები.
5. ნისლის საწინააღმდეგო ფარებით სარგებლობა შეიძლება:
ა) დამოუკიდებლად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად;
ბ) დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე, ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად;
გ) ფარების ახლო განათების მაგივრად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო განათების ფარები უნდა ჩაირთოს:
ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას;
ბ) ავტობუსითა და სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას;
გ) საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადა-ტანისას;
დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს (მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე).
7. ფარ-პროჟექტორით და ფარ-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი დავალების შესრულებისას.
8. ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები გამოიყენება მხოლოდ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში. აკრძალულია ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარების „სდექ” სიგნალთან ჩართვა.
9. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი” ირთვება ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.
10. ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე შუქურა ირთვება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე ასრულებს სარემონტო– სამშენებლო ან მოსავლის ასაღებ სამუშაოებს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე საშიში, მსხვილგაბარიტიანი ან მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას, ამ ტვირთის გადატანის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. ხმოვანი სიგნალები გამოიყენება:
ა) დაუსახლებელ პუნქტში გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად;
ბ) თუ იგი აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
12. გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის მაგივრად (ან მასთან ერთად) შეიძლება ჩაირთოს მაშუქი სიგნალიც დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით.

მუხლი 39. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება
1. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირება სრულდება, თუ საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების საჭესთან ზის მძღოლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სწორხაზოვანი მოძრაობისას ხისტი გადასაბმელის კონსტრუქცია უზრუნ-ველ-ყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას.
2. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარით, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – მგზავრთა ყოფნა საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირის კაბინაში.
3. მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს 4-6 მეტრს, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არა უმეტეს 4 მეტრს.
4. აკრძალულია ბუქსირება:
ა) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია (დასაშვებია მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირება);ბ) ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალებისა;გ) სატრანსპორტო საშუალებისა უმოქმედო სამუხრუჭო სისტემით, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით;დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლისა;ე) მოქნილი გადასაბმელით, როცა გზები მოყინულია.

მუხლი 40. სასწავლო სვლა
2. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სწავლების ოსტატთან ერთად და იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვის საწყის ჩვევებს.
3. მასწავლებელს თან უნდა ჰქონდეს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლად მუშაობის 3 წელზე მეტი სტაჟი, აგრეთვე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. პირი, რომელიც სწავლობს ავტომობილის მართვას, უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა, ხოლო მოტოციკლის მართვას – არანაკლებ 14 წლისა.
5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება სწავლება, აქვს საცნობი ნიშანი „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება” და ინსტრუქტორისათვის დაყენებულია უკანა ხედვის სარკე.
6. აკრძალულია სასწავლო სვლა იმ გზებზე, რომელთა სია ცხადდება დადგენილი წესით.

მუხლი 41. მგზავრთა გადაყვანა
1. მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით უნდა გადაიყვანოს მძღოლმა, რომელსაც აქვს „C” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლების მოწმობა და მოცემული კატეგო-რიის სატრანსპორტო საშუალების მართვის ერთ წელზე მეტი სტაჟი, ხოლო თუ გადასაყვან პირთა რაოდენობა კაბინაში მყოფთა ჩათვლით რვაზე მეტია, მძღოლს უნდა ჰქონდეს „C” და „D”კატეგორიები და მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის 3 წელზე მეტი სტაჟი.
2. ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ იგი აღჭურვილია ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ბავშვების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
3. სატვირთო ავტომობილის ძარით გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომად მოწყობილი ადგი-ლე-ბის რიცხვს.

6. ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას მათ უნდა ახლდეთ უფროსი, ხოლო ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. ამ სატრანსპორტო საშუალებებზე წინ და უკან მაგრდება საცნობი ნიშანი „ბავშვთა გადაყვანა”.
7. მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარები დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.
8. მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია:
ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანების კაბინების გარეთ, სატვირთო მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარითა და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი-ნებული დასაჯდომი ადგილების გარეთ;
9. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტოციკლის უკანა დასაჯდომით და მსუბუქი ავტომობილის წინა დასაჯდომით (თუ ავტომობილს არა აქვს ბავშვის დამჭერი სპეციალური მოწყობილობა).

მუხლი 42. ტვირთის გადაზიდვა
3. ტვირთის გადაზიდვა დაიშვება, თუ იგი:
ა) არ ზღუდავს მძღოლის ხილვადობას;ბ) არ აძნელებს მართვას და არ არღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას;გ) არ ეფარება გარე მაშუქ ხელსაწყოებსა და შუქამრეკლებს, სარეგისტრაციო და საცნობ ნიშნებს, აგრეთვე არ უშლის ხელით მიცემული სიგნალების აღქმას;დ) ზედმეტად არ ხმაურობს, არ აყენებს მტვერს, არ აჭუჭყიანებს გზასა და გარემოს.
4. თუ ტვირთის განლაგება და მდგომარეობა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ისინი ან შეწყვიტოს შემდგომი მოძრაობა.
5. სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება ნიშნით „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი”,

მუხლი 43. დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ
1. ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მართვა, გზებზე მოძრაობისას სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის ან ჯოგის მეხრეობა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისათვის.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასაკობრივი ცენზი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს 2 წლით.
3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.
5. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ:
ა) მოძრაობა, თუ ერთი ხელით მაინც არ უკავიათ საჭე; ბ) მგზავრების გადაყვანა 7 წლამდე ასაკის ბავშვის გარდა, საიმედო საფეხურებით აღჭურვილი დამატებითი დასაჯდომით; გ) იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტის გარეთ გადმოშვერილია 0,5 მეტრზე მეტი სიგანით ან სიგრძით და ხელს უშლის მართვაში; დ) გზაზე მოძრაობა, თუ გვერდით საველოსიპედო ბილიკია;
ე) მოხვევა მარცხნივ ან გზაზე მობრუნება, სადაც ტრამვაი მოძრაობს, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია.
6. აკრძალულია ველოსიპედისა და მოპედის ბუქსირება, აგრეთვე ველოსიპედითა და მოპედით ბუქსირება, გარდა იმ მისაბმელის ბუქსირებისა, რომელიც ველოსიპედთან ან მოპედთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის.
7. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან საველოსიპედო ბილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლები გზას უთმობენ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
8. საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლმა გზის მიმდებარე ტერიტო-რიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.
9. პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, ხდება დღე-ღამის ნათელ დროს. მეხრემ პირუტყვი უნდა გადარეკოს გზის მარჯვენა ნაპირისაკენ რაც შეიძლება ახლოს.

(გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 1999 წელი – N22(29))

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

7 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნატა ამბობს:
    20 ნოემბერი, 2010წ. 18:51სთ.

    გაიხარეთ, მთელი კანონი იმხელაა, რა წამაკითხებდა. აქ კი ზუსტად ის არის ამოკრეფილი, რაც პრაქტიკულად საჭიროა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ზაქარია ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 15:49სთ.

    1. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით მიღებულია კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც, როგორც ჩვენთან, ცალკე თავად განხილულია საგზაო მოძრაობის წესები და ასეც იბეჭდება ცალკე წიგნად – საგზაო მოძრაობის წესები, თავისი დანართებით
    2. ყველსა საგზაო მოძრაობის წესებს თან ერთვის დანართები:
    I. საგზაო ნიშნები; /თვალსაჩინოებები სტანდარტის მიხედვით და განმარტებები /
    II. საგზაო მონიშვნები;/თვალსაჩინოებები სტანდარტის მიხედვით და განმარტებები /
    III. უწეივრობებისა და პირობების ნუსხა, რომელთა არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაცია;

    კარგი იქნება თუ მომავალში საგზაო მოძრაობის წესები დაიბეჭდება და გამოიცემა ასეთი ფორმატით

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 16:01სთ.

    წიგნზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თვითონ საგზაო ნიშნების (აბრები, მარკირება და სხვა) განმარტებებს თავისივე ილუსტრაციებით დავდებ მომავალში.

    მემგონი ქართულ ენაზე უნდა არსებობდეს მაგისთანა ბროშურა, სადღაც მინახავს თუ არ ვცდები…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ზაქარია ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 16:14სთ.

    საგზაო ნიშნები – http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=107&Itemid=132

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ზაქარია ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 16:45სთ.

    მე მომწონს Gigol.net

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    5 იანვარი, 2011წ. 18:51სთ.

    მადლობა, გაიხარე.
    აჰ… უკვე ყოფილა ნიშნებზე ინფორმაცია და თანაც კარგი განმარტებებით.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ზურაბ ვარდოსანიძე ამბობს:
    17 სექტემბერი, 2013წ. 16:46სთ.

    სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები, ქალაქში, ან ქალაქგარეთ მარტო ტრასის დასაწყისში კი არ უნდა იდგეს, არამედ ხშირად უნდა მეორდებოდეს, თორემ, გზის საკმაოდ დიდი მონაკვეთის გავლის შემდეგ, მძღოლის ყურადღება დუნდება და დარღვევის ალბათობა იზრდება. ასევე, რადარის ნიშენებისათვისაც. საერთოდ რადარის ნიშანი იმდენად მცირე ზომისაა და ისეთ ფერებშია გადაწყვეტილი, რომ ძნელად შესამჩნევია. ამიტომ იგი ხაფანგის როლს უფრო ასრულებს, ვიდრე მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისას. გარდა ამისა, ტრასაზე რომ მომაკვდავი ადამიანი ვიპოვნო, რომლის გადარჩენა წუთებზე და წამებზეა დამოკიდებული, მისი დახმარებისათვის ჯარიმა უნდა გადავიხადო? ე.ი. უნდა დავისაჯო? ეს ჰუმანურია? თუ არაადამიანებად გადავიქცეთ ყველა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

165 votes, average: 4.35 out of 5165 votes, average: 4.35 out of 5165 votes, average: 4.35 out of 5165 votes, average: 4.35 out of 5165 votes, average: 4.35 out of 5

› სულხან-საბა ორბელიანი: კატის გაზრდილი ლომი

ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩენია. წაიყვანა და გაზარდა. ლომი რომ წამოიზარდა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა.
ერთ დღეს ნადირი ვერ იშოვნა და თავისი გამზრდელი › › ›

DU