1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქართული დამწერლობის სახეები

ქართული დამწელობა შედგება სამი, ისტორიულად თავისებური და ფრიად განსხვავებული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ხუცური (ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.

  • ასომთავრული – უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება მე-8-ე საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. მე-11-ე საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში იგი უპირატესად „მთავრული, Capital“ ასოებად გამოიყენებოდა. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა.
  • ხუცური – მაგალითები აღმოჩენილია მე-9-ე საუკუნიდან. მე-11-ე საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონო, Lowercase“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. მე-12-ე საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ხუცურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა მე-18-ე საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ხუცური განვითარდა ბერძნული „სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა).
  • მხედრული – მაგალითები არსებობს მე-11-ე საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული, Capital“ ასოები.
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› სერბი ელექტრომენი

სერბეთში ცხოვრობ ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ არაჩვეულებრივი კაცი სახელად სლავიშა პაიკიჩ.
ხომ… რატომაა ეს ჩვეულებრივი კაცი არაჩვეულებრივი?
უჩვეულობა იმაშია, რომ მას შეუძლია მაღალი ელექტრო ძაბვა გაატაროს თავის სხეულში და თვითონ სრულიად უვნებელი გადარჩეს.
ესეც › › ›

DU