1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ოქროს საბადო ჩვენს კომპიუტერში…

დაგაინტრიგა სათაურმა ხომ? 😉
შენ წარმოიდგინე და ეს სულაც არაა აბსურდი და ფანტაზია.
ოქროს მარტო სამკაულებში და მოპირკეთებაში კი არ იყენებენ, არამედ კომპიუტერულ სქემებშიც, რადგან ამ მეტალს გააჩნია ყველაზე კარგი თვისებები: უჟანგობა და თერმული, ელექტრული გამტარობა.

კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ინდუსტრია ყოველწლიურად უამრავ ოქროს იყენებს, მაგალითად ოფიციალური მონაცემებით 2003 წელს 318 ტონა ოქრო იქნა დახარჯული.

სად არის ეს ამდენი ოქრო?
სად და თქვენი კომპიუტერების დედაპლატაზე: IDE კონექტორები, PCI Express სლოტი, PCI, AGP, ISA, და სხვა პორტები, Jumper სამაგრები, პროცესორის სოკეტი, და DIMM (SIMM ძველი პლატები) სლოტი.

არსებობს მსხვილი საწარმოები რომლებიც ციკლავენ ძველ აპარატურას და ოქროს იღებენ.

მაგალითად ნახეთ ვიდეო:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

გაგიხარდათ? სულ ტყუილად 🙂
რადგან ოქრო ძალიან ცოტა, ძალიან მიზერული რაოდენობითაა გამოყენებული და თქვენი კომპიუტერი სულაც არაა ოქროს საბადო 🙂
თუმცა, თუკი გაქვთ რამოდენიმე ათასი დედაპლატა მისივე სხვადსხვა კომპონენტებით, მაშინ შეგვიძლია კიდევ ვიმედოვნოთ ოქროს მოპოვების შანსი 😉

ამას კი ქიმიისა და ფიზიკის ცონდა სჭირდება და ვინც არ იცის ტყუილად ნუ ეცდებით.
ჯერ საჭიროა რომ სქემებს დავაცალოთ ყველა კონექტორი და სამაგრი, რომლებიც შეიცავენ ძალიან მინიმალურ ოქროს და შემდგომ ამ ძვირფასი მეტალის მოსაპოვებლად საჭიროა მთელი ქიმიური და ელექტროქიმიური პროცედურები, სადაც გამოიყენება: გოგირდის მჟავა, ნატრიუმი, ქლორი, ელექროდები მათი ურთიერთრეაქცია შემდეგ დალექვა და სხვა.

HCl + NaClO -> Cl2 + NaCl + H2O
HCL + NaClO -> Cl2 + NaCl + H2O
2 Au + 3 Cl2 -> 2 AuCl3

ეს პროცედურა და რეაქციები აწარმოებს ქლორის საშიშ გაზს, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღად გამოიყენებოდა, სახელწოდებით “Bertholite”, ამიტომაა საშიში და არარეკომენდირებული ამ ცდების სახლში ჩატარება.
ნუ მოკლედ მე თუ მკითხავ ეს ამდენი წვალება ნამდვილად არ ღირს იმ მიზერული შედეგად, რასაც ის გვაძლევს…

ხოდა ოქროს მაძიებელნო კომპიუტერებს შეეშვით და სხვა ხერხს მიმართეთ 😉 და თუ არ იშლით ნახეთ ფოტო გალერეა:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. G r a f ამბობს:
    10 სექტემბერი, 2010წ. 20:00სთ.

    მაგარია , ჩემ კომპს ვეცემი ეხლა და გადავადნობ :D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გიორგი ჩიტაძე ამბობს:
    25 თებერვალი, 2013წ. 08:57სთ.

    ეს ვიდეო საიდან გადმოვიწერო მითხარით ლინკი მომეცით :))))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ვვვვვვვ ამბობს:
    3 სექტემბერი, 2013წ. 20:57სთ.

    როგორ მივიღო ოქრო ან ვერცხლი მადნიდან ციანიტისა და გარეცხვის გარეშე?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› მარტო ველურ სამყაროში / Alone In The Wild

მინდა შემოგთავაზოთ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამავე ფილმის მთავარი და ერთადერთი გმირის გადაღებულია.
ფილმის გმირს სახელად Ed Wardle-ის ოცნება ქონდა, რომ ველური ბუნების პირობებში ეცხოვრა სრულიად მარტოს და აი აიხდინა ოცნება, რომელიც › › ›

DU