1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქართული ანბანი ქართველურ ენებში

ყველა ქართველური ენა იყენებს ქართულ დამწერლობას (ლაზური – ქართულსა და თურქულს). ზოგიერთ ქართველურ ენაში მოიპოვება ისეთი ბგერა, რომლის აღნიშვნა თანამედროვე ქართული ანბანის 33 ასოთი შეუძლებელია. არსებობს სპეციალური ნიშნები, რომლითაც ჩაიწერება მეგრულ-ლაზური და სვანური ბგერები:

  • ჲ – ზანურ ენაში, მოკლე ი (ლაზური და მეგრული)
  • ჴ – სვანურ ენაში – მძიმე ხ
  • ჷ – სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, არის ყრუ ხმოვანი. დაახლოებით გამოითქმის როგორც თურქული ”ı”
  • ჸ – მეგრულ ენაში – ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ
  • ჶ – ლაზურსა და ოსურში – ლათინური “f”
  • უ’ – უ-ბრჯგუ – სვანურში, მეგრულსა და ლაზურში – მოკლე უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ, ან უ.

ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა

ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა – როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:

  • ჱ – ჰე
  • ჲ – იოტა
  • ჳ – ვიე
  • ჴ – ხარი
  • ჵ – ჰოე
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

41 votes, average: 4.59 out of 541 votes, average: 4.59 out of 541 votes, average: 4.59 out of 541 votes, average: 4.59 out of 541 votes, average: 4.59 out of 5

› ლადო ასათიანი: ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ › › ›

DU