1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» PlayStation 3-იდან კომპიუტერში შესვლა

ხოომმ…
იყო შემთხვევები როცა დავეხმარე ხოლმე იმაში, რომ ფლეისთეიშენ 3-ის საშვალებით კომპიუტერში შესულიყვნენ და შიგ მყარ დისკზე განთავსებული სასურველი მედია ფაილების ტელევიზორში ცქერითა თუ მოსმენით დამტკბარიყვნენ, ხოდა რავიცი ვიფიქრე ამაზე როგორ და რანაირად განმარტებას დავწერთქო, თან თუკი ვინმეს კიდევ დასჭირდება ამ პოსტის ბმულს მივცემ წაიკითხავს და უშველის 😉

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ჩავრთოთ PS3-იც და კომპიუტერიც…

მერე PS3-სა და კომპიუტერს შორის გავაბათ და მივაერთოდ ინტერნეტის კაბელი (თუკი ჯერ არ გაქვთ მიერთებული), PS3-ს კაბელის მისაერთებელი წესით უკან აქვს, ნუ მოკლედ სამაგისოდ მარტო ერთი შესაერთებელია და სხვაგან მაინც ვერ მიაერთებ ასე რომ ეძებე სადაც მიუდგება და იქ შეარჭე ;), ხოლო მეორე წვერი კომპიუტერის ინტეგრირებულ მოდემზე და თუკი მას ცალკე გერე პროვაიდერის მოცემული ინდივიდუალური მოდემი აქვს (9box, freebox, alice და ასეშემდეგ), რომლიდანაც კომპიუტერი იღებს ინტერნეტს, მაშინ მაგ მოდემზე უნდა ქონდეს მისაერთებელი და იქ მიართე. მოკლედ თუკი PS3-ით ახდენ ინტერნეტში შევლას ესეიგი ყველაფერი სწორადაა მიერთებული.

მერე საჭიროა მიუჯდეთ კომპიუტერს და გავააქტიუროთ ფაილებთან დაშვება.

ეს კი ხდება Windows Media Player-იდან. ესეიგი შევდივართ მედია პლეერში და მენიუში ვიძახებთ ოპციებს:

Connexion PS3 PC

გამოსულ სარკმელში ვირჩევთ ბიბლიოთეკის ყუნწს და ვაკლიკებთ ფაილებთან დაშვების კონფიგურირების ღილაკს:

Connexion PS3 PC

და ახალ გამოსულ სარკმელში ვღნიშნავთ და ვააქტიურებთ ფაილებთან დაშვებას:

Connexion PS3 PC

ახლა კი PS3-ას მივხედოთ.
PS3-ის პარამეტრებში, ვპოულობთ კავშირის პარამეტრებს და ვააქტიურებთ კავშირს მულტიმედიის სერვერთან:

Connexion PS3 PC

გამოვდივართ უკან და ფოტოს, ვიდეოს ან მუსიკის მენიუში გაუშვებთ მულტიმედიის სერვერის ძებნას.

Connexion PS3 PC

ისევ ვუბრუნდებით კომპიუტერს და ფაილების დაშვების სარკმელში დავინახავთ კომპიუტერისათვის უცხო გარე მოწყობილობის (PS3) იკონს, რომელზედაც წესით წითელი იქსი აქვს დასმული ნიშნად იმისა, რომ იგი აღმოჩენილია, მაგრამ დაბლოკილია კომპიუტერისაგან რათა ვერ მოახდინოს ფაილებთან დაშვება.

ახლა საჭიროა რომ მოვხსნათ ბლოკი და მივცეთ ავტორიზაცია ფაილებთან დაშვების.

Connexion PS3 PC

ბლოკის მოხსნის შემთხვევაში იკონზე დაეხატება მწვანე რგოლში ჩასმული “პწიჩკა”:

Connexion PS3 PC

ახლა ავირჩიოთ თუ ფაილების რომელ დონემდე მოხდეს PS3-ას დაშვება, ამისათვის ბრუნდებით წინა ბიბლიოთეკის სარკმელში და ახლა ვაკლიკებთ სურათზე მონიშნულ ღილაკს:

Connexion PS3 PC

რომელიც მოგვცემს ფაილთა დაშვების დონეთა სიას, რომელიც შეგვიძლია გავზარდოთ ან პირიქით შევამციროთ:

Connexion PS3 PC

იმდენი საქაღალდის დამატება შესაძლებელი რამდენიც მოგესურვებათ:

Connexion PS3 PC

როცა მორჩებით საქაღალდეების დამატებას ან ამოშლას ვკლიკავთ OK-ეის და ვახდენთ ყველა არჩეული საქაღალდის სკანირებას, რათა ბიბლიოთეკაში მოხდეს ფაილების აღრიცხვა:

Connexion PS3 PC

ბოლოს ვხურავთ და გადავდივართ PS3-სთან.
PS3-ის მენიუში როგორც ზემოთ აგიხსენით ვაძლევთ მულტიმედიის სერვერის მოძიებას:

Connexion PS3 PC

რამაც შეიძლება ცოტა დრო მოითხოვოს:

Connexion PS3 PC

და ბოლოს უნდა მოგცეთ ასეთი შეტყობინება, რომ “ნაპოვნია ერთი მულტიმედია სერვერი”:

Connexion PS3 PC

და სულ ეგაა, შეგიძლია შეხვიდე კომპიუტერში და უყურო მყარ დისკზე ჩაწერილ ფილმებს, კლიპებს, ფოტოებს და სხვა… 😉

Connexion PS3 PC

იმედია დეტალურად და გასაგებად ავხსენი. წარმატებები 🙂

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. Wilson Tennis ამბობს:
    16 სექტემბერი, 2011წ. 13:20სთ.

    well-built! thank you!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ბიოგრაფია: გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში.
მწერლის მამა – ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლსაც, თავდაპირველად, სასულიერო განათლება მიუღია. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1890-1895 წლებში, ხოლო შემდეგ › › ›

DU