1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქართული ანბანი

ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აბხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ცისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება.

ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ ურთიერგამომრიცხავია:

  • ქართული გადმოცემის თანახმად მისი შექმნა მიეწერება საქართველოს მეფე ფარნავაზ I-ს  ძვ.წ. III საუკუნეში.ქართული მწერლობის უძველესი ძეგლი “შუშანიკის წამება” უეჭველად ცხადყოფს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო მაღალგანვითარებული წერილობითი კულტურა, რაც მხარს უმაგრებს თქმულებას ქართული ანბანის ფარნავაზის მიერ შექმნის შესახებ. ამასთან, პროფესორრევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ “ქართლის ცხოვრება”-ში ჩართული “ცხოვრება ფარნავაზისი” არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება.
  • ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ.წ. IV-V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492-493 წწ)). უკანასკნელი მონაცემები (აკადემიკოსლევან ჭილაშვილის  ხელმძღვანელობითნეკრესში  (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები) ადასტურებს, რომ ქართული ანბანის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანას განეკუთვნება.
ასოები
 


ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე.

გალერეაში გთავაზობთ ანბანის რამოდენიმე ცხრილს:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნოდარი ამბობს:
    29 აგვისტო, 2010წ. 00:46სთ.

    იბერიული დამწერლობა თუკი არსებობდა, ქართბელ-იბერიულიც ხომ იქნებოდა. ასომთავრულის საფუძველი ხომ არ იყო კრიპტოგრაფიული ნიშნები?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ბერო ამბობს:
    7 დეკემბერი, 2010წ. 20:18სთ.

    რაღა თქმა უნდა ქართველ-იბერიელებსაც ექნებოდათ კრიპტოგრამები. საქართველოში ასომთავრულზე ადრინდელი კრიპტული ნიშნების ცხრილი არის ნაჩვენები ,,ეთნოგრაფიული ადგილები”-ში. ამ ნიშნებში საინტერესოა შუმერული ,,სიცოცხლის ხის” მსგავსი სიმბოლო-ნიშანი და ასომთავრული ,,შ” და ,,წ” ასოების გარკვეული მსგავსებანი. ასომთავრული ასოები ნამდვილად ფანტაზიის ნაყოფი არაა და არც უცხო ადამიანის შექმნილი არა ჩანს. ასომთავრულის მხატვრული კანონზომიერება, კვადრატში ჩასმული ოთხწრიანი ჯვრის (იგივე წერტილოვანი ჯვარი) პრინციპზეა მორგებული და ეს შემთხვევით არაა. იგი ძალიან მნიშვნელოვანი გეომეტრიული თანაზომიერების ფორმიდან ამოსულია, რომელიც უძველესი ქურუმების საკუთრება იყო. ავტორის პრინციპია: ,,მით ვისწავლებდეთ მოგვეცეს შერთვა ზესთ წყობთა წყობისა” შ.რუსთველი გ.გ.ბორჯღალიონი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    7 დეკემბერი, 2010წ. 20:40სთ.

    მადლობა ბერო საინტერესო მსჯელობისათვის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მსოფლიოს მეტროები

მსოფლიოს მეტროთა ინფორმაციის მომცემი მოზრდილი ცხრილი. არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ, მაგრამ მე კი დავიტანჯე მისი შედგენით 🙁
[ნახე ვრცლად…]

DU