1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გელათი

გელათის მონასტერი 1106-1126 წწ.
ქართული ხუროთმოძღვრების ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელივანესი ცენტრი, აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო აღმოსავსავლეთით 11 კმ-ზე, მდ. წყალწითელის ხეობაში, დაარსებულია 1106 წ. დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII ს-ის) შენობები. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ, გუმბათოვან, მთავარ ტაძარს, ორ ბოძსა და საკურთხევლის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს. აღმოსავლეთ მხარეს კი სამი წახნაგოვანი შვერილი, აფსიდი ეკლესიისთვის სხვადასხვა დროს ჩაუშენებიათ. დასავლეთ მხარეს სტოაა, სამხრეთით და ჩრდილოეთით კი ეკვდერები.
ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35მX36მ, სიმაღლე 34 მ-მდე, გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორაციით, თაღებით და თითქმის სრულად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიდა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს, კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის კოშკში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში XIII, ფრესკები რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში დავით ნარინის ორი, XIII-ს-ში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ, განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები, (XVI ს) ჩრდილოეთოთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა წმ. დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც როგორც ჩანს ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI ს-ში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით, მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით XII ს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა, გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა, შიგნიდან კედლები დაფარულია XVI ს მოხატულობით მთავარი ტაძრიდან 9 კმ-ზე აღმართულია (XIII-XIV ს.ს.) წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით XIII ს სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური – წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსოა, ხოლო სულ ზემოთ – სამრეკლოა. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევის სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართ. დაახლოებით 300 მ2) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია, მოგვიანებით შუა შესასვლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული, შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა, გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლო მდებარეობდა სამეფოს პოლიტ ცენტრთან ქუთაისთან. აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: წმ. დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XII-XV სს გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათალიკოს პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლებო ძალა (გარდა მღვდლის კურთხევისა) გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი, მონასტრის უფროსი მონაზვნები, მოძღვართ-მოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII ს II ნახ. XV ს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურ ლენგის შემოსევები, გამწვავებული შინა ფეოდალური, საადგილმამულო ბრძოლების გამო, მონასტერშიც ხოვრება შეჩერდა მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV ც, II ნახ) სემდეგ, გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა, 1510 წ. 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის ჯარმა, იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ. გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს, კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები, ბაგრატ III თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმაშენებელს” უწოდებენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს პატრიარქი ევდემოზ ჩხეიძე. XVII 20-იან წლებში ბაგრატ III-მ მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დაარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ ეკონომიკური, მორალური მდგომარეობა XVI ს II ნახ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII ს-დან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამიშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და გელათის ეპისკიპოსებმა. XVIII დამლევს მონასტერს ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. ჯერ კიდევ XI ს-ში წმ. დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიბისძე, პეტრე გელათელი, ევდემოზ ჩხეიძე (1557-78). ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წ) გედეონ ლორთქიფანიძე (XVIIს) ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა, მონასტერში ინახებოდა ნდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი) გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ. დაახლოებით 1500 მ-ზე, მის ჩრდილო აღმოსავლეთოთ შემორჩენილია სოხასტერის მონასტერი (დაყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები – ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებიცა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. სამებას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XIII) ნანგრევებია, მის მახლობლად გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა, მოშორებით მდ. წყლაწითელის ხეობაში ე.წ. დავითის კონცხზე მტრის თავდასხმისაგან მონასტერის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევებია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ზაკსუ. (ემიგრანტი) ამბობს:
    29 ნოემბერი, 2012წ. 08:47სთ.

    კედევ და მრავალ მადლობას მოგახსენებთ ამ ისტორიული მასალებისთვის, რადგანაც დღევანდელმა მოზარდ ახალგაზრდებმა მკვეთრად უნდა იცოდნენ თუ როგორი ტანჯვა წამებით შემოგვინარჩუნეს ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი საქართველო.
    P.S. …და თუ სურათებსაც თან დაურთავთ საუკეთესო იქნება მეხსიერებისათვის.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. რომანი ამბობს:
    15 ნოემბერი, 2016წ. 07:43სთ.

    ვერ გავიგე ღვთისმშობლის შობის ტაძარია თუ მიძინების

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ინდიელთა მოცურავე კუნძულები

თუკი შევაერთებთ 50-მდე მოცურავე კუნძულებს ტიტაკაკას ტბიდან, მივიღებთ დედამიწას, რომელიც ფეხებს ქვეშ იმოძრავებს. ადრე ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ინდიელების ერთერთი ტომი უროსები ცხოვრობნენ ბალახით დაწნულ ნავებში, შემდგომ როცა მოსახლეობა გაიზარდა, › › ›

DU