1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ინტერნეტ ბროუზერისათვის მაძებარას არჩევა

ეს ამბავი არც მე ვიცოდი და დღეს შემთხვევით მაიკროსოფტის ამ “Add Search Providers to Internet Explorer” გვერდზე ვნახე.

ეხლა აგიხსნით თუ რაზეა საუბარი.
ინტერნეტ ბროუზერს, რომ ზედა თულბარის მარჯვენა კუთხეში ინტეგრირებული მაძებარას ფორმა აქვს, აი მაგ ფორმაში ხომ შეგვიძლია ნებისმიერი სასურველი საძიებო სისტემის ჩასმა, ნუ როგორიცაა გუგლი, იაჰო, ბინგი და რავი კიდევ სხვა, ხოდა მაგ საძიებო ძრავების სისტემის შეცვლა შესაძლებელია თქვენივე საიტის ვებგვერდიდან.

მერე აზრი?
აზრი იმაშია, რომ თუკი თქვენს საიტზე გაქვთ საძიებო ძრავის რაიმე სისტემა, შეგიძლიათ თქვენი საიტის მომხმარებელს შესთავაზოთ და ბროუზერში მაძებარად დაამატებინოთ, რითაც ისინი ძებნას ტულბარიდან პირდაპირ თქვენივე საიტზე განახორციელებს. ანუ გადმომისამართდება თქვენს საიტის მაძებარაზე და უჩვენებს მოძებნილ შედეგებს, როგორც ეს მაგალითად გუგლის შემთხვევაში.

როგორ გავაკეთოთ.
ჯერ საჭიროა შევქმნათ XML ფაილი სადაც ჩავწერთ ბროუზერის მაძებარასთვის საჭირო ინფორმაციას.
მოდი განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი და მაგალითისთვის ავიღოთ ეს Gigol.net საიტი ;):

ესეიგი როგორც ავღნიშნე საჭიროა XML ფაილის შექმნა, რომლიდანაც ბროუზერის მაძებარა ძიების განსახორციელებლად აიღებს საჭირო ინფორმაციას. აი ნახეთ ქვემოთ XML ფაილის სრული შიგთავსი:

მაგალითად GigolNet.xml

1
2
3
4
5
6
<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?> 
<OpenSearchDescription xmlns="http://a9.com/-/spec/opensearch/1.1/">
 <ShortName>Gigol.net</ShortName> 
 <Description>Gigol.net მაძებარა </Description>
 <Url type="text/html" template="http://www.gigol.net/?s={searchTerms}&amp;x=10&amp;y=12" />
</OpenSearchDescription>

ნუ ეხლა ShortName და Description ხომ გასაგებია რა ინფორმაციაცაა. ყველაზე მთავარი და განსახილველი აქ Url-ია, ანუ ეს:

1
<Url type="text/html" template="http://www.gigol.net/?s={searchTerms}&amp;x=10&amp;y=12" />

სადაც Url-ში template-ს მნიშვნელობაა “http://www.gigol.net/?s={searchTerms}&x=10&y=12”.
ეს მნიშვნელობა განსხვავებული ექნება სხვადასხვა საიტებს, ძრავის საძიებელი სისტემის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩემი საიტი ძრავად ვორდპრეს იყენებს, ამიტომ წესით:

      http://www.gigol.net – საიტის მისამართი.
      /?s={searchTerms}&x=10&y=12 – ვორდპრესის საძიებელი სისტემის სტანდარტული ცვლადები.

ხო კიდევ ერთი, მაგ მნიშვნელობაში როგორც ხედავთ ჩასმულია ეს: {searchTerms}
{searchTerms} არის საძებარი სიტყვები, წინადადებები ნუ მოკლედ მოსაძებნი მნიშვნელობები. ამ მნიშვნელობებს ჩვენი მაგალითის შემთხვევაში ვანიჭებთ ცვლად “S”-ეს, ანუ s={searchTerms}, ნუ ეს ვიდრპრესის შემთხვევაში.

ეცადეთ XML-ში სიმბოლო “&” ჩაწეროთ ასე “&amp;”.
შეინახეთ XML ფაილი თქვენივე სერვერზე ნებისმიერ საქაღალდეში, სასურველია მოკლე მისამართზე.

“ჯადოსნური ლინკის” საიტზე დადება.
ესეიგი თუკი მოვრჩით XML ფაილის შექმნას და ავტვირთეთ სერვერზე, მაშინ ეხლა საიტის ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია დავდოთ ბმული, რომელზეც ბოდიალას ერთი კლიკით, ინტერნეტ-ბროუზერის ტულბარში ინტეგრირებულ მაძებარას ძრავად, ვაქცევთ ჩვენთვის სასურველი საიტის ძებნის სისტემას, ანუ ჩვენს შემთხვევაში Gigol.net-ის ძებნის სისტემა.

და აი გვერდზე დასადები კოდიც:

1
2
3
4
5
6
7
<html>
<body>
 
 <a href="#" onclick="window.external.AddSearchProvider('http://lab.gigol.net/search/GigolNet.xml');DCSext.ie_asp='Gigol.net'">გახადე Gigol.net ბროუზერის მაძებარად!</a>
 
</body>
</html>

ეხლა რახდება.
ჯავასკრიპტის მეშვეობით ვიძახებთ XML ფაილს (http://lab.gigol.net/search/GigolNet.xml) და ზემოთ განხილულ XML-ში მოთავსებულ ინფორმაციას ვაწვდით ბროუზერს რომელიც თავის ინტეგრირებულ საძიებელში ამატებს. ასეთნაირად Gigol.net-ის საძიებო სისტემა ემატება ბროუზერს.

მემგონი სასარგებლო და საინტერესო ფუნქციაა. ეს უფრო დიდ საიტებს დააინტერსებს, თორე ჩემნაირ პატარ საიტებს დიდად არ წაადგება, თუმცა გამართულად იმუშავებს.

მოდი გასატესტად დავდებ მაგ “ჯადოსნურ ბმულს”: გახადე Gigol.net ბროუზერის მაძებარად!

ისე გირჩევთ გუგლი გაიხადოთ ერთგულ მეძებრად: გახადე Google ბროუზერის მაძებარად!

იმედია გასაგებად ავხსენი და გამოგადგებათ რამეში 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მაღვიძარა სახელად: “დრო ფული ღირს”

საინტერესო და ამავდროულად კარგი სახალისო იდეაა.
გქონიათ ალბად შემთხვევა სისხამ დილით, როცა მაღვიძარას კივილი გაღვიძებს, ცალ თვალს გაახელ, მერე თავისით დაგეხუჭება და უნებურად გაიფიქრებ ერთი ხუთი წუთიც და ავდგებიო 🙂
ხოდა ეს › › ›

DU