1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მოხერხებული მაგიდის მარტივად გაკეთება

იმ დღეს დადგა იმის აუცილებლობა რომ მოზრდილი მაგიდა ყოფილიყო ოთახში და ისე რომ ბევრი ადგილი არ დაეკავებინა ოთახში.
შეიძლებოდა მაღაზიაში წასვლა და შეძენა, მაგრამ ისეთი მაინც ვერ იქნებოდა როგორიც მე დამჭირდებოდა.
ხოდა ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი, გადავწყვიტე ჩემით გამეკეთებინა. გადავამოწმე თუ რა საშველებები და ხის მასალა მქონდა სახლში და მაინდამაინც კაი ხის მასალა ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ რაც იყო იყო, იმედი არ დავკარგე და შეუდექი საქმეს.

მაგიდის მოსაწყობად ოთახში მოთავსებული ორსართულიანი საწოლის ქვეშ უქმი ადგილი ავირჩიე და მასზე დამონტაჟება გადავწყვიტე.

ამისათვის ავიღე სამი ფიცარი:

დავჭერი საჭირო ზომებად:

საწოლს მივამაგრე რამოდენიმე ხის საყრდენი:

შემდგომ ამ საყრდენებზე მოვათავსე მაგიდისათვის ზომებად დაჭრილი ზედაპირები და კიდევ გადავამოწმე მათი ერთმანეთში ზუსტი ჯდომა:

შემდეგ მოვხსენი და კუთხეები მრგვალად ფრთხილად შემოვაჭერი:

მერე საყრდენებზე დაუჭირე და დავამაგრე:

მერე ის მრგვალად შემოჭრილი კუთხეები ხის წებოთი და პატარა ლურსმნებით მივამაგრე შიდა კუთხეებში და დამჭერებით დავაფიქსირე, რათა მყარად და ზუსტად დამჯდარიყო:

ასევე ქვემოდან მაგიდის გადაბმის გასამყარებლად ქვემოდან პატარა ხის ფიცრები მივაკარი:

და გამოვიდა ასეთი:

შემდგომ მაგიდაზე ხელის დაწოლისას ხდებოდა მისი ოდნავი დაზნექა, ამიტომ ნაპირებში დაუყენე ხის საყრდენები, რამაც მთლიანად გაამაგრა და უსაფრთხო გახადა:

და კონსტრუქციაც დასრულდა. მივიღე ასეთი ფორმის მაგიდა:

დაველოდე ერთი დღე რათა ხის წებო გარგად გამყარებულიყო და მეორე დღეს გავშკურკე და შავ ფერში შევღებე:

ასე გადაწყდა მაგიდის აუცილებლობის მოთხოვნილება 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. G r a f ამბობს:
    26 ივლისი, 2010წ. 15:31სთ.

    wow მალაცი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    26 ივლისი, 2010წ. 22:03სთ.

    შენ ოთო უნდა გენახა როგორ უხაროდა ზედ მანქანების ტრასა დაუგე.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

41 votes, average: 4.32 out of 541 votes, average: 4.32 out of 541 votes, average: 4.32 out of 541 votes, average: 4.32 out of 541 votes, average: 4.32 out of 5

› ტოპ 10 გამოგონება ტექნიკურ სფეროში

ჩამოგითვლით ყველა დროის 10 საუკეთესო გამოგონებას ტექნიკურ სფეროში. დავიწყოთ ათიდან პირველამდის.
10. ტელევიზორი

John Logie Baird იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 1923 წელს დააპატენტა აპარატი რომელიც რვახაზიან გამოსახულებას იძლეოდა. ერთი წლის შემდეგ გამოუშვა › › ›

DU