1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სასარგებლო პროექტი Geotubers.ge

ეს არაა რეკლამა და არც არავის უთხოვია ამის დაპოსტვა, უბრალოდ კარგ წამოწყებად ჩავთვალე და ვიფიქრე თქვენც გაგიზიარებთ მეთქი.

Geotubers.ge არსებობს ასეთი ქართული პროექტი საიტი და GeoTubersGe არხი იუტუბში, რომელიც ზრუნავს და სურს რომ დაიცვას ჩვენი სამშობლოს ღისება Youtube.com-ში, თუ როგორ და რანაირად ქვემოთ დავდებ მათივე განმარტებებს:

ფორუმ GeorgianYoutubers , www.geotubers.ge მიზანია საქართველოს ინტერესების და სახელმწიფო პრინციპების დაცვა ინტერნეტ სივრცეში! კერძოდ:

1) საქართველოს კულტურის-ხელოვნების, ტურიზმის, ასევე სხვა მიმზიდველ ბიზნეს სექტორების პოპულარიზაცია: როგორც მოგეხსენებათ ჩვენ პატარა მაგრამ დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა ვართ, www.Youtube.com – ის მეშვეობით გვეძლევა შესაძლებლობა ვიდეოების და კომენტარების დახმარებით უკეთესად გავაცნოთ დანარჩენ მსოფლიოს, საქართველოს კულტურა, ისტორია, ბუნება… მაგალითისთვის იხილეთ ეს ვიდეო: http://www.youtube.com/watc…
(ამ თემასთან დაკავშირებით სამომავლოდ იგეგმება სხვა და სხვა კონკურსები)

2) ბრძოლა ანტი ქართულ ვიდეოების და კომენტარების წინააღმდეგ: ჩვენ არ ვებრძვით განსხვავებულ აზრს და სიტყვის თავისუფლებას! ჩვენ ვებრძვით ბინძურ, ანტიქართულ პროპაგანდას და აგრესიას ინტერნეტ სივრცეში! მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო:

http://www.youtube.com/watc…

http://www.youtube.com/user…

3) საქართველოს კულტურის დაცვა! YouTube-ზე შეიძლება გადააწყდეთ ბევრ ისეთ ვიდეოს, სადაც საქრთველოს კულტურული მემკვიდრეობა მითვისებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ან დარღვეულია ქართველთა საავტორო უფლებები. ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ვაიძულოთ ვიდეოს ავტორი ან youtube-ის ადმინისტრაცია წაშალოს ვოდეო.
იხილეთ ვიდეოს დაბლოკვის ინსტრუქციები ვიდეოზე: http://www.youtube.com/watc…

4) ქართველი Youtube-რების არხების დაცვა! აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ათობით ქართველის, თუ მათი თანამოაზრეების და მხარდამჭერების არხები იქნა დახურული რუსი youtuber -ების მიერ. ისინი დღემდე ცდილობენ მაქსილამურად დაამახინჯონ საქართველოს შესახებ სიმართლე და სიცრუის მორევში ჩაითრიონ მსოფლიოს დანარჩენი საზოგადოება ამ საიტის და სხვა ინტერნეტ რესურსების აქტიური გამოყენების საშუალებით. მიზანმიმართულ ვირტუალურ აგრესიას ქართველებმა ადექვატურად უნდა ვუპასუხოთ!

საქართველოს ძალა, ერთობაშია!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› მაგიური F12 ინტერნეტ ექპლორერში

ეს იმათ დააინტერესებთ ვისაც სხვის კოდებში ძრომიალი იტაცებს 🙂
ესეიგი რა ხდება, ყველამ კარგად ვიცით ვებგვერდის შიგთავსის სანახავად ბოდიალას მარჯვენა კლიკი, რომელიც გვაძლევს აზელილ-დაზელილ source კოდების ფანჯარას, სადაც როგორც ვებმეკობრეებს სჩვევიათ › › ›

DU