1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მიკროკერატომია, LASIK, LASEK, ФРК

LASIK

ლაზერული კორექცია ანუ ჩვენ ენაზე ლაზერული კერატომილეზი.
მას იყენებენ ახლომხედველობისას -15,0 მდე, შორსმხედველობისას +6,0 მდე და ასტიგმატიზმისას 5,0-6,0 დიოპტრიამდე.
ФРК გან განსხვავებით LASIK-ის დროს ლაზერი მოქმედებს რქოვანის მხოლოდ შიგნითა შრეებზე. სპეციალური აპარატურით, მიკროკერატომით მოიჭრება რქოვანის გარეთა ზედაპირი, რომელიც ოპერაციის დროს უბრალოდ გვერდზე გადაიწევა დაბოლოში დააბრუნებენ უკან. რქოვანას აქვს კარგი შეხორცების უნარი ამიტომ არანაირ ძაფების დადებას არ საჭიროებს და პაციენტი ოპერაციის შემდეგ დისკომფორტს არ განიცდის. მხედველობა აღდგება 2-3 საათის შემდეგ.

LASIK-ის უპირატესობები:
მხედველობა უახლოვდება 100%;
სტაბილური მხედველობა ოპერაციის შემდეგ;
გართულებების საშიშროება 0,01%;
უმტკივნეულობა;
ოპერაცია 10-15 წთ. გრძელდება;
მხედველობა აღდგება 2-3 საათში;
არანაირი შრამები და ნაკერები.

LASEK

LASEK არის ФРК-ს მოდიფიკაცია.
სპეციალური სითხით და აპარატურით ხდება რქოვანის ზედა შრის მთლიანი მოცილება და ოპერაციის შემდეგ უკან ადგილზე აბრუნებენ. ამ დროს მუშაობა ხდება რქოვანის ზედა ფენებზე და ამიტომ ოპერაციის მერე გარკვეული პერიოდი თავის დაცვა მოგიწევთ. შეხორცების პროცესზეა დამოკიდებული ოპერაციის წარმატებულობა. ამიტომ ლასეკი უფრო ძნელად პროგნოზირებადია, აქაც პროცენტი დაბალია. შეხორცება ხდება 4-7 დღის მანძილზე. ამ მეთოდს იყენებენ თუ რქოვანა არაა საკმარისად სქელი რომ გააკეთონ ლასიკი.

LASEK-ის უპირატესობები:
იაფია შედარებით LASIK-ისგან;
შეიძლება გაკეთდეს თხელი რქოვანის დროსაც.

LASEK-ის პრობლემები:
მხედველობა ნელ ნელა აღდგება 1-2 კვირის განმავლობაში;
პირველ დღეს შეიძლება ცოტა ტკივილი იყოს;
ცოტა ინფიცირების შანსი და რქოვანის არასცორი შეხორცების შანსიც არის.

ФРК

ფოტორეაქტიული კერატექტომია.
ФРК-ას დროს რქოვანას ამუშავებენ გარედან ამიტომ ირღვევა მისი დამცავი ზედაპირის ეპითელიუმი, რომლის აღდგენა დროს მოითხოვს. მხედველობა აღდგება 2 კვირაში, პროცესი კი საბოლოოდ მთავრდება 3-4 თვეში. ФРК ეფექტურია შორსმხედველობისას -6,0 მდე ასტიგმატიზმისას-3.0 მდე და შორსმხედველობისას +3,0 მდე. როგორც წესი ორივე თვალზე ერთდროულად არ იყენებენ, შუალედი მინიმუმ 2-3 კვირა.

ვიდეოები თვალის ოპერაციების შესახებ:

[ვიდეო...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

12 votes, average: 4.67 out of 512 votes, average: 4.67 out of 512 votes, average: 4.67 out of 512 votes, average: 4.67 out of 512 votes, average: 4.67 out of 5

› იაკობ გოგებაშვილი: ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად › › ›

DU