1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბალახის დაკიდული ხიდები

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კულტურისა და ისტორის მქონე ერი, რომელნიც ტერიტორიულად დასახლებულნი არიან პერუში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, აგებენ ბალახის გრძელ დაკიდულ საცალფეხო ხიდებს.

მართლაც საოცარი და შთამბეჭდავია ეს ბალახის კლდიდან კლდეზე გაჭიმული ხიდი. თურმე მასალად იყენებენ სპეციალური ჯიშის ბალახს, რომელსაც სახელად “Qoya” ჰქვია. არ ვიცი ასეთი ჯიშის ბალახი თუ არსებობს ჩვენთან საქართველოში…

სამწუხაროდ ეს ხიდები დიდი ხანი ვერ ძლებენ და ყოველწლიურ განახლებას საჭიროებენ, რასაც სიამოვნებითა და მთელი ცერემონიალით ასრულებენ პერუს მკვიდრი მოსახლეობა. განა არ შეუძლიათ თანამედროვე და გამძლე ხიდის აშენება, მაგრამ ასეთი ხიდების აგებით ისინი თავიანთ კულტურასა და ადათწეს ინარჩუნებენ.

ყოველწლიურად ივნისის მეორე კვირას, პერუს სხვადასხვა დასახლებიდან, ათასობით მკვიდრი იკრიბება, რომელთა რასობრივ შემადგენლობაში შედიან: კრეოლი (13%), ინდიელი (49%) და მეტისი (37%). ერთად შეკრებილნი ცერემონიალით აგრძელებენ თავიანთ ტრადიციას. გრიხავენ, წნავენ, სკვანჯავენ ამ ბალახებს და შემდეგ შედეგით ამაყობენ, გაუმარჯოს ჩვენს ტრადიციებსოო :). ყველას თავისი ტრადიცია უყვარს და მოსწონს.

ვიდეო მაგ ხიდთან დაკაშირებით:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

ფოტოები:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 59 votes, average: 4.22 out of 5

› ლეგენდა სამგორზე

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, – მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც › › ›

DU