1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» WordPress 3.0

ჩვენმა საუკეთესო ბლოგსისტემამ WordPress-მა გამოუშვა 3.0 ჯერჯერობით ბოლო ვერსია. როგორც ამბობენ ამ ვერსიაში ბევრი შეცდომები და ხარვეზებია გამოსწორებული. დაემატა ახალი უფრო მოსახერხებელი და სასარგებლო ფუნქციები.
ასე რომ ნუ დააყოვნებთ და განაახლეთ, მაგრამ სანამ განაახლებდეთ მაინც ყოველ შემთხევისათვის შეინახეთ თქვენი საიტის მონაცემთა ბაზა.
განახლება კი ხდება ადმინიდან “ხელსაწყოები / Tools” და მერე “განახლება / Upgrade”-ში. ნახეთ ფოტოზე:

WordPress 3.0 Upgrade

ეს კი ვიდეო პრეზენტაცია:

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

10 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გიორგი ამბობს:
    3 ივლისი, 2010წ. 13:15სთ.

    დავაყენე ჩემ ბლოგზე, გაქართულება დავაპირე ჩემი ბლოგის და ქართულ სიტყვებს რომ ვწერ ????? ასე აჩვენებს და ვერ მოუხერხე ვერაფერი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    4 ივლისი, 2010წ. 00:12სთ.

    გამარჯობა გიორგი.
    წერის დროს თუ გამოქვეყნების დროს?

    wp-config.php-ში ეს გადაამოწმე, წესით ასე უნდა იყოს utf8
    define(‘DB_CHARSET’, ‘utf8’);

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. გორდო ამბობს:
    6 სექტემბერი, 2010წ. 14:05სთ.

    ავტომატურად ვერ ვანახლებ და ჩემით როგორ განვაახლო ისე რომ საიახლეები ფლუგინები და ესეთი რაღაცეები არ დავკარგო?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    6 სექტემბერი, 2010წ. 20:49სთ.

    ახსენი რატომ ვერ ანახლებ ავტომატურად, წესით ყველასთვის უნდა მუშაობდეს.
    თუ ხელოვნური განახლება გინდა ბევრი საჩალიჩოა:
    1. ბაზები უნდა შეინახო ანუ Backup.
    2. შეინახე მთლიანი საიტის ყველა ის ფაილი, რომელიც ვორდპრესის დონეზეა. ნუ ეს ყოველშემთხვევისთვის თავის დასაზღვევად, რომ თუ რამეა ძველი აღადგინო.
    3. გამორთე ყველა პლაგინი.
    4. წაშალე ყველა ძველი ვორდპრესის ფაილი და საქაღალდე გარდა შემდეგი ჩამონათვალიასა:
    ა) wp-config.php – ფაილი
    ბ) wp-content – საქაღალდე თავისი ფაილებით
    გ) wp-images – საქაღალდე თავისი ფაილებით
    დ) wp-includes/languages/ – საქაღალდე თავისი ფაილებით
    ე) .htaccess – ფაილი
    ვ) robots.txt
    5. ატვირთე ახალი ვორდპრესი.
    6. და მერე გაუშვი wp-admin/upgrade.php
    7. გააქტიურე პლაგინები.

    და წესით უნდა გამოვიდეს ;), ყოველშემთხვევაში მე არ მიცდია მასე და ვერ დაგაიმედებ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნიკა ამბობს:
    21 იანვარი, 2013წ. 23:27სთ.

    იმედია ჩემს კომენტარს გამოხმაურება მოჰყვებე მიუხედავად იმისა რომ ეს პოსტი არც თი ისე ახალია.
    ესეიგი რა მაინტერესებს, ვორდპრესის ინგლისური ვერსიით მინდა ვიმუშა და თემა მქონდეს ქართულად, ვაყენებ ინგლისურ თემას და ყველაფერს ვაქართულებ პჰპ კოდების ჩასწორებით “home” ის გარდა, ხომ ვერ დამეხმარებით რომ შევცვალო home მთავარით.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    21 იანვარი, 2013წ. 23:38სთ.

    გამარჯობა ნიკა
    როგორც მე მივხვდი საადმინისტრაციო ინტერფეისი გინდა, რომ იყოს ინგლისურენოვანი და გარე ანუ სამომხმარებლო მხარე ქართული.
    თუკი ასეა, მაშინ ყველა ვარიანტში თემის მოდიფიკაცია მოგიწევს.
    home მთავარით შეცვალო ანუ “home”-ს გიწერს და გინდა რომ “მთავარს” აჩვენებდეს?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნიკა ამბობს:
    22 იანვარი, 2013წ. 10:16სთ.

    დიახ სწორად მიმიხვდი ილია,საადმინისტრაციო ინტერფეისი მინდა რომ ინგლისურ ენოვანი იყოს. “home”-ს მიწერს და მინდა რომ “მთავარს” აჩვენებდეს.
    თუ შეგიძლია რომ დამეხმარო როგორ მოვახდინო თემის მოდიფიკაცია?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ილია ამბობს:
    22 იანვარი, 2013წ. 19:20სთ.

    კარგი, გასაგებია
    მაშინ ეხლა ის მითხარი თუ რომელში გინდა რომ გამოჩნდეს wp_list_pages()-ში თუ wp_nav_menu()-ში?
    მე მაგალითად ამ თემაში ვიყენებ wp_list_pages-ს და თავფურცელს ანუ აქ “თავი” გამომაქვს home_url()-ით ასე:

    <ul>
     <li>
      <a href="<?php echo home_url(); ? rel="nofollow">">
       <div>თავი</div>
      </a>
     </li>
     <?php wp_list_pages('title_li=&sort_column=menu_order&link_before=<div>&link_after=</div>'); ?>
    </ul>

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. გიორგი ამბობს:
    4 მარტი, 2015წ. 00:48სთ.

    გამარჯობა.
    საკმაოდ ძველი თემაა მაგრამ ინტერნეტის გადაქექვის შედეგად აქაც შემოვედი სხვაგან შედეგის არარსებობის გამო იმედია ნახავთ ამ პოსტს.
    მოკლედ მსგავსი პრობლემა მაქვს მეც,როგორც ნიკამ აღნიშნა ზემოთ.
    ვორდპრესზე გავაკეთე საიტი,ადმინ პანელი ინგლისურად მაქვს და მინდა რო ეგრევე დავტოვო,რაც შეეხება თემას მინდა ქართულად რომ იყოს მთლიანად,ანუ ნებისმიერი წარწერა რაც გამოვა/გვერდები და ა.შ. ვერსად ვნახე ქართული ენის პაკეტი რომ იყოს თემისთვის,ვგონებ რომ სათითაოდ მომიწევს გადათარგმნა მაგრამ არაუშავს,მთავარია გამოვიდეს.
    კიდევ ერთი რამ,ახალი ვარ ვორდპრესზე და სისტემა არც თუ ისე სახარბიელოდ ვიცი,ვერ ვიპოვე მაგალითად საიდან შეიძლება HTML ედიტორის ნახვა რომ იქიდან გადავაქართულო თორემ ადმინ პაელიდან ყველაფერს ვერ გავაქართულებ.
    იმედი მაქვს დამეხმარებით თორემ რაც ამ თემასთან დაკავშირებით გუგლზე მოიძიება ყველა იასამნისფერია უკვე ჩემთან 😐

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ილია ამბობს:
    4 მარტი, 2015წ. 21:09სთ.

    ამას გადახედე თარგმანზე უკვე დავწერე აქ http://gigol.net/2874

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› §35 ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

813
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
814
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს › › ›

DU