1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლოცვა ცოცხალთათვის

მოიხსენე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცენ, და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლ-მორწმუნეთა შენთასა, აღსდეგ, ამაღლდი ზეცად, და დასჯედ მარჯვენით ღვთისა და მამისა; მოიხედენ მოწყალებით მვედრებელთა შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ; მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა, და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ, და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ-ჰყავ, წარმართთა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ, და მეტყველება მათი ცუდ-ჰყვენ, ძალითა წმინდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღვთივ-დაცული ერი ჩვენი.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი, ძმანი და ნათესავნი ხორციელნი, და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი, და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოველთა კეთილთა.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი, და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარის-მყოფელთაგან, მონანი შენნი, მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა, შენდობითა და ხსნა თოანიჭე მათ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

8 votes, average: 4.50 out of 58 votes, average: 4.50 out of 58 votes, average: 4.50 out of 58 votes, average: 4.50 out of 58 votes, average: 4.50 out of 5

› დავით VI (ნარინი)

დავით ნარინი, საქართველოს მეფე 1245-1258 წწ (იმერეთში დავით I). დასავლეთ საქართველოს მეფე 1258-1293წწ. ძე რუსუდან მეფისა. 1230 წელს ხუთი წლის დავითი რუსუდანმა თანამოსაყდრედ (თანამეფედ) გამოაცხადა. ამით მას სურდა დაეპირისპირებინა იგი › › ›

DU