1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ეს არის ძე ჩემი საყვარელი. უსმინეთ მას

იესო გვეუბნება:

“თქვენ იცით მცნება, რომელიც ამბობს: არ იმრუშო; ცოლი და ქმარი ერთმანეთის ერთგულნი უნდა იყვნენ.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც სხვა ქალი ან სხვა კაცი თუნდაც მარტო გულით ინდომა, უკვე იმრუშა.”

“თქვენ იცით მცნება: არა კაც-ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს, სამართალში უნდა მიეცეს.
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურიხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს.”

“კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ. მართალთა სამხობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა”.

“თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთა. ასე თუ მოიქეცით, იქნებით შვილნი მამის თქვენის ზეციერისა. მისი მზე უნათებს და ბოროტს. იგი წვიმას უგზავნის მართალსაც და უსამართლოთაც.”

“გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ. ღმერთი დაგაჯილოვებთ: მისი შვილები იქნებით. ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და ცოდვილთა მიმართ. იყავით გუმოწყალენი ისევე როგორიც გულმოწყალეა მამა თქვენი.”

“ღმერთს მხოლოდ ის უნდა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. მე ვარ პური სიცოცხლისა. ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.”

“ნუ განსჯით ერთმანეთს, და ღმერთისაგან არ განისჯებით. ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით. მიუტევეთ ერთმანეთს დანაშაული, და ღმერთი მოგიტევებთ. გაეცით, და ღმერთი მოგცემთ.”

“ხრწნადი საზრდოსათვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსათვის, რომელიც რჩება საუკუნო სოცოცხლედ.”

“თუ შენ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იძრახავს შენთვის, დაუტოვე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდგომ მოდი და შესწირე შესაწირავი.”

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› 130 წლის ქართველი ქალბატონი

წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრებ ანტისა ხვიჩავას 2010 წლის 8 ივლისს, 130 წელი შეუსრულდა.
ქალბატონი ანტისა 1880 წლის 8 ივლისსა დაბადებული და გამოდის, რომ იგი მეორე მსოფლიო ომს, რომ თავი დავანებოთ › › ›

DU