1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მტაცებელნი: ლეოპარდი

ეს ცხოველი ჩემგან ყველაზე დაფასებულია მტაცებელთა შორის. იგი უნივერსალური, ლამაზი, მოქნილი, სწრაფი და გამჭრიახი მტაცებელია. ინტერნეტში მოვაგროვე ზოგადი ცნობები და ინფორმაციები მის შესახებ:

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ჯიქი(ლეოპარდი)
ლათინური სახელი: Panthera Pardus

არსებობს ქვე სახეობები: აფრიკული ჯიქი, ინდოჩინური ჯიქი, იავის ჯიქი, ინდური ჯიქი, ცეილონური ჯიქი, ჩრდილოჩინური ჯიქი, შორი აღმოსავლური ჯიქი, სპარსული ჯიქი, არაბული ჯიქი.

ცნობები ვიკიპედიიდან:
ლეოპარდი (ჯიქი) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.

შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგანლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.

არსებობს თეთრი ლეოპარდი.
თეთრი ლეოპარდი სან-დიეგოს ზოოპარკიდანბუნებაში არსებობს ე.წ. თეთრი (თოვლის) ლეოპარდი (ირბისი), რომელიც ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე, განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში. ზამთარში იგი ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაგლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს. მას აგვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განკასუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ე.წ. ლაქებიანი ლეოპარდი თავისი აგებულებით ძალიან წააგავს სხვა დიდ კატებს, ყველაზე მეტად კი ლეოპარდს, თუმცა იგი არ ენათესავება არცერთ მათგანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია დიდ და მცირე კატებს შორის, ისევე, როგორც ოცელოტი.

ცნობები nacres.org-დან იმის შესახებ, რომ ამ ჯიშის სახეობა საქართველოშიცაა:
ნატურალისტები და ზოოლოგები მე-20 საუკუნის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, რომ ეს სახეობა, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია კავკასიაში. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. მას მერე საქართველოში ლეოპარდის არსებობის სარწმუნო ცნობები აღარ მოგვეპოვებოდა. თუმცა, 90-იან წლებში ჩვენი ცენტრის წევრების მიერ მოგროვდა რამდენიმე ზეპირსიტყვიერი გადმოცემა “დიდი კატის მაგვარი ცხოველის” ხევსურეთში არსებობის შესახებ.

2001 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მიერ დაფინანსდა ლეოპარდის თანამედროვე მდგომარეობის შეფასების პროექტი. მასში მონაწილეობდნენ ექსპერტი, დოქტორი ვიქტორ ლუკარევსკი და ჩვენი ცენტრის თანამშრომლები. კვლევები კი ჩატარდა, მაგრამ ლეოპარდის არსებობის რამდენადმე სარწმუნო კვალი არ გამოვლენილა.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვკარგავდით იმედს და ვაგრძელებდით ამ ცხოველის ძებნას. 2003 წლის ზამთარში ჩვენი ცენტრის ორი ზოოლოგი (ბეჟან ლორთქიფანიძე და გიორგი დარჩიაშვილი), მსოფლიო ბანკის/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში მოწყობილი საველე კვლევების დროს, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ერთ-ერთი რუტინული საველე სამუშაოს დროს წააწყდა დიდი ზომის კატისებრის ნაკვალევს.

ყველაზე დიდი ზომის ფოცხვერიც კი ვერ დატოვებდა ამოდენა ნაკვალევს, თუმცა წინასწარი დასკვნებისგან თავს ვიკავებდით. აღებულ იქნა ნაკვალევის თაბაშირის ასლი, რომელიც ზემოხსენებულ, დოქტორ ლუკარევსკის გადაეგზავნა. პასუხი წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო: მან დაადასტურა რომ ნაკვალევი უდავოდ ლეოპარდს ეკუთვნოდა!

2004 წლის აპრილში ჩვენი ცენტრის თანამშრომლებმა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ფოტო-ხაფანგები დააყენეს. სულ მალე ლეოპარდი ფირზეც აღიბეჭდა!

ნოეს, ასე დავარქვით ჩვენს ლეოპარდს, პოვნა შესაძლებელი გახდა დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. 2003 წელს საქართველოს პარლამენტმა, გლობალური გარემოსდავითი ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, მიიღო კანონი ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორია მომარაგდა ავტომანქანებით, ცხენებით, ნავებით, საკომუნიკაციო სისტემებით და საწვავით. კვალიფიკაცია აუმაღლდათ პარკის თანამშრომლებს. მართალია გაწეული დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა გაფართოებული ტერიტორიის პატრულირება, თუმცა პარკის თანამშრომლებს აკლიათ შესაბამისი შეიარაღება და ანაზღაურება, რის საშუალებასაც მიმდინარე პროექტი არ ითვალისწინებს. ასე რომ, პარკის ეგერებს ენთუზიაზმზე უხდებათ მუშაობა და ბრაკონეირებთან შებრძოლება. ნოეს გამოჩენა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ამ ენთუზიაზმის დაფასებასა და ჯილდოს წარმოადგენდა ვაშლოვანის ეროვნული პარკის და სახეობათა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლებისათვის.

ვიდეო კადრები:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

ფოტო გალერეა:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

8 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. სოფო ამბობს:
    12 დეკემბერი, 2010წ. 10:17სთ.

    ძაან მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარი ამბობს:
    15 მარტი, 2011წ. 18:49სთ.

    ძალიან მაგარია 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნათია ამბობს:
    31 მარტი, 2011წ. 12:44სთ.

    არაჩვეულებრივია,ძალიან მომეწონა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. გიორგი ამბობს:
    20 იანვარი, 2012წ. 18:13სთ.

    მეც ძალიან მომეწონა ძაან მიყვარს ლეოპარდი ჩემი საყვარელი ცხოველია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ექვთიმე ამბობს:
    5 მარტი, 2012წ. 16:17სთ.

    მე ძაან მიყვარს ლეოპარდი ჩემი საყვარელი ცხოველია 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. მარი ამბობს:
    19 აპრილი, 2012წ. 17:09სთ.

    მე ძაან მიყვარს ლეოპარდი <3<3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ალიკა ამბობს:
    13 მარტი, 2013წ. 16:26სთ.

    ლეოპარდი მიყვარს. მაგრამ მაგაზე მაგრად იაგუარი მიყვარს შემდეგ პუმა და მერე ჯიქი(ლეოპარდი)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. რუსკა ამბობს:
    24 მარტი, 2014წ. 12:53სთ.

    ძალიან მაგარია 🙂 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მანდილოსნური ოპტიმალური სილამაზის გამოყვანა

როგორი უნდა იყოს ნამდვილი მანდილოსნური სილამაზე?
ამაზე პასუხი არარსებობს, რადგან გემოვნებაზე არ დაობენ (არადა სწორედაც რომ დაობენ)
მაგრამ მაინც ჩავატაროთ ექსპერიმენტი და შევაჯვაროთ მსოფლიოს ცნობილი ლამაზმანების ფოტოები და ვნახოთ რას მივიღებთ…
ჯერ ავიღოთ › › ›

DU